საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ესტონეთი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
    • ჰორიზონტზე შავი ღრუბლები გამოჩნდა

      30-იანი წლების შუა ხანებში ქვეყანაში დიდი არეულობა იყო. 1935 წლის იანვარში ნაცისტური გერმანიისა და კათოლიკური ეკლესიის ზეწოლის შედეგად მოხდა ბროშურის, „სამართლიანი მმართველის“ კონფისკაცია.

      იმავე წელს შინაგან საქმეთა მინისტრმა დახურა «საზოგადოება „საგუშაგო კოშკი“» ესტონეთში, მოახდინა მათი ლიტერატურის კონფისკაცია და ყადაღა დაადო მათ ქონებას. მართალია, ძმებმა დიდი რაოდენობით ლიტერატურა გადამალეს, 76 000 ეგზემპლარის კონფისკაცია მაინც მოხდა. თუმცა ამან მოწმეთა საქმიანობა ვერ შეაჩერა. ძმებისდა გასაკვირად და გასახარად ჩამორთმეული ლიტერატურიდან ორი ბროშურის შინაარსი გამოქვეყნდა ორ წამყვან გაზეთში, რომელთა საერთო ტირაჟიც 100 000-ს შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ძმებმა ლიტერატურა დაკარგეს, იეჰოვას სახელი უფრო ცნობილი გახდა, ვიდრე ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ ძმები გაავრცელებდნენ ამ ბროშურებს.

      იმ ხანებში სამქადაგებლო საქმე გაგრძელდა და ოფისმაც საქმიანობა განაახლა. მომდევნო წლებშიც ხდებოდა საკმაოდ დიდი რაოდენობის წიგნების კონფისკაცია. ერთ-ერთი მორიგი რეიდის დროს ფილიალში ჰელინ ალდონენი მუშაობდა.

      «თავდაპირველად სამი ახალგაზრდა პოლიციელი მოვიდა, რომ ჩამოერთმიათ ბროშურა „დღეს მცხოვრები მილიონები არასდროს მოკვდებიან“, — იხსენებს და ალდონენი, — მაგრამ ჩვენ ეს ბროშურები არ გვქონდა. მათ თაროებიდან გადმოყარეს მთელი წიგნები და იატაკზე დააგროვეს. ძმა ბაქსტერი ადგილიდან ვერ იძვროდა, რადგან თვალს არ აშორებდნენ. მე დავიწყე რაღაცების მილაგება და ნელ-ნელა მივედი ძმა ბაქსტერის საწერ მაგიდასთან, რათა შემემოწმებინა, რაიმე ისეთი ფურცელი ხომ არ იდო მაგიდაზე, რაც პოლიციას არ უნდა ენახა. დავინახე წერილი, რომელშიც ყველა მაუწყებლის სახელები, გვარები და მისამართები იყო ჩამოწერილი. ავიღე და კუთხეში მდგომ ნაგვის ყუთში ჩავაგდე. როცა პოლიციელებმა წიგნების ყუთებში ჩაყრა დაიწყეს, უფროსმა პოლიციელმა ისე უხეშად სტაცა ხელი ყუთს და გვერდზე მოისროლა, რომ მკლავი მოიტეხა. მისმა თანამშრომლებმა სასწრაფოდ წაიყვანეს ის საავადმყოფოში, ჩვენ კი იმის საშუალება მოგვეცა, რომ მათ დაბრუნებამდე ყუთებიდან წიგნები ამოგვერჩია».

      «პოლიციელები დაბრუნდნენ, — დასძენს ძმა ბაქსტერი. — ყუთების გატანის დროს დავინახე, ერთ-ერთმა მათგანმა პალტოს დიდ ჯიბეში როგორ ჩაიდო წიგნი „ხსნა“. ხშირად ვფიქრობდი, ნეტავ კიდევ რამდენი წიგნი წაიღეს სახლში და წაიკითხეს-მეთქი ამ კაცებმა».

  • ესტონეთი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
    • [სურათი 179 გვერდზე]

      პოლიციამ დიდი რაოდენობით ლიტერატურის კონფისკაცია მოახდინა

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება