საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w15 10/1 გვ. 9
  • იცოდით თუ არა?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იცოდით თუ არა?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2015
  • მსგავსი მასალა
  • ჰეროდე
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ჰეროდე დიდი დიდებული მშენებელი
    გამოიღვიძეთ! — 2009
  • „მეფე ჰეროდეს დროს“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • მალტა [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2015
w15 10/1 გვ. 9

იცოდით თუ არა?

რა სირთულეებს შეხვდა ჰეროდე იერუსალიმის ტაძრის აღდგენისას?

თავდაპირველად, როდესაც სოლომონმა მთაზე იერუსალიმის ტაძარი ააგო, აღმოსავლეთით და დასავლეთით მას კედელი შემოავლო, რამაც შესაძლებელი გახადა, რომ წმინდა ნაგებობის გარშემო ტერასები გაეკეთებინა. ჰეროდეს კი სურდა, რომ ტაძარი უფრო შთამბეჭდავი და ბრწყინვალე ყოფილიყო, ვიდრე ის სოლომონის დროს იყო, ამიტომ იგი შენობის გადაკეთებასა და გაფართოებას შეუდგა.

ტაძრისა და მისი გალავნის ნახატი

ჰეროდეს დავალებით ინჟინრებმა ტერასების გასადიდებლად გააფართოვეს ტაძრის ჩრდილოეთით მდებარე ვაკე ადგილი, ხოლო ტაძრის სამხრეთით ტერასას 32 მეტრი მიუმატეს. ამ სამუშაოების დასასრულებლად მათ ქვის თაღების მთელი წყება და სქელი საყრდენი კედელი ააგეს. როგორც ჩანს, ზოგ ადგილას ამ კედლის სიმაღლე 50 მეტრს აღწევდა.

ჰეროდე ცდილობდა, არ გაენაწყენებინა იუდეველები და ხელი არ შეეშალა ტაძარში მსახურებისა თუ მსხვერპლშეწირვისთვის. ებრაელი ისტორიკოსის, იოსებ ფლავიუსის, გადმოცემით, ჰეროდემ ებრაელ მღვდლებსაც კი ასწავლა კალატოზობა და დურგლობა, რათა წმინდა ტერიტორიაზე უცხო პირი არ შესულიყო.

ჰეროდემ თავის სიცოცხლეში ვერ მოასწრო ამ პროექტის დასრულება. 46 წლის წინ დაწყებული ტაძრის აღდგენითი სამუშაოები ახ. წ 30 წლისთვის ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული (იოანე 2:20). საქმე ბოლომდე პირველი საუკუნის შუა პერიოდში ჰეროდეს შვილთაშვილმა აგრიპა II-მ მიიყვანა.

რატომ ეგონათ მალტელებს მოციქული პავლე მკვლელი?

სამართლიანობის ქალღმერთი ებრძვის უსამართლობის ქალღმერთს

სამართლიანობის ქალღმერთი (მარცხნივ) ებრძვის უსამართლობის ქალღმერთს

ზოგიერთი მალტელი შესაძლოა ბერძნული რელიგიის გავლენაში იყო მოქცეული. გავიხსენოთ, რა მოხდა მას შემდეგ, რაც პავლე კუნძულ მალტაზე გემის მსხვრევას გადაურჩა, როგორც ამას საქმეების წიგნი მოგვითხრობს. როდესაც პავლე გადარჩენილების გასათბობად დანთებულ ცეცხლს ფიჩხის კონას უკეთებდა, ხელზე გველგესლა შემოეხვია. ამის დანახვაზე კუნძულელებმა ერთმანეთს გადაულაპარაკეს: „ეს კაცი ნამდვილად მკვლელია. ზღვას კი გადაურჩა, მაგრამ სამართალი მაინც არ აცოცხლებს“ (საქმეები 28:4).

ამ მუხლში გამოყენებული სიტყვა „სამართალი“ ნათარგმნია ბერძნული სიტყვიდან „დიკე“. შესაძლოა ეს სიტყვა მიუთითებდეს სამართლიანობაზე, როგორც აბსტრაქტულ ცნებაზე. თუმცა ბერძნულ მითოლოგიაში დიკე სამართლიანობის ქალღმერთის სახელი იყო. ხალხს სჯეროდა, რომ ქალღმერთი დიკე აკვირდებოდა ადამიანთა ცხოვრებას და მათ მიერ მალულად ჩადენილ უსამართლობას ზევსს ამცნობდა, რათა დამნაშავე დასჯილიყო. ასე რომ, როგორც ერთი წყარო იტყობინება, მალტელები შესაძლოა ასე მსჯელობდნენ: „მართალია, პავლე ზღვას გადაურჩა, მაგრამ ის ნიშანდადებულია და ახლა მას ქალღმერთი დიკე გველგესლას მეშვეობით სჯის“. თუმცა, როცა კუნძულელებმა დაინახეს, რომ პავლე უვნებელი დარჩა, მაშინვე შეიცვალეს აზრი.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება