-
მეორე ვაი და ცხენოსანი ჯარის იერიშიგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
საყვირის მქონე მეექვსე ანგელოზს ეუბნებოდა: „გაათავისუფლე ოთხი ანგელოზი, რომლებიც დიდ მდინარე ევფრატთან არიან შებოჭილნი“ » (გამოცხადება 9:13, 14).
-
-
მეორე ვაი და ცხენოსანი ჯარის იერიშიგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
3. რა გაგებით იყო ოთხი ანგელოზი „დიდ მდინარე ევფრატთან შებოჭილი“?
3 რა გაგებით არიან ანგელოზები „დიდ მდინარე ევფრატთან შებოჭილნი“? ძველ დროს მდინარე ევფრატი იეჰოვას მიერ აბრაამისთვის აღთქმულ მიწას ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა (დაბადება 15:18; მეორე კანონი 11:24). როგორც ჩანს, ანგელოზები შებოჭილნი იყვნენ ღვთისგან ბოძებული მიწის საზღვართან, ანუ დედამიწაზე, და სრულად ვერ ასრულებდნენ იეჰოვას მიერ დავალებულ მსახურებას. ქალაქი ბაბილონი ევფრატის სანაპიროზე იყო გაშენებული. ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის დაცემის შემდეგ ისრაელი 70 წლის განმავლობაში ტყვეობაში იყო „დიდ მდინარე ევფრატთან შებოჭილი“ (ფსალმუნი 137:1). 1919 წელს სულიერი ისრაელიც „შებოჭილი“ იყო და უნუგეშო მდგომარეობაში მყოფი იეჰოვას დახმარებას სთხოვდა.
-