საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ღვთის რისხვა თავდება
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • „მეექვსემ თავისი თასი დიდ მდინარე ევფრატს გადააღვარა და მისი წყალი დაშრა, რათა გზა გამზადებულიყო მზის ამოსავლიდან მომავალი მეფეებისთვის“ (გამოცხადება 16:12).

  • ღვთის რისხვა თავდება
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • 22 დიდი ბაბილონი „მრავალ წყალზე“ ზის. გამოცხადების 17:1, 15-ის თანახმად წყლები განასახიერებს „ხალხებს, ჯგუფებს, ერებსა და ენებს“, ანუ დიდი ბაბილონის მრავალ მიმდევარს, რომელთა წყალობით ის თავს უსაფრთხოდ გრძნობს. მაგრამ ეს წყლები შრება! დასავლეთ ევროპაში, სადაც ადრე მას დიდი ზეგავლენა ჰქონდა, ასობით მილიონი ადამიანი აშკარად აღარაფრად აგდებს რელიგიას. ზოგიერთი ქვეყანა თავისი პოლიტიკური კურსით შეეცადა რელიგიის გავლენის მოსპობას; ამ ქვეყნებში უმეტესობას არაფერი გაუკეთებიათ რელიგიის დასაცავად. როცა დიდ ბაბილონსაც დაუდგება აღსასრულის დრო, ვერ დაიცავენ მას მისი მიმდევრები, რომელთა რიცხვიც დღითი დღე მცირდება (გამოცხადება 17:16). მიუხედავად იმისა, რომ, როგორც თავად აცხადებს, მილიარდობით მიმდევარი ჰყავს, დიდი ბაბილონი დაუცველი აღმოჩნდება „მზის ამოსავლიდან მომავალი მეფეების“ წინაშე.

  • ღვთის რისხვა თავდება
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • [ჩარჩო 229 გვერდზე]

      „მისი წყალი დაშრა“

      დღეს ბაბილონური რელიგიის მხარდაჭერა ბევრგან „შრება“. ეს იმაზე მეტყველებს, რა მოხდება, როცა „მზის ამოსავლიდან მომავალი მეფეები“ შეუტევენ მას.

      „ქვეყანაში ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ [ტაილანდის] მუნიციპალურ რეგიონებში მცხოვრებთა 75 პროცენტი არ დადის ბუდისტურ ტაძრებში ქადაგების მოსასმენად, ხოლო პროვინციებში ტაძრებში მოსიარულეთა რიცხვი უფრო და უფრო მცირდება და მოსახლეობის დაახლოებით ორმოცდაათ პროცენტს შეადგენს“ („Bangkok Post“, 1987 წლის 7 სექტემბერი, გვ. 4).

      „დაოსიზმმა ორი ათასი წლის შემდეგ დაკარგა მიმზიდველობა [ჩინეთში]. . . სამღვდელოებამ და მათმა წინამორბედებმა დაკარგეს ის ძალა, რითაც დიდძალ ხალხს იზიდავდნენ. ამის გამო მათ აღარ ჰყავთ მემკვიდრეები, რაც საფრთხეს უქმნის კონტინენტზე დაოსიზმის როგორც ორგანიზებული რელიგიის არსებობას“ („The Atlanta Journal and Constitution“, 1982 წლის 12 სექტემბერი, გვ. 36-A).

      „იაპონია. . . ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია, სადაც ბევრი უცხოელი მისიონერია, დაახლოებით 5 200, თუმცა. . . ქრისტიანთა რიცხვი მოსახლეობის 1 პროცენტზე ნაკლებია. . . ფრანცისკელი მღვდლის აზრით, რომელიც აქ 50-იანი წლებიდან მსახურობს, . . იაპონიაში მისიონერთა ეპოქა დასრულდა“ („The Wall Street Journal“, 1986 წლის 9 ივლისი, გვ. 1).

      ინგლისში გასული სამი ათწლეულის განმავლობაში «დაახლოებით 16 000 ანგლიკანური ეკლესიიდან 2 000 დაიხურა, რადგან არ ჰყავდათ მრევლი. აღიარებულ ქრისტიანულ ქვეყნებს შორის ინგლისი ერთ-ერთია, სადაც მრევლის რიცხვი ყველაზე დაბალია. . . „ინგლისი მეტად აღარ არის ქრისტიანული ქვეყანა“, — აღნიშნა [დარემის ეპისკოპოსმა]» („The New York Times“, 1987 წლის 11 მაისი, გვ. A4).

      „ხანგრძლივი გაცხარებული კამათის შემდეგ, [საბერძნეთის] პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელიც სოციალისტურ მთავრობას უფლებას აძლევს, განაგოს საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის უზარმაზარი ქონება. . . კანონი საერო პირებს აძლევს იმის უფლებას, რომ აკონტროლონ საეკლესიო კრებები და კომიტეტები, რომლებსაც ეკლესიის მომგებიანი ინვესტიციები აბარიათ, მათ შორის სასტუმროები, მარმარილოს სამტეხლოები და ადმინისტრაციული შენობები“ („The New York Times“, 1987 წლის 4 აპრილი, გვ. 3).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება