-
ღმერთზე მინდობა ვისწავლეგამოიღვიძეთ! — 2006 | აპრილი
-
-
ზამთრის დასაწყისში, საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა (სუკ-ი) ქალაქ ტარტუში მომაგნო ერთგული ახალგაზრდა მოწმის ლინდა მეტიგის სახლში. ის ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი იყო.
-
-
ღმერთზე მინდობა ვისწავლეგამოიღვიძეთ! — 2006 | აპრილი
-
-
მეორე დღეს ის ქალაქ ტარტუში წავიდა ლინდა მეტიგთან. ლინდამ მთხოვა: „დაუყოვნებლივ დავიწყოთ ქადაგება და მთელ ესტონეთს ვაუწყოთ სასიხარულო ცნობა“. ვარცხნილობა და მაკიაჟი შევიცვალე, სათვალე გავიკეთე, და ქადაგება დავიწყეთ. თვეების განმავლობაში ველოსიპედით დიდ მანძილს გავდიოდით. გზად თანაქრისტიანებს ვამხნევებდით, რომლებიც ფერმებში ცხოვრობდნენ.
მოწმეებმა 1950 წლის 24 ივლისისთვის კონგრესის ჩატარება დაგეგმეს პატარა ქალაქ ოტეპიასთან ახლოს ერთ-ერთ ფარდულში. ამის შესახებ სუკ-მა შეიტყო, თუმცა შევძელით ბევრი მოწმის გაფრთხილება. მეორე დღეს კონგრესი სხვა ადგილას ჩატარდა, რომელსაც დაახლოებით 115 ადამიანი დაესწრო. თითოეული ჩვენგანი კმაყოფილები დავბრუნდით უკან და გადაწყვეტილი გვქონდა, რომ ნებისმიერი განსაცდელის დროს ღვთისადმი ერთგულება შეგვენარჩუნებინაb.
ლინდა და მე განვაგრძობდით მსახურებას და, ამავე დროს, თანაქრისტიანებს ვამხნევებდით. იმ წელს ვიმუშავეთ კარტოფილის აღებაზე და მუშებს სამეფოს შესახებ ვუქადაგეთ. ერთ-ერთი ფერმის მეპატრონემ შეწყვიტა მუშაობა და ერთი საათის განმავლობაში გვისმენდა, შემდეგ კი თქვა: „მართლაც, იშვიათად თუ მოისმენ ასეთ ცნობას!“
მე და ლინდა ტარტუში დავბრუნდით, სადაც შევიტყვეთ, რომ ბევრი მოწმე იყო დაპატიმრებული, მათ შორის ლინდას დედა, სანამის დები და ჩვენი სხვა მეგობრები. რადგან ვიცოდით, რომ სუკ-ი გვეძებდა, ქადაგება ტარტუს ახლოს მდებარე ტერიტორიებზე გავაგრძელეთ ორი ველოსიპედით.
-
-
ღმერთზე მინდობა ვისწავლეგამოიღვიძეთ! — 2006 | აპრილი
-
-
[ჩანართი 23 გვერდზე]
„დაუყოვნებლივ დავიწყოთ ქადაგება და მთელ ესტონეთს ვაუწყოთ სასიხარულო ცნობა“ (ლინდა მეტიგი).
-