-
ესტონეთიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
1930-იანი წლების შუა პერიოდში პოლიტიკური ქაოსის დროს ყოფილი სამხედრო მფრინავი, ნიკოლაი ტუიმანი, ესტონეთის ფაშისტურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო დააპატიმრეს. ციხის ბიბლიოთეკაში მან რუტერფორდის რამდენიმე წიგნი იპოვა. ამ წიგნების მეშვეობით მიხვდა, რომ მცდარ გზას ადგა. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ის წავიდა ტალინში და მივიდა იმ წიგნში მოცემულ მისამართზე, რომელიც მის ცოლს მისცეს. ეს წიგნი იეჰოვას მოწმეების მიერ იყო გამოცემული. ძმა ბაქსტერის დახმარებით ნიკოლაიმ სრულიად შეცვალა თავისი ცხოვრება; ჩამოშორდა პოლიტიკურ მოძრაობას და გახდა მშვიდობისმოყვარე და გულმოდგინე იეჰოვას მოწმე. მოგვიანებით, როცა მოწმეების საქმიანობა აიკრძალა, ის კრების ერთ-ერთი ბურჯი იყო. ის მონაწილეობდა ლიტერატურის ბეჭდვაში, როცა ეს საქმიანობა საიდუმლოდ მიმდინარეობდა. ნიკოლაი ერთგული დარჩა ციმბირში დაახლოებით 15-წლიანი გადასახლების დროსაც.
-
-
ესტონეთიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
[სურათი 178 გვერდზე]
ნიკოლაი ტუიმანი
-