-
ესტონეთიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
„პირი ხომ გაქვს“
XX საუკუნის დასაწყისში შეერთებულ შტატებში ყოფნის დროს მარტინ კოსესა და მის ძმას, ჰუგოს, ხელში ჩაუვარდათ ბიბლიის მკვლევართა (ასე ეწოდებოდათ მაშინ იეჰოვას მოწმეებს) ლიტერატურა. მარტინი აღფრთოვანებული იყო ამ აღმოჩენით და წუხდა თავის ქვეყანაზე, რადგან იცოდა, რომ იქ ბიბლიის მკვლევარები არ იყვნენ. ბროშურაში ნახა ნიუ-იორკში მთავარი სამმართველოს მისამართი, მივიდა იქ და თავისი გულისტკივილი გაანდო რუტერფორდს, რომელიც იმ დროს ბიბლიის მკვლევართა საქმიანობას ხელმძღვანელობდა.
— მე რის გაკეთება შემიძლია? — ჰკითხა მას მარტინმა.
— პირი ხომ გაქვს, ხოდა წადი და იქადაგე, — მიუგო რუტერფორდმა.
მარტინი ასეც მოიქცა. ის ესტონეთში სავარაუდოდ 1923 წელს დაბრუნდა და ქადაგება დაიწყო. ის იყო პირველი ბიბლიის მკვლევარი ამ ქვეყანაში. მარტინმა თავის ოჯახსაც გააცნო ბიბლიური ჭეშმარიტება და მოგვიანებით მისი ვაჟი, ადოლფი, ძნელბედობის ჟამს ღვთის ერთგული მსახური და ურყევი სვეტი აღმოჩნდა თანამორწმუნეთათვის. მარტინის ძმა, ჰუგოც ბიბლიის მკვლევარი გახდა, მაგრამ საცხოვრებლად არ დაბრუნებულა ესტონეთში.
-
-
ესტონეთიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
[სურათი 165 გვერდზე]
ჰუგო და მარტინ კოსეები
-