საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • წინააღმდეგობა გაუწიეთ ვერაგ გულს
    ღმერთი გველაპარაკება იერემიას მეშვეობით
    • 17—19. ა) რატომ გაიარა იერემიამ ევფრატისკენ მიმავალი დიდი გზა? ბ) რატომ შეიძლებოდა რთული ყოფილიყო იერემიასთვის მორჩილება? გ) რა მიზანს ემსახურებოდა იერემიას ასეთი მოქმედება?

      17 იერემიას თავისი დავალება რომ შეესრულებინა, საჭირო იყო, დამორჩილებოდა ღვთის მითითებებს. მის ადგილას რომ ყოფილიყავით, დაემორჩილებოდით ღვთისგან მოცემულ ყველა მითითებას? ერთხელ იეჰოვამ იერემიას უბრძანა, სელის სარტყელი ეყიდა და წელზე შემოერტყა. შემდეგ უთხრა, მდინარე ევფრატთან წასულიყო. თუ რუკას დახედავთ, ნახავთ, რომ მას დაახლოებით 500 კილომეტრის გავლა მოუწევდა. კლდის ნაპრალში უნდა დაემალა სარტყელი და ისევ უკან დაბრუნებულიყო იერუსალიმში. მოგვიანებით ღმერთმა კვლავ დაავალა მას წასულიყო იქ და წამოეღო სარტყელი (წაიკითხეთ იერემიას 13:1—9 ). მთლიანობაში იერემიას დაახლოებით 2 000 კილომეტრი უნდა გაევლო. ბიბლიის კრიტიკოსებს არ სჯერათ, რომ ის ამხელა გზას გაივლიდა, რადგან ფეხით ამ მანძილის დაფარვას რამდენიმე თვე დასჭირდებოდა (ეზრ. 7:9).b როგორც უნდა იყოს, ასეთი იყო იეჰოვას ბრძანება და იერემიამაც ზედმიწევნით შეასრულა ის.

      18 წარმოიდგინეთ, როგორ მიიკვლევდა იერემია გზას იუდეის მთიან მხარეში და როგორ მიდიოდა უდაბნოს გავლით ევფრატის სანაპიროსკენ. და ამას მხოლოდ იმის გამო აკეთებდა, რომ ერთი სელის სარტყელი დაემალა იქ. იერემიას მეზობლები, ალბათ, ძალიან დაინტერესდებოდნენ მისი ხანგრძლივი გაუჩინარებით; დაინახავდნენ, რომ უკან დაბრუნებულს აღარ ექნებოდა სელის სარტყელი წელზე შემორტყმული. მოგვიანებით ღმერთმა უთხრა მას, კიდევ ერთხელ გაევლო ეს შორი გზა, რათა უკან წამოეღო სარტყელი, რომელიც უკვე დამპალიყო და „აღარაფრად ვარგოდა“. იერემიას თავისუფლად შეეძლო ეფიქრა: „მორჩა, აღარ შემიძლია, რა აზრი აქვს ამის გაკეთებას?!“ მაგრამ მას ასეთი რამ არ უფიქრია, რადგან ღმერთს აძლევდა საშუალებას, გამოეძერწა ის. იერემია ყველანაირი წუწუნის გარეშე დაემორჩილა ღვთის მითითებას.

      სურათი 53 გვერდზე

      რატომ უნდა დავემორჩილოთ იეჰოვას მითითებებს მაშინაც კი, როცა ბოლომდე არ გვესმის ისინი?

      19 ღმერთმა მხოლოდ მეორე მოგზაურობის შემდეგ აუხსნა იერემიას ამ დავალების მიზანი. იერემიამ ამ დავალების შესრულებით აჩვენა, თუ რა განაჩენი უნდა გაეცხადებინა იუდეველებისთვის: „ეს ბოროტი ხალხი, რომელსაც არ სურს, დაემორჩილოს ჩემს სიტყვებს, რომელიც თავისი ჯიუტი გულით დადის და სხვა ღმერთებს დაჰყვება, რათა ემსახუროს მათ და ემხობოდეს მათ წინაშე, ამ უვარგის სარტყელს დაემსგავსება“ (იერ. 13:10). რა შთამბეჭდავი მეთოდი გამოიყენა იეჰოვამ თავისი ხალხისთვის ჭკუის სასწავლებლად! იეჰოვა იერემიას მეშვეობით ცდილობდა თავისი ხალხის გულის მდგომარეობის გამოსწორებას და, ვინაიდან წინასწარმეტყველი, ერთი შეხედვით, წვრილმან საკითხებშიც კი ემორჩილებოდა მას, ამით თავისი წვლილი შეჰქონდა ამაში.

  • წინააღმდეგობა გაუწიეთ ვერაგ გულს
    ღმერთი გველაპარაკება იერემიას მეშვეობით
    • b ზოგიერთის აზრით იერემია სადმე ახლომდებარე ადგილზე წავიდა და არა ევფრატის სანაპიროზე. რატომ ფიქრობენ ისინი ასე? როგორც ერთ-ერთი მკვლევარი აღნიშნავს, კრიტიკის ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ კრიტიკოსებს უბრალოდ არ ემეტებათ წინასწარმეტყველი ამხელა მგზავრობისთვის.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება