-
განცხადებებისამეფო მსახურება — 1999 | დეკემბერი
-
-
განცხადებები
◼ გასავრცელებელი ლიტერატურა დეკემბერში: „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. შეგვიძლია აგრეთვე შევთავაზოთ „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“, „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“ და „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“. იანვარში: კრების მარაგში არსებული ნებისმიერი 192-გვერდიანი წიგნი. კრებებს, რომლებსაც არა აქვთ ასეთი წიგნების მარაგი, შეუძლიათ შესთავაზონ წიგნი „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“. თებერვალში: „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“. მარტში: „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. განსაკუთრებით უნდა ვეცადოთ ბიბლიის საშინაო შესწავლის დაწყებას. აპრილში: გაავრცელე ჟურნალების „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ ცალკეული ეგზემპლარები. დაინტერესებული პირებისთვის თან გქონდეს ბროშურა „რას მოითხოვს“ და ეცადე, დაიწყო ბიბლიის საშინაო შესწავლა.
◼ თავმჯდომარე ზედამხედველმა ან მის მიერ დანიშნულმა ძმამ უნდა შეამოწმოს კრების საფინანსო ანგარიშები 1 დეკემბერს ან რაც შეიძლება მალე. მომდევნო საფინანსო ანგარიშის წაკითხვის შემდეგ კრებაში განცხადება უნდა გაკეთდეს ჩატარებული შემოწმების შესახებ.
◼ გახსენების საღამო 2001 წელს ჩატარდება კვირას, 8 აპრილს, მზის ჩასვლის შემდეგ. ეს წინასწარი შეტყობინება იმისთვის კეთდება, რომ, როდესაც რამდენიმე კრება ერთსა და იმავე დარბაზს იყენებს და სხვა შენობების მოძებნაა საჭირო, აუცილებლობის შემთხვევაში ძმებმა შეძლონ ადგილების დაჯავშნა ან მოლაპარაკება დარბაზებთან დაკავშირებით. უხუცესები უნდა შეუთანხმდნენ შენობის ადმინისტრაციას, რომ შენობაში მიმდინარე სხვა საქმიანობებმა ხელი არ შეუშალოს გახსენების საღამოს მშვიდად და ორგანიზებულად ჩატარებას. რადგანაც ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა, უხუცესთა საბჭომ გახსენების საღამოზე მომხსენებლად უნდა დანიშნოს შედარებით გამოცდილი ძმა, ნაცვლად იმისა, რომ, უბრალოდ, რიგრიგობით წაიკითხონ მოხსენება ან ყოველწლიურად ერთი და იგივე ძმა გამოიყვანონ. გამონაკლისი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ არის უნარიანი ცხებული უხუცესი, რომელსაც შეუძლია მოხსენებით გამოსვლა.
◼ ახალი პუბლიკაციები:
„ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სტანდარტული გამოცემა (ნივთი №5112; აღნიშვნა bi12) — ინდონეზიური
„ვინ არის იესო ქრისტე“ (T–24) — გერმანული, იტალიური, უნგრული
„ვინ არის იეჰოვა?“ (T–23) — ჩინური
„ღვთის ხელმძღვანელობა — სამოთხემდე მიმყვანი გზა“ (ნივთი №6643; აღნიშვნა gu) — არაბული, ტაი
„ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!“ (ნივთი №5328; აღნიშვნა dp) — ვიეტნამური, იაპონური, კორეული, ტამილური, ჩინური, ჩინური (მარტივი)
-
-
სამსახურებრივი ანგარიში 1999 წლის ივლისისამეფო მსახურება — 1999 | დეკემბერი
-
-
სამსახურებრივი ანგარიში 1999 წლის ივლისი
საშუალო მაჩვენებლები
განმ. ბიბლ.
მაუწყ. სთ. ჟურ. მონახ. შესწ.
სპეც. პიონ. 11 143,4 50,8 40,8 5,5
პიონერები 1 218 68,1 28,3 15,7 2,0
დამხ. პიონ. 602 55,1 26,3 9,6 1,1
მაუწყ. 11 396 8,9 5,8 1,9 0,2
სულ: 13 227 მოინათლა: 29
-
-
თეოკრატიული სამსახურის სკოლა 2000 წელსსამეფო მსახურება — 1999 | დეკემბერი
-
-
თეოკრატიული სამსახურის სკოლა 2000 წელს
1 თეოკრატიული სამსახურის სკოლა დიდი კურთხევა აღმოჩნდა იეჰოვას ხალხისთვის. გასული 50 წლის განმავლობაში ის მილიონებს დაეხმარა, გაეუმჯობესებინათ თავიანთი უნარი, როგორც საჯარო მომხსენებლებსა და ბიბლიურ ჭეშმარიტებათა მასწავლებლებს (ფსალმ. 144:10—12; მათე 28:19, 20). ამჩნევ, როგორ გეხმარება სკოლა? ის კვლავაც დაგეხმარება 2000 წელს, თუ სრულად მიიღებ მასში მონაწილეობას და გამოიყენებ მოცემულ რჩევებს.
2 მითითებები დავალებებისა და გამოსაყენებელი პუბლიკაციების შესახებ მოცემულია 2000 წლისთვის განკუთვნილი სკოლის გეგმის პირველ გვერდზე. მოცემულია აგრეთვე თითოეული ნაწილისთვის გამოყოფილი დრო, მასალის წყარო, როგორ უნდა იქნეს მასალა წარმოდგენილი და სხვა დაწვრილებითი ცნობები. დრო გამოუყავი ამ მითითებების გულდასმით წაკითხვას და მიჰყევი მათ.
3 ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა. სკოლის გეგმაში მოცემულია ბიბლიის ყოველკვირეული კითხვისთვის განკუთვნილი ორი ერთმანეთისგან განსხვავებული პროგრამა. ერთი სტანდარტული საკითხავი პროგრამაა, რომელიც ბიბლიის სამ-ოთხ გვერდს მოიცავს. ბიბლიის ღირსშესანიშნავი პუნქტები ამ პროგრამაზეა დაფუძნებული. მეორე საკითხავი პროგრამა დამატებითია და ორჯერ მეტ მასალას მოიცავს. ამ პროგრამის მიყოლით მთელ ბიბლიას სამ წელიწადში წაიკითხავ. გასაგებია, რომ ზოგმა შეიძლება დამატებით პროგრამაში მოცემულ გეგმაზე მეტი წაიკითხოს, სხვები კი შეიძლება ვერ მიჰყვნენ მას. ნაცვლად იმისა, რომ სხვებს შეადარო თავი, იხარე იმით, რის გაკეთებაც შეგიძლია (გალ. 6:4). უმთავრესი ის არის, რომ ღვთის სიტყვა ყოველდღე ვიკითხოთ (ფსალმ. 1:1—3).
4 თეოკრატიული სამსახურის სკოლაში ჩასაწერად სკოლის ზედამხედველს უნდა მიმართო. სერიოზულად მოეკიდე დავალებებს და, თუ აუცილებლობა არ ითხოვს, ნუ იტყვი მათზე უარს. დააფასე სკოლა, როგორც იეჰოვას მიერ გათვალისწინებული ღონისძიება. კარგად მოემზადე, გულდასმით გაეცანი დავალებულ მასალას და გულითადობა გამოავლინე; ამგვარად ეს უნიკალური სკოლა სრულ სარგებლობას მოგიტანს.
-