საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • bh გვ. 199-გვ. 201 აბზ. 4
  • იესო ქრისტე — აღთქმული მესია

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იესო ქრისტე — აღთქმული მესია
  • რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?
  • მსგავსი მასალა
  • ამტკიცებს მესიის შესახებ წინასწარმეტყველებები, რომ იესო იყო მესია?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • წინასწარმეტყველება მესიაზე
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
  • ისინი ელოდნენ მესიას
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
  • იესო ქრისტე — ღვთის შემეცნების გასაღები
    მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება
იხილეთ მეტი
რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?
bh გვ. 199-გვ. 201 აბზ. 4

დანართი

იესო ქრისტე — აღთქმული მესია

მესიის ამოცნობაში რომ დაგვხმარებოდა, იეჰოვა ღმერთმა მრავალი წინასწარმეტყველი აღძრა, წმინდა წერილებში ჩაეწერათ აღთქმული მხსნელის დაბადებასთან, მსახურებასთან და სიკვდილთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებები. ბიბლიის ყველა ეს წინასწარმეტყველება იესო ქრისტეზე შესრულდა. ისინი საოცრად ზუსტი და კონკრეტულია. მაგალითისთვის განვიხილოთ რამდენიმე წინასწარმეტყველება, რომლებიც მესიის დაბადებასა და ბავშვობას უკავშირდება.

ესაიამ იწინასწარმეტყველა, რომ მესია მეფე დავითის შთამომავალი იქნებოდა (ესაია 9:7). იესო მართლაც დავითის საგვარეულო ხაზში დაიბადა (მათე 1:1, 6—17).

მიქამ, ღვთის წინასწარმეტყველმა, დაწერა, რომ ის „ეფრათას ბეთლემში“ დაიბადებოდა და, საბოლოოდ, მმართველი გახდებოდა (მიქა 5:2). იმ დროს, როცა იესო დაიბადა, ისრაელში ორი ქალაქი იყო, რომლებსაც ბეთლემი ეწოდებოდა. ერთი ქალაქი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ნაზარეთთან ახლოს მდებარეობდა, მეორე კი — იუდეაში, იერუსალიმთან ახლოს. იერუსალიმთან მდებარე ბეთლემს თავიდან ეფრათა ეწოდებოდა. როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, იესო სწორედ ამ ქალაქში დაიბადა! (მათე 2:1).

ბიბლიის სხვა წინასწარმეტყველებაში ღმერთი ამბობს: „ეგვიპტიდან მოვუხმე ჩემს ძეს“. პატარა იესო მშობლებმა ეგვიპტეში წაიყვანეს. ჰეროდეს სიკვდილის შემდეგ ისინი უკან დაბრუნდნენ და ამგვარად შესრულდა წინასწარმეტყველება (ოსია 11:1; მათე 2:15).

ცხრილის „წინასწარმეტყველება მესიის შესახებ“ სვეტში „წინასწარმეტყველება“, მოცემულია ბიბლიური მუხლები, რომლებშიც მესიასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებებია ჩაწერილი. შეადარე ისინი იმ მუხლებს, რომლებიც მოცემულია სვეტში „შესრულება“. ამით კიდევ უფრო განგიმტკიცდება იმის რწმენა, რომ ღვთის სიტყვა ჭეშმარიტია.

ამ მუხლების წაკითხვისას გახსოვდეს, რომ ეს წინასწარმეტყველებები იესოს დაბადებამდე ასწლეულებით ადრე დაიწერა. იესომ თქვა: „ყველაფერი, რაც მოსეს კანონში, წინასწარმეტყველთა წიგნებსა და ფსალმუნებში ჩემ შესახებ არის დაწერილი, უნდა შესრულდეს“ (ლუკა 24:44). შეგიძლია შენს ბიბლიაში შეამოწმო, რომ ყველაფერი მართლაც ზედმიწევნით შესრულდა!

წინასწარმეტყველებები მესიის შესახებ

მოვლენა

წინასწარმეტყველება

შესრულება

იბადება იუდას ტომში

დაბადება 49:10

ლუკა 3:23—33

იბადება ქალწულისგან

ესაია 7:14

მათე 1:18—25

მეფე დავითის შთამომავალია

ესაია 9:7

მათე 1:1, 6—17

იეჰოვა თავის ძედ აცხადებს

ფსალმუნი 2:7

მათე 3:17

არ სწამთ მისი

ესაია 53:1

იოანე 12:37, 38

იერუსალიმში შედის ჩოჩრით

ზაქარია 9:9

მათე 21:1—9

ღალატობს ის, ვისთანაც ახლოა

ფსალმუნი 41:9

იოანე 13:18, 21—30

გაცემულია 30 ვერცხლის მონეტად

ზაქარია 11:12

მათე 26:14—16

სდუმს ბრალმდებლების წინაშე

ესაია 53:7

მათე 27:11—14

მის ტანსაცმელს წილისყრით ინაწილებენ

ფსალმუნი 22:18

მათე 27:35

სიკვდილის წინ შეურაცხყოფენ

ფსალმუნი 22:7, 8

მათე 27:39—43

მისი არც ერთი ძვალი არ არის გადამტყდარი

ფსალმუნი 34:20

იოანე 19:33, 36

მდიდრებს შორის იმარხება

ესაია 53:9

მათე 27:57—60

აღდგენილია ვიდრე გაიხრწნება

ფსალმუნი 16:10

საქმეები 2:24, 27

განდიდებულია და ღვთის მარჯვნივ ჯდება

ფსალმუნი 110:1

საქმეები 7:56

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება