საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ესტონეთი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
    • მაგალითად, ერთხელ, ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს აღნიშვნის დღეს, ტომ ედურმა მოინახულა ახალჩამოყალიბებული პატარა ჯგუფი და ის ძალიან გააოცა იმან, თუ რამდენი დაესწრო დილას სამქადაგებლო შეხვედრას.

      — ყველას იცნობ აქ? — ჰკითხა ტომმა ერთ იქაურ ძმას.

      — ყველა არ არის მაუწყებელი, — უპასუხა ძმამ.

      ტომმა ჩაატარა სამქადაგებლო მსახურების შეხვედრა და ბოლოს ასეთი განცხადება გააკეთა: „ვინც ჯერ არ არის მაუწყებელი, შემიძლია ცალკე გავესაუბრო შეხვედრის შემდეგ“.

      დაახლოებით ათი ბიბლიის შემსწავლელი მივიდა მასთან და სურვილი გამოთქვა, რომ მსახურებაში გასვლის უფლება მიეღოთ. ტომმა განიხილა მათთან ის ძირითადი მოთხოვნები, რომლებსაც მოუნათლავი მაუწყებლები უნდა აკმაყოფილებდნენ. მაშინ სამმა ახალგაზრდა ქალმა თქვა, რომ ჯერ არ ჰქონდათ კავშირი გაწყვეტილი თავიანთ ეკლესიასთან. ტომმა აუხსნა მათ, რომ, თუ სურდათ, იეჰოვას მოწმეები გამხდარიყვნენ, ოფიციალურად უნდა ეთქვათ უარი ეკლესიის წევრობაზე. ისინიც დაუყოვნებლივ მივიდნენ თავიანთ ეკლესიაში, ამოაშლევინეს სიიდან თავიანთი სახელები და შეურთდნენ და-ძმებს სამქადაგებლო მსახურებაში.

      სამქადაგებლო მსახურების შეხვედრას დაესწრო ერთი მამაკაციც, რომელიც ჯერ ისევ სიგარეტს ეწეოდა. ცხადია, ამ მამაკაცს დრო დასჭირდებოდა ცვლილებების მოსახდენად. ასე რომ, ის დაბრუნდა სახლში იმ იმედით, რომ მოგვიანებით გახდებოდა მაუწყებელი.

  • ესტონეთი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
    • მაგალითად, როდესაც ტომ ედური ერთ ახალგაზრდასთან განიხილავდა მონათვლის მსურველთათვის განკუთვნილ კითხვებს, ჰკითხა, ოდესმე თუ მიეცათ უხუცესებს მისთვის რაიმე რჩევა.

      — კი. უხუცესებმა მირჩიეს უფრო გონივრულად გამენაწილებინა დრო, — უპასუხა ახალგაზრდამ.

      — რატომ, რაში იყო პრობლემა? — ჰკითხა ტომმა.

      — რაში და, ყოველთვე 150 საათს ვქადაგებდი და სხვა ბიბლიურ პასუხისმგებლობებს სათანადოდ ვეღარ ვასრულებდი, — აუხსნა მან. — უხუცესებმა მირჩიეს, რომ, თუ 100 საათს ვიქადაგებდი, დამრჩებოდა დრო, პირადი შესწავლაც რომ ჩამეტარებინა და შეხვედრებისთვისაც მოვმზადებულიყავი.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება