საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რატომ ღირს ბიბლიის შესწავლა?
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 1 აპრილი
    • კაცი ბიბლიოთეკაში კითხულობს ბიბლიას

      მთავარი თემა | გსურთ ბიბლიის შესწავლა?

      რატომ ღირს ბიბლიის შესწავლა?

      • რა არის სიცოცხლის აზრი?

      • რატომ იტანჯებიან და კვდებიან ადამიანები?

      • რას გვიქადის მომავალი?

      • ზრუნავს ღმერთი ჩემზე?

      გაგჩენიათ ოდესმე ასეთი კითხვები? თუ დიახ, იცოდეთ, რომ მსგავსი კითხვები სხვებსაც ებადებათ. მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ კითხვებზე ადამიანები ყოველთვის ფიქრობენ. შესაძლებელია პასუხების პოვნა?

      მილიონები იტყოდნენ, რომ „დიახ!“. რა აძლევთ მათ ამის თქმის საფუძველს? ის, რომ თავიანთ კითხვებზე დამაკმაყოფილებელი პასუხები ბიბლიაში იპოვეს. გსურთ, თქვენც იცოდეთ, როგორ პასუხობს ბიბლია ასეთ კითხვებს? თუ ასეა, შესაძლოა ბიბლიის უფასო შესწავლაც მოისურვოთ, რასაც იეჰოვას მოწმეები სთავაზობენ მსურველებს.a

      უნდა ვაღიაროთ, რომ როცა საქმე ბიბლიის გამოკვლევაზე მიდგება, ზოგი ამბობს: „ძალიან დაკავებული ვარ“, „ეს ადვილი არ არის, ბიბლია ძნელი გასაგებია“, „ვალდებულების აღების მეშინია“. მაგრამ ზოგი სხვაგვარად ფიქრობს. ისინი მოხარულები არიან, რომ ბიბლიაში გათვითცნობიერების შესაძლებლობა ეძლევათ. აი, ამის რამდენიმე მაგალითი:

      • „ღვთის შესახებ ძალიან ბევრი კითხვა მქონდა. პასუხების მისაღებად სად აღარ დავდიოდი, კათოლიკურ თუ პროტესტანტულ ეკლესიებში, სიქიზმის ტაძარში, ბუდისტურ მონასტერში, უნივერსიტეტში თეოლოგიასაც ვსწავლობდი, მაგრამ დამაკმაყოფილებელი პასუხები ვერსად მივიღე. ერთხელ სახლში იეჰოვას მოწმემ მომაკითხა. ძალიან გავოცდი, როცა მან ჩემს კითხვებს ბიბლიიდან უპასუხა. მაშინვე დავთანხმდი ბიბლიის შესწავლაზე“ (გილი, ინგლისი).

      • „ჩვენს ცხოვრებასა და ყოფაზე უამრავი კითხვა მქონდა, მაგრამ ეკლესიის პასტორის პასუხები სარწმუნოდ არ მეჩვენებოდა. ერთმა იეჰოვას მოწმემ ყველა ჩემს კითხვას პასუხი მხოლოდ ბიბლიიდან გასცა. როდესაც მკითხა, მსურდა თუ არა ღვთის შესახებ მეტის გაგება, სიხარულით დავთანხმდი“ (კოფი, ბენინი).

      • „სიკვდილთან დაკავშირებით არაერთი კითხვა მქონდა. მჯეროდა, რომ მკვდრებს შეეძლოთ ცოცხლებისთვის ზიანის მიყენება, მაგრამ მინდოდა, ამ თემაზე ბიბლიის თვალსაზრისი გამეგო. ასე რომ, ჩემს ერთ მეგობართან, რომელიც იეჰოვას მოწმე იყო, ბიბლიის შესწავლა დავიწყე“ (ჟოზე, ბრაზილია).

      • „ბიბლიის წაკითხვა ვცადე, მაგრამ ვერაფერი გავიგე. ერთხელაც იეჰოვას მოწმეებმა მომაკითხეს და ნათლად და გასაგებად ამიხსნეს რამდენიმე ბიბლიური წინასწარმეტყველება. ამის მერე მეტის გაგების სურვილი გამიჩნდა“ (დენიზი, მექსიკა).

      • „მაინტერესებდა, ნამდვილად ზრუნავდა თუ არა ღმერთი ჩემზე. ამიტომ გადავწყვიტე, ბიბლიის ღმერთისთვის ლოცვით მიმემართა. მეორე დღეს კარზე იეჰოვას მოწმეებმა მომიკაკუნეს და მათთან ბიბლიის შესწავლა დავიწყე“ (ანჯუ, ნეპალი).

      ეს შემთხვევები იესოს შემდეგ სიტყვებს გვახსენებს: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათე 5:3). დიახ, ადამიანებში ჩადებულია სულიერი მოთხოვნილებები — ღვთის შესახებ მეტის გაგების სურვილი. ამიტომ ეს მოთხოვნილებები მხოლოდ ღმერთს შეუძლია დაგვიკმაყოფილოს და ის ამას თავისი სიტყვის, ბიბლიის, მეშვეობით აკეთებს.

      როგორ ხდება ბიბლიის შესწავლა? რით იქნება ბიბლიის შესწავლა თქვენთვის სასიკეთო? ამ კითხვებს მომდევნო სტატია უპასუხებს.

      a ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა ღვთის სახელია.

      ზოგადი ცნობები ბიბლიის შესახებ

      გადაშლილი ბიბლია
      • სახელწოდება: „ბიბლია“ ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „პატარა წიგნების კრებულს“.

      • შედგება: ებრაულ ენაზე (რამდენიმე არამეულზე) დაწერილი 39 წიგნისა და ბერძნულ ენაზე შესრულებული 27 წიგნისგან.

      • იწერებოდა: დაახლოებით 40 მამაკაცის მიერ 1 600 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ძვ. წ. 1513 წლიდან ახ.  წ. 98 წლამდე.

      • ენები: დღეისთვის მთლიანად ან ნაწილობრივ ნათარგმნია 2 500-ზე მეტ ენაზე.

      • ტირაჟი: ბიბლია მთელ მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული წიგნია. სავარაუდოდ, დაბეჭდილია 5 მილიარდი ეგზემპლარი.

  • ბიბლიის შესწავლა ყველასთვის
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 1 აპრილი
    • ბიბლიის შესწავლა

      მთავარი თემა | გსურთ ბიბლიის შესწავლა?

      ბიბლიის შესწავლა ყველასთვის

      იეჰოვას მოწმეები ფართოდ არიან ცნობილი თავიანთი სამქადაგებლო საქმიანობით. მაგრამ იცოდით, რომ ჩვენ ადამიანებს ბიბლიის შესწავლაშიც ვეხმარებით?

      კაცს ბიბლიის შესწავლას სამსახურში უტარებენ

      2014 წელს 8 000 000-ზე მეტი იეჰოვას მოწმე 240 ქვეყანაში ყოველთვიურად დაახლოებით 9 500 000 ბიბლიის შესწავლას ატარებდა.a უფრო მეტიც, მოწმეებთან ბიბლიის შემსწავლელთა რაოდენობა, 140 ცალკეული ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობას აღემატება.

      ბიბლიის საგანმანათლებლო საქმიანობის მხარდასაჭერად იეჰოვას მოწმეები ყოველწლიურად დაახლოებით 700 ენაზე გამოსცემენ ბიბლიებს, წიგნებს, ჟურნალებსა და ბიბლიის შესწავლაში დამხმარე სხვა პუბლიკაციებს, რომელთა საერთო რაოდენობა მილიარდ-ნახევარს შეადგენს. ბიბლიური ლიტერატურის ასეთი უპრეცედენტო მასშტაბებით გამოცემა ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, მათთვის სასურველ ენაზე შეისწავლონ ბიბლია.

      „სკოლაში სწავლა არ მიყვარდა, მაგრამ ბიბლიის შესწავლა ძალიან სასიამოვნო იყო. დიდ შვებას მგვრიდა ის, რასაც ვსწავლობდი“ (კატლეგო, სამხრეთი აფრიკა).

      „შესწავლის შედეგად მარტო ჩემს კითხვებზე კი არ მივიღე პასუხები, არამედ უფრო მეტი ცოდნა შევიძინე“ (ბერტა, მექსიკა).

      „ბიბლიის შესწავლის ჩასატარებლად მოწმეები ჩემთან სახლში იმ დროს მოდიოდნენ, როცა მეცალა. ამაზე უკეთესი ჩემთვის რა უნდა გაეკეთებინათ?!“ (ეზეკიელი, ბრაზილია).

      „ზოგჯერ გაკვეთილები 15—30 წუთი გრძელდებოდა, ზოგჯერ კი — უფრო დიდხანს. ეს იმაზე იყო დამოკიდებული, დრო რამდენი მქონდა“ (ვინიანა, ავსტრალია).

      „ჩემდა გასაოცრად, შესწავლა უფასო იყო!“ (ემი, ბენინი).

      „ჩემი მასწავლებელი ძალიან მომთმენი და კეთილი ადამიანი იყო. ჩვენ ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს“ (კარენი, ჩრდილოეთი ირლანდია).

      „ბიბლიას ბევრი სწავლობს, მაგრამ ყველა იეჰოვას მოწმე არ ხდება“ (დენტონი, ინგლისი).

      პასუხები კითხვებზე, რომლებსაც ყველაზე ხშირად სვამენ ბიბლიის შესწავლასთან დაკავშირებით

      როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა?

      ვირჩევთ სხვადასხვა ბიბლიურ თემებს და ვიკვლევთ იმ ბიბლიურ მუხლებს, რომლებიც ამ თემებს უკავშირდება. მაგალითად, ბიბლია პასუხს სცემს ისეთ კითხვებს, როგორიცაა: ვინ არის ღმერთი? როგორია ის? აქვს მას სახელი? სად მკვიდრობს? შეგვიძლია მასთან დაახლოება? ოღონდ პრობლემა ის არის, რომ უნდა ვიცოდეთ, სად მოვძებნოთ პასუხები ბიბლიაში.

      ადამიანებს ამ და მსგავს კითხვებზე პასუხების გაგებაში რომ დავეხმაროთ, ჩვეულებრივ ვიყენებთ 224-გვერდიან წიგნს „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“.b ეს სახელმძღვანელო სპეციალურად იმ მიზნით შეიქმნა, რომ ბიბლიის ძირითადი სწავლებების გაგებაში დაგვეხმაროს. წიგნი მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა: ღმერთი, იესო ქრისტე, ტანჯვა, მკვდრეთით აღდგომა, ლოცვა და ბევრი სხვა.

      როდის და სად ტარდება შესწავლა?

      შესწავლის ჩატარება შეიძლება თქვენთვის ხელსაყრელ დროსა და ადგილას.

      რამდენ ხანს გრძელდება ერთი გაკვეთილი?

      ზოგი ბიბლიის შესასწავლად ყოველკვირა დაახლოებით ერთ საათს გამოყოფს. თუმცა გაკვეთილის ხანგრძლივობა მკაცრად განსაზღვრული არ არის. ჩვენ ვეცდებით, თქვენს გრაფიკს მოვერგოთ. შესწავლისთვის ზოგი კვირაში მხოლოდ 10-15 წუთს გამოყოფს.

      რა ღირს ბიბლიის შესწავლა?

      შესწავლაც და შესწავლაში დამხმარე პუბლიკაციებიც უფასოა. ეს კი იმიტომ, რომ იესომ თავის მოწაფეებს ასეთი მითითება მისცა: „უსასყიდლოდ გაქვთ მიღებული და უსასყიდლოდვე გაეცით“ (მათე 10:8).

      რამდენ ხანს გრძელდება მთლიანი კურსი?

      ეს თქვენზეა დამოკიდებული. წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ 19 გაკვეთილისგან შედგება. თქვენ შეგიძლიათ ერთ ჯერზე იმდენი მასალა განიხილოთ, რამდენსაც მოისურვებთ.

      შესწავლის შემდეგ აუცილებლად იეჰოვას მოწმე უნდა გავხდე?

      არა. ჩვენ გვესმის, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება თავად აირჩიოს, რას იწამებს. თუმცა ბიბლიის ძირითადი სწავლებების გაცნობის შემდეგ ადამიანი გააზრებული არჩევანის გაკეთებას შეძლებს.

      სად შეიძლება მეტი ინფორმაციის მიღება?

      ვებ-გვერდზე jw.org განთავსებულია ზუსტი ინფორმაცია იეჰოვას მოწმეების მრწამსისა და საქმიანობის შესახებ.

      როგორ დავუკავშირდე იეჰოვას მოწმეებს, თუ ბიბლიის შესწავლას გადავწყვეტ?

      ხალხი ბიბლიის შესწავლას ინტერნეტით, წერილობით და ტელეფონით ითხოვს
      • შეავსეთ ელექტრონული ანკეტა ვებ-გვერდზე www.pr2711.com.

      • მისწერეთ მოწმეებს ამ ჟურნალის მე-2 გვერდზე მითითებულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე.

      • დაუკავშირდით თქვენ მახლობლად მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს.

      a ბიბლიის შესწავლები ტარდება, როგორც ცალკეულ პირებთან, ისე პატარ-პატარა ჯგუფებთან.

      b გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. ეს წიგნი გამოიცემა 260-ზე მეტ ენაზე და დღემდე დაბეჭდილია 230  მილიონზე მეტი ეგზემპლარი.

      ბიბლია ეხმარება ოჯახებს

      ეზეკიელი

      „როცა ჩემმა ცოლმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო, ვამჩნევდი, როგორ იცვლებოდა უკეთესობისკენ. ჩვენი ურთიერთობა აშკარად გაუმჯობესდა. დავინტერესდი, რას სწავლობდა ამისთანას და მეც შევუერთდი. ნელ-ნელა მეც შევიცვალე. ბიბლიის შესწავლამ ოჯახის წევრები ერთმანეთთან უფრო დაგვაახლოვა“ (ეზეკიელი).

      კარენი

      „როგორც კი ბიბლიის შესწავლა დავიწყე, ნარკოტიკებს შევეშვი. სმასაც გადავეჩვიე და ვისწავლე საკუთარი ემოციების გაკონტროლება. ახლა ჩემი სახლი ძველებურად არეულ-დარეული აღარ არის. ვისწავლე ოჯახის წევრების დაფასება, მსიამოვნებს მათთვის იმის კეთება, რაც მათ სიხარულს ანიჭებს. უბედნიერესი ადამიანი ვარ!“ (კარენი).

      ვინიანა

      «ბიბლიის შესწავლა რომ დავიწყე, ზოგი ჩემ კრიტიკას მოჰყვა. მაგრამ ქმარი მხარს მიჭერდა და მეუბნებოდა: „სხვების აზრი არ მაინტერესებს. ვხედავ, რომ უკეთესობისკენ იცვლები, ჩემთვის კი ყველაზე მთავარი ეს არის. ამიტომ განაგრძე შესწავლა“. ჩვენი ოჯახი ასე ბედნიერი არასოდეს ყოფილა!» (ვინიანა).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება