-
ესტონეთიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
50-იან წლებში ფანი კურიერად მსახურობდა და ფინეთიდან ესტონეთში მიკროფილმები და წერილები ჩაჰქონდა. მას ყველა იცნობდა, როგორც გაბედულ და ფრთხილ დას. მართალია, არაერთხელ აღმოჩენილა რთულ სიტუაციაში, ის არასოდეს დაუჭერიათ. მაგალითად, ერთხელ ის ჩავიდა ლენინგრადში (სანკტ-პეტერბურგი), რათა ერთ-ერთ პარკში შეხვედროდა ფინელ კურიერს, რომელსაც მიკროფილმების ამანათი უნდა გადაეცა მისთვის. თავის მხრივ მას ეს ამანათი ორი ესტონელი ძმისთვის უნდა გადაეცა რაც შეიძლება სწრაფად. მაგრამ ესტონელმა ძმებმა შეამჩნიეს, რომ მათ საიდუმლო პოლიციის თანამშრომლები უთვალთვალებდნენ და ცდილობდნენ, ფანის მორიდებოდნენ. და აი, რას ხედავენ! ფანი და ფინელი ძმა პირდაპირ მათკენ მიდიოდნენ. თუ ის მიესალმებოდა ამ ძმებს ან ამანათს გადასცემდა, საიდუმლო პოლიცია მიხვდებოდა, რომ მათ ერთმანეთთან კავშირი ჰქონდათ. საოცარია, ფანიმ ისე ჩაუარა მათ, თითქოს არ იცნობდა. როგორც გაირკვა, მან ვერ დაინახა ისინი. არადა ორივეს კარგად იცნობდა. ამის წყალობით საიდუმლო პოლიციამ ვერასოდეს გაიგო ვინ იყვნენ ეს კურიერები და მოგვიანებით ამ ამანათმაც უსაფრთხოდ მიაღწია დანიშნულების ადგილამდე. ფანის დახმარებით ძმები რეგულარულად იღებდნენ სულიერ საზრდოს და, საბედნიეროდ, მიკროფილმების არც ერთი ამანათიც არ ჩავარდნილა საიდუმლო პოლიციის ხელში.
-
-
ესტონეთიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
[სურათი]
ლენინგრადში კურიერის მისიით, 1966 წელი
-