საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w11 6/1 გვ. 18
  • იცოდით თუ არა?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იცოდით თუ არა?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
  • მსგავსი მასალა
  • მღვდელმთავარი, რომელმაც მსჯავრი დასდო იესოს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
  • მეტყავე [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • იესო ჯერ ანასთან მიჰყავთ, შემდეგ კი კაიაფასთან
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
  • კაიაფა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
w11 6/1 გვ. 18

იცოდით თუ არა?

რას გვეუბნება პეტრე მოციქულზე ის ფაქტი, რომ კორნელიუსთან წასვლამდე ის ერთ მეტყავესთან დარჩა?

▪ წიგნ „საქმეებში“ ვკითხულობთ, რომ „პეტრე საკმაოდ დიდხანს დარჩა იოპეში ერთ მეტყავე სიმონთან“, რომელსაც „სახლი ზღვის პირას“ ჰქონდა (საქმეები 9:43; 10:6). იუდეველები მეტყავეობას უწმინდურ და დამამცირებელ საქმიანობად მიიჩნევდნენ. თალმუდში მეტყავეობა უფრო დამამცირებლად არის მოხსენიებული, ვიდრე ნაკელის შეგროვება. სიმონს რეგულარულად უწევდა შეხება მკვდარ ცხოველებთან, რაც იმას ნიშნავდა, რომ მოსეს კანონის თანახმად, მუდმივად უწმინდური იქნებოდა (ლევიანები 5:2; 11:39). სხვადასხვა წყაროებიდან ვიგებთ, რომ სიმონი, როგორც ჩანს, თავისი საქმისთვის დიდი რაოდენობით ზღვის წყალს იყენებდა და მისი სამუშაო ადგილიც, ალბათ, ქალაქიდან მოშორებით მდებარეობდა, რადგან ტყავის დამუშავება „სუნიანი პროცესი“ იყო.

მიუხედავად ამისა, პეტრეს როგორც ჩანს თავი არ შეუკავებია სიმონთან დარჩენაზე. როგორც ჩანს, პეტრე იესოს ჰბაძავდა და იუდეველებივით ათვალწუნებით აღარ უყურებდა მათ, ვისაც ისინი უწმინდურად მიიჩნევდნენ (მათე 9:11; ლუკა 7:36—50).

რა იგულისხმა იესომ სიტყვებში „შენ თვითონ თქვი“?

▪ როდესაც იუდეველთა მღვდელმთავარი კაიაფა იესოსგან მოითხოვდა, სახალხოდ ეთქვა, იყო თუ არა ქრისტე, ღვთის ძე, იესომ მიუგო: „შენ თვითონ თქვი“ (მათე 26:63, 64). რას გულისხმობდა იესო?

იესოს ამით კაიაფას კითხვა ბანზე არ აუგდია. როგორც ჩანს, გამოთქმა „შენ თვითონ თქვი“, იუდეველებში გავრცელებული იდიომი იყო და ნათქვამის ჭეშმარიტებაზე მიუთითებდა. მაგალითად, ახ. წ. მეოთხე საუკუნეში შედგენილი იუდეველთა რელიგიური ნაშრომი, იერუსალიმის თალმუდი, მოგვითხრობს ერთ იუდეველ კაცზე, რომელსაც ჰკითხეს, მოკვდა თუ არა მოძღვარი. მან უპასუხა: „შენ თვითონ თქვი“. ამ კაცის ნათქვამი იმის დასტურად მიიჩნიეს, რომ მოძღვარი ნამდვილად მოკვდა.

იესო აღიარებდა მღვდელმთავრის უფლებამოსილებას, რომ ბრალდებულს მის წინაშე უნდა დაეფიცა, რომ სიმართლეს ილაპარაკებდა. თუ იესო დუმილს ამჯობინებდა, ამას ისე გაიგებდნენ, თითქოს ის უარყოფდა, რომ ქრისტე იყო. ასე რომ, სიტყვებით „შენ თვითონ თქვი“, იესომ დადებითად უპასუხა მღვდელმთავრის კითხვას. პარალელურ მუხლში, მარკოზის სახარებაში, სადაც კაიაფა პირდაპირ ეკითხება იესოს, არის თუ არა მესია, იესო გაბედულად პასუხობს: „მე ვარ“ (მარკოზი 14:62; იხილეთ აგრეთვე მათეს 26:25 და მარკოზის 15:2).

[სურათი 18 გვერდზე]

ტყავის გადასამუშავებელი ადგილი ფესში (მაროკო)

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება