საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ესტონეთი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
    • სასწრაფოდ საჭიროა სამეფო დარბაზების აშენება

      პირველი შენობა, რომელიც კრების შეხვედრების ჩასატარებლად იყო განკუთვნილი, რიაპინაში, ესტონეთის სამხრეთ ნაწილში, მდებარეობდა. ის მრავალი წლის განმავლობაში შესანიშნავად ასრულებდა თავის ფუნქციას. მაგრამ აშკარა იყო, რომ ადგილობრივი ძალებით შეუძლებელი იქნებოდა საკმარისი რაოდენობის სამეფო დარბაზების აშენება, რადგან მაუწყებელთა რიცხვი სწრაფად იზრდებოდა. ბალტიისპირეთის ქვეყნების დასახმარებლად ფინეთის ფილიალში არსებულმა საინჟინრო ოფისმა დაიწყო სამეფო დარბაზებისა და საოფისე შენობების დაპროექტება. რა სასიხარულო იყო, როცა 1993 წელს მაარდუში პირველი სამეფო დარბაზი აშენდა, რასაც მალე მოჰყვა მრავალი სხვა სამეფო დარბაზის მშენებლობაც.

      დღეს ესტონეთში არსებული 53 კრება შეხვედრებს 33 სამეფო დარბაზში ატარებს. ძმებს უხარიათ, რომ ორი საკონგრესო დარბაზიც აქვთ, ერთი ტალინში და ერთიც ტარტუში, რომელთა მშენებლობა 1998 წელს დასრულდა.

      ერთი დიდი ხნის მონათლული იეჰოვას მოწმე, ალექსანდრა ოლესიუკი იხსენებს: „ვოცნებობდით, რომ ტარტუში სამეფო დარბაზი აშენებულიყო. როცა გვთხოვეს, ის ნაკვეთი გაგვესუფთავებინა, სადაც სამეფო დარბაზი უნდა აშენებულიყო, პირველი მე მივედი იქ, თუმცა იმ დროს უკვე 79 წლისა ვიყავი. დასუფთავებასა და რაღაც-რაღაცების გადატანაში ვეხმარებოდი. ყოველთვის, როცა ავტობუსით იმ ადგილს ჩავუვლიდი, სადაც დარბაზი შენდებოდა, სიხარულის ცრემლებს ვერ ვიკავებდი. ვიტირე მაშინაც, როდესაც სამეფო დარბაზის მშენებლობა დასრულდა“.

  • ესტონეთი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
    • [სურათები 251 გვერდზე]

      მაარდუს სამეფო დარბაზი

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება