-
ესტონეთიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
შესანიშნავი კონგრესი რუსეთში
თეოკრატიის ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 1992 წლის ივნისში სანკტ-პეტერბურგში ჩატარებული საერთაშორისო კონგრესი. ესტონეთიდან ამ კონგრესს 1 000 დელეგატი დაესწრო. ბევრმა მათგანმა გაიხარა ყოფილ თანაპატიმრებთან და იმ მოწმეებთან შეხვედრით, რომლებიც ციმბირში გადასახლების დროს გაიცნეს.
„კონგრესი ჩვენთვის იდეალურ დროს ჩატარდა, — თქვა ერთმა დამსწრემ. — ჩვენ სპეციალური მატარებელი დავიქირავეთ საკმაოდ დაბალ ფასში. თანხა რუსულ რუბლებში გადავიხადეთ. კონგრესამდე სულ რაღაც ერთი კვირით ადრე ესტონეთში ფული შეიცვალა, რუბლი ესტონურმა კრონმა შეცვალა. იმ კვირაში ესტონეთში რომ არ ვყოფილიყავით, ფულის გადახურდავებას ვერ შევძლებდით. და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ვიყავით, მხოლოდ გარკვეული თანხის გადახურდავების უფლება გვქონდა. რა უნდა გვექნა იმ ფულისთვის, რომლის გადახურდავებაც აღარ შეგვეძლო? ვინაიდან რუსეთში კვლავ რუბლებს იყენებდნენ, ძმებმა თან წამოიღეს დარჩენილი რუბლები და კონგრესზე შესაწირავების ყუთებში ჩაყარეს. გარდა ამისა, საზღვრის გადაკვეთაზე ახალი წესები შემოიღეს და ერთი კვირის შემდეგ რომ ჩატარებულიყო კონგრესი, საზღვრის გადასაკვეთად ვიზების აღება მოგვიწევდა, რომლებიც არცთუ ისე იაფი ღირდა. კონგრესი ძმებისთვის მართლაც იდეალურ დროს ჩატარდა!“
მრავალთაგან ერთ-ერთი, ვისზეც ამ ისტორიულმა კონგრესმა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა, იყო დაინტერესებული ქალბატონი, რომელიც ესტონელ მოწმეებთან ერთად აპირებდა კონგრესზე გამგზავრებას. „ისე მოხდა, რომ გამგზავრების დრო ზუსტად ვერ გავიგე, — ყვება ის. — როდესაც სადგურში მივედი, მატარებელი უკვე წასული დამხვდა. მე კი ბილეთი მქონდა აღებული. რა უნდა მექნა? ვილოცე და იეჰოვას ვთხოვე, დამხმარებოდა, კონგრესზე წავსულიყავი. და ისიც ვუთხარი, რომ ჩემი მხრიდან, რაც კი შემეძლო, ყველაფერს გავაკეთებდი.
სადგურის უფროსმა მითხრა, ახალი ბილეთი მეყიდა, მაგრამ საკმარისი ფული არ მქონდა. მოულოდნელად დავინახე, როგორ შემოვიდა სადგურში მგზავრების ერთი ჯგუფი. ყველა კარგად გამოწყობილი იყო და ბედნიერებისგან სახეები უბრწყინავდათ. ისინი კუნძულ საარემაადან ჩამოსული მოწმეები იყვნენ. მათი მატარებელი ჯერ არ ჩამომდგარიყო და ჩემი ბილეთით შემეძლო, მათთან ერთად მემგზავრა. შვებით ამოვისუნთქე.
მგზავრობისას მოწმეები სამეფოს სიმღერებს მღეროდნენ და ამან განსაკუთრებით იმოქმედა ჩემზე. თავი მათი სულიერი ოჯახის წევრად ვიგრძენი. კონგრესის დღეების განმავლობაში მათთან ვიყავი და ვნახე, როგორი გულწრფელები და მოსიყვარულეები იყვნენ. თუ კი რაიმე ეჭვი მქონდა, ყველაფერი გამიქარწყლდა. ჩემთვის ნათელი იყო, რომ ღვთის მიწიერი ორგანიზაცია ვიპოვე“. ეს ქალბატონი ახლა თავის მეუღლესთან ერთად პიონერად მსახურობს.
-
-
ესტონეთიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
[სურათი 238 გვერდზე]
საერთაშორისო კონგრესი, სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი, 1992 წელი
-