საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • my მოთხ. 98
  • ზეთისხილის მთაზე

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ზეთისხილის მთაზე
  • ბიბლიური მოთხრობები
  • მსგავსი მასალა
  • ზეთისხილის მთა [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • იესო ზეცაში ბრუნდება
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • დედამიწაზე იესოს ცხოვრების ბოლო დღეების გახსენება
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
  • ‘დადგა ჟამი’
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
იხილეთ მეტი
ბიბლიური მოთხრობები
my მოთხ. 98
ზეთისხილის მთაზე იესო ზოგიერთ მოწაფეს ელაპარაკება

მოთხრობა 98

ზეთისხილის მთაზე

იესო ზეთისხილის მთაზეა. მას თან ახლავს ოთხი მოციქული. ესენი არიან: ანდრია და მისი ძმა პეტრე, იაკობი და მისი ძმა იოანე. ზეთისხილის მთიდან იერუსალიმის ტაძარი მოჩანს.

იერუსალიმის ტაძარი

ორი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც იესო ჩოჩორზე ამხედრებული შევიდა იერუსალიმში. სამშაბათს, დილაადრიან იესო ტაძარში მივიდა. მღვდლები ცდილობდნენ, შეეპყროთ ის და მოეკლათ, მაგრამ ვერ გაბედეს, რადგან ხალხს უყვარდა იესო.

‘გველგესლებო და გველგესლათა ნაშიერნო!’ — ასე მიმართა იესომ ამ რელიგიურ წინამძღოლებს; შემდეგ უთხრა, რომ ღმერთი დასჯიდა მათ ბოროტი საქმეებისთვის. იქიდან იესო ზეთისხილის მთაზე ავიდა ოთხ მოციქულთან ერთად, რომლებმაც კითხვები დაუსვეს მას. იცი, რა ჰკითხეს?

მათ მომავალი აინტერესებდათ. მათ იცოდნენ, რომ იესო დედამიწაზე ბოლოს მოუღებდა ბოროტებას, მაგრამ არ იცოდნენ, როდის მოხდებოდა ეს და კვლავ როდის მოვიდოდა იესო როგორც მეფე?

იესომ იცოდა, რომ ზეცაში გამეფდებოდა და დედამიწაზე მისი მიმდევრები ვერ შეძლებდნენ მის დანახვას. ამიტომ მოციქულებს უთხრა, რა მოხდებოდა დედამიწაზე მისი მეფობის დროს. იცი, რა მოხდებოდა?

იესომ თქვა, რომ იქნებოდა დიდი ომები და მიწისძვრები, მრავალი ავად გახდებოდა და იშიმშილებდა, მრავალიც გაბოროტდებოდა. მან ასევე თქვა, რომ ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა მთელ დედამიწას ექადაგებოდა. სრულდება ეს ყველაფერი დღეს? დიახ. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ იესო უკვე მეფობს ზეცაში და მალე ის დედამიწაზეც მოსპობს ბოროტებას.

მათე 21:46; 23:1—39; 24:1—14; მარკოზი 13:3—10.

კითხვები

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება