საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • kl თ. 6 გვ. 53-61
  • რატომ ვბერდებით და ვკვდებით?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რატომ ვბერდებით და ვკვდებით?
  • მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • დამღუპველი განზრახვა
  • როგორ განხორციელდა განზრახვა
  • როგორ გავრცელდა ცოდვა და სიკვდილი
  • უფრთხილდი სატანის ხრიკებს!
  • საუკუნო სიცოცხლის მტერი
    შენ შეგიძლია იცხოვრო მარადიულად სამოთხეში დედამიწაზე
  • რამდენად რეალური პიროვნებაა ეშმაკი თქვენთვის?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
  • როგორ გვიხსნის იესო?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2001
  • რა იყო თავდაპირველი ცოდვა?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
იხილეთ მეტი
მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება
kl თ. 6 გვ. 53-61

თავი 6

რატომ ვბერდებით და ვკვდებით?

1. რისი ახსნაა შეუძლებელი მეცნიერებისთვის, ადამიანის სიცოცხლის შესახებ?

მეცნიერებმა არ იციან, რატომ ბერდება და კვდება ადამიანი. როგორც ჩანს, ჩვენი უჯრედები უნდა ახლდებოდეს და უნდა ვცოცხლობდეთ მარადიულად. წიგნში „ჰიოჯუნ სოშიკიგაკუ“ (Hyojun Soshikigaku [სტანდარტული ჰისტოლოგია]) ნათქვამია: „ადამიანის გაგებას აღემატება, თუ როგორ უკავშირდება უჯრედების დაბერება პიროვნების დაბერებასა და სიკვდილს“. მრავალ მეცნიერს სწამს, რომ ეს არის სიცოცხლის „ბუნებრივი, თანდაყოლილი“ ზღვარი. ფიქრობ თუ არა შენ, რომ ისინი მართლები არიან?

2. რას აკეთებდა ზოგიერთი, რათა დღეგრძელობისთვის მიეღწია?

2 ადამიანები ყოველთვის ისწრაფოდენ დღეგრძელობისკენ და ცდილობდნენ უკვდავებისთვისაც კი მიეღწიათ. დაწყებული ძველი წელთაღრიცხვით მეოთხე საუკუნიდან, წამლები, რომლებიც, ალბათ, იმისთვის იყო განკუთვნილი, რომ უკვდავება გაეხადა შესაძლებელი, იზიდავდა ჩინეთის დიდგვაროვანი პიროვნებების ყურადღებას. მოგვიანებით ჩინელმა იმპერატორებმა იგემეს, ეგრეთ წოდებული, სიცოცხლის ელექსირები, რომლებიც ვერცხლისწყლისგან იყო დამზადებული და მოკვდნენ! დედამიწის ყველა კუთხეში ადამიანებს სწამთ, რომ სიკვდილი არ არის მათი არსებობის დასასრული. ბუდისტებს, ინდუსებს, მუსულმანებსა და სხვებს აქვთ იმედი ბრწყინვალე სიცოცხლის შესახებ, რომელიც, თითქოს, სიკვდილის შემდეგ არსებობს. ქრისტიანულ სამყაროში მრავალ ადამიანს წარმოუდგენია საიქიო ცხოვრება ზეციერი ნეტარებით.

3. ა) რატომ სწყურიათ ადამიანებს მარადიული სიცოცხლე? ბ) რომელი კითხვები მოითხოვენ პასუხს სიკვდილთან დაკავშირებით?

3 ადამიანთა წარმოდგენები სიკვდილის შემდეგ ბედნიერების შესახებ, ასახავს მარადიული სიცოცხლის წყურვილს. „მან მარადიულობაც ჩადო მათ გონებაში“ — ამბობს ბიბლია მარადისობის შესახებ, რომელიც ღმერთმა ჩადო ჩვენს გონებაში (ეკლესიასტე 3:11, „ბაინგტონი“ [Byington]). მან ადამიანთა პირველი წყვილი იმ მიზნით შექმნა, რომ შესძლებოდათ მარადიულად ცხოვრება დედამიწაზე (დაბადება 2:16, 17). მაშინ, რატომ კვდებიან ადამიანები? როგორ შემოვიდა სიკვდილი წუთისოფელში? ღმერთისგან გამომდინარე შემეცნება ნათელს ჰფენს ამ საკითხებს (ფსალმუნი 118:105).

დამღუპველი განზრახვა

4. როგორ მიუთითა იესომ დამნაშავეზე, რომელიც პასუხისმგებელია კაცობრიობის სიკვდილზე?

4 დამნაშავე ცდილობს თავისი კვალის დაფარვას. ეს აგრეთვე შეესაბამება პიროვნებას, რომელიც პასუხისმგებელია ბოროტმოქმედებაზე, რამაც გამოიწვია მილიარდობით ადამიანის სიკვდილი. ის ისე მანევრირებდა მოვლენებით, რომ ადამიანის სიკვდილი გაუგებრობის ბინდში გახვია. იესო ქრისტემ მიუთითა ამ დამნაშავეზე, როდესაც უთხრა მათ, ვინც მის მოკვლას ცდილობდა: „თქვენი მამა არის ეშმაკი და მამათქვენის გულისთქმის შესრულება გწადიათ. ის კაცისმკვლელი იყო თავიდან და ჭეშმარიტებაში ვერ დადგა, რადგან არაა მასში ჭეშმარიტება“ (იოანე 8:31, 40, 44).

5. ა) როგორი საწყისი ჰქონდა პიროვნებას, რომელიც გახდა სატანა ეშმაკი? ბ) რას ნიშნავს სიტყვები „სატანა“ და „ეშმაკი“?

5 დიახ, ეშმაკი არის ბოროტი „კაცისმკვლელი“. ბიბლია ცხადყოფს, რომ ის რეალური პიროვნებაა და არა მხოლოდ ბოროტება ზოგიერთ ადამიანში (მათე 4:1–11). მიუხედავად იმისა, რომ შექმნილი იყო უმწიკვლო ანგელოზად, ის „ჭეშმარიტებაში ვერ დადგა“. როგორ მართებულად ეწოდება მას სატანა ეშმაკი! (გამოცხადება 12:9). დიახ, მას ეწოდება „სატანა“, ანუ „მოწინააღმდეგე“, იმიტომ რომ, განუდგა იეჰოვას და მის წინააღმდეგ წავიდა. ამ დამნაშავეს აგრეთვე ეწოდება „ეშმაკი“, რაც ნიშნავს „ცილისმწამებელს“, რადგან მან მკრეხელურად, სიცრუის შუქში წარადგინა ღმერთი.

6. რატომ აჯანყდა ეშმაკი ღმერთის წინააღმდეგ?

6 რამ აღძრა სატანა, აჯანყებულიყო ღმერთის წინააღმდეგ? სიხარბემ. მას ხარბად სწყუროდა იეჰოვასთვის განკუთვნილი თაყვანისცემა ადამიანებისგან თავად მიეღო. ეშმაკმა არ უკუაგდო თაყვანისცემის მიღების სურვილი, რომელიც სამართლიანად მხოლოდ შემოქმედს ეკუთვნოდა (შეადარე ეზეკიელი 28:12–19). ამის ნაცვლად, ანგელოზი, რომელიც გახდა სატანა, დიდხანს ატარებდა გულში მძლავრ სურვილს, სანამ ნაყოფი არ გამოიღო და არ შვა ცოდვა (იაკობი 1:14, 15).

7. ა) რა იწვევს ადამიანის სიკვდილს? ბ) რა არის ცოდვა?

7 ჩვენ დავადგინეთ დამნაშავე, რომლის დანაშაულმაც ადამიანთა სიკვდილი გამოიწვია. მაგრამ რა არის ადამიანთა სიკვდილის განსაკუთრებული მიზეზი? ბიბლია ლაპარაკობს: „სიკვდილის ნესტარია ცოდვა“ (1 კორინთელთა 15:56). და რა არის ცოდვა? ეს სიტყვა რომ გავიგოთ, მოდი, განვიხილოთ მისი მნიშვნელობა იმ ენებზე, რომლებზეც ბიბლია დაიწერა. ებრაული და ბერძნული ზმნები, რომლებიც ჩვეულებრივ ითარგმნება, როგორც „ცოდვა“, ნიშნავს „აცდენა“-ს იმ გაგებით, რომ ასცდე ან ვერ მიაღწიო მიზანს. რა მიზანს ასცდა ყოველი ჩვენგანი? ღმერთისადმი სრული მორჩილების მიზანს. მაგრამ როგორ შემოვიდა ცოდვა წუთისოფელში?

როგორ განხორციელდა განზრახვა

8. როგორ ცდილობდა ეშმაკი, მოეპოვებინა ადამიანების თაყვანისცემა?

8 სატანამ დეტალურად შეიმუშავა თავისი ჩანაფიქრი, რაც, მისი აზრით, იქამდე მიიყვანდა, რომ იბატონებდა მთელ კაცობრიობაზე და მიიღებდა მისგან თაყვანისცემას. მან გადაწყვიტა, ადამიანთა პირველი წყვილი, ადამი და ევა, ღმერთის წინააღმდეგ ცოდვისკენ აღეძრა. იეჰოვა ღმერთმა ჩვენს პირველ მშობლებს მისცა შემეცნება, რომელიც მიიყვანდა მარადიულ სიცოცხლემდე. მათ იცოდნენ, რომ მათი შემოქმედი კეთილი იყო, რადგან მან ედემის შესანიშნავ ბაღში მოათავსა ისინი. ადამმა განსაკუთრებით მაშინ იგრძნო ზეციერი მამის სიკეთე, როდესაც ღმერთმა დამხმარედ მისცა მშვენიერი მეუღლე (დაბადება 1:26, 29; 2:7–9, 18–23). ადამიანთა პირველი წყვილის სიცოცხლის ხანგრძლივობა დამოკიდებული იყო ღმერთისადმი მორჩილებაზე.

9. როგორი განკარგულება მისცა ღმერთმა პირველ ადამიანებს და რატომ იყო ეს გონივრული?

9 ღმერთმა უბრძანა ადამს: „ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში. მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებიო“ (დაბადება 2:16, 17). როგორც შემოქმედს, იეჰოვა ღმერთს ჰქონდა უფლება, ყველა თავისი ქმნილებისთვის დაედგინა მორალური ნორმები და განესაზღვრა, რა იყო კეთილი და რა — ბოროტი. მისი განკარგულება გონივრული იყო, რადგან ადამსა და ევას თავისუფლად შეეძლოთ ეჭამათ ნაყოფი ბაღის ყველა სხვა ხიდან. მისი კანონის მორჩილებით მათ შეეძლოთ თავიანთი მადლიერების გამოხატვა ღმერთის სამართლიანი ხელმძღვანელობისთვის, იმის მაგივრად, რომ სიამაყით დაედგინათ საკუთარი მორალური ნორმები.

10. ა) როგორ მიმართა სატანამ ადამიანს, რათა თავის მხარეზე გადაეყვანა? ბ) რა განზრახვები მიაწერა სატანამ ღმერთს? გ) რას ფიქრობ შენ სატანის ღმერთზე თავდასხმის შესახებ?

10 ეშმაკმა დაგეგმა, რომ ღმერთისგან ჩამოეცილებინა ადამიანთა პირველი წყვილი. რომ ეცდუნებინა ისინი, რათა მისი მხარე დაეჭირათ, სატანამ იცრუა. გველის გამოყენებით, როგორც მუცლით მეტყველი იყენებს თოჯინას, ეშმაკმა ჰკითხა ევას: „მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არცერთი ხის ნაყოფი არ შეჭამოთო?“ როდესაც ევამ ამცნო ღმერთის ბრძანება, სატანამ განაცხადა: „არ მოკვდებით“. შემდეგ მან ბოროტი განზრახვები მიაწერა ღმერთს, და თქვა: „იცის ღმერთმა, რომ როგორც კი შეჭამთ, თვალი აგეხილებათ და შეიქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი“ (დაბადება 3:1–5). ამით ეშმაკმა მიანიშნა, რომ ღმერთი უმალავდა რაღაცა კარგს. როგორი ცილისმწამებლური იერიში იყო მართალ, მოსიყვარულე ზეციერ მამაზე, იეჰოვაზე!

11. როგორ გახდნენ ადამი და ევა სატანის თანამონაწილენი?

11 ევა კვლავ შეჰყურებდა ხეს და მისი ნაყოფი ახლა განსაკუთრებით სასურველი ეჩვენებოდა. ამიტომ, მან აიღო ნაყოფი და შეჭამა. მოგვიანებით, მისი მეუღლე შეგნებულად შეუერთდა მას ღმერთისადმი დაუმორჩილებლობის ამ ცოდვით აღსავსე მოქმედებაში (დაბადება 3:6). მიუხედავად იმისა, რომ ევა მოტყუებული იყო, ორივემ, მანაც და ადამმაც, მხარი დაუჭირა ეშმაკის გეგმას, ემართა კაცობრიობა. საბოლოოდ, ისინი გახდნენ მისი თანამონაწილენი (რომაელთა 6:16; 1 ტიმოთე 2:14).

12. რა იყო ღმერთის წინააღმდეგ ადამიანების აჯანყების შედეგი?

12 ადამი და ევა პირისპირ შეხვდნენ საკუთარი მოქმედებების შედეგებს. ისინი არც ღმერთის მსგავსნი გახდნენ, და არც განსაკუთრებული ცოდნა შეიძინეს. ამის მაგივრად, მათ შერცხვათ და დაიმალნენ. იეჰოვამ პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა ადამს და გამოუტანა ასეთი განაჩენი: „პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი“ (დაბადება 3:19). ‘როგორც კი შეჭამეს’ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხიდან, ჩვენი მშობლები მსჯავრდადებული იყვნენ ღმერთის მიერ და მის თვალში მოკვდნენ. შემდეგ გამოგდებული იქნენ სამოთხიდან და დაიწყო მათი დაცემა ფიზიკურ სიკვდილამდე.

როგორ გავრცელდა ცოდვა და სიკვდილი

13. როგორ გავრცელდა ცოდვა მთელ კაცობრიობაზე?

13 თავისი გეგმის განხორციელებაში, რომ ადამიანებს მისთვის ეცათ თაყვანი, ეშმაკმა აშკარა წარმატებას მიაღწია. მაგრამ მან ვერ შეძლო თავისი თაყვანისმცემლებისთვის სიცოცხლის შენარჩუნება. როდესაც ცოდვამ გავლენის მოხდენა დაიწყო ადამიანთა პირველ წყვილზე, მათ არ შეეძლოთ სრულყოფილება გადაეცათ თავიანთი შთამომავლებისთვის. როგორც წარწერა ამოიკვეთება ქვაზე, ცოდვაც ღრმად ამოიკვეთა ჩვენი პირველი მშობლების გენებში. ასე რომ, მათ შეეძლოთ წარმოეშვათ მხოლოდ არასრულყოფილი შთამომავლობა. რადგან ყველა მათი ბავშვი ჩაისახა იმის შემდეგ, რაც ადამმა და ევამ შესცოდეს, მათმა შთამომავლობამ მემკვიდრეობით მიიღო ცოდვა და სიკვდილი (ფსალმუნი 50:7; რომაელთა 5:12).

14. ა) ვის დავემსგავსებით, თუ უარვყოფთ ცოდვას? ბ) რამ შეაგნებინა ისრაელებს თავიანთი ცოდვილი მდგომარეობა?

14 მაგრამ დღეს მრავალს არ სჯერა, რომ ცოდვილია. მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში, მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის შესახებ, უმეტესწილად, არაფერი იციან. მაგრამ ეს არ არის იმის მტკიცება, რომ ცოდვა არ არსებობს. სახედასვრილმა ბიჭუნამ შეიძლება განაცხადოს, რომ ის სუფთაა, მაგრამ თვალსაზრისს შეიცვლის მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სარკეში ჩაიხედავს. ძველი დროის ისრაელებიც ამ ბიჭუნას მსგავსი იყვნენ, როდესაც წინასწარმეტყველ მოსეს მეშვეობით მიიღეს ღმერთის კანონი. კანონმა ცხადყო ცოდვის არსებობა. „სხვანაირად არ შემიცვნია ცოდვა, თუ არა რჯულის მეოხებით“, — ხსნის მოციქული პავლე (რომაელთა 7:7–12). იმ ბიჭუნას მსგავსად, რომელიც სარკეში იყურება, ისრაელებს რჯულის საშუალებით შეეძლოთ მიმხვდარიყვნენ, რომ იეჰოვას თვალში უწმინდურები იყვნენ.

15. რისი დანახვა შეიძლება ღმერთის სიტყვის „სარკეში“ ჩახედვით?

15 ღმერთის სიტყვის „სარკეში“ ყურებით და მისი ნორმების გათვალისწინებით, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, რომ არასრულყოფილები ვართ (იაკობი 1:23–25). მაგალითად, ყურადღება მიაქციე, რა უთხრა იესო ქრისტემ მოწაფეებს ღმერთისა და მოყვასის მიმართ სიყვარულის შესახებ, როგორც ეს ჩაწერილია მათეს 22:37–40-ში. რა ხშირად აცდენილა კაცობრიობა მიზანს ამ საკითხებში! მრავალი არც კი გრძნობს სინდისის ქენჯნას, როცა არ ავლენს სიყვარულს ღმერთისა და მოყვასის მიმართ (ლუკა 10:29–37).

უფრთხილდი სატანის ხრიკებს!

16. რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ არ გავხდეთ ეშმაკის ხრიკების მსხვერპლი და რატომ არის ეს ძნელი?

16 სატანა ცდილობს, შეგნებულად ჩაგვადენინოს ცოდვა (1 იოანე 3:8). არის თუ არა რამე საშუალება, თავი ავარიდოთ იმას, რომ მისი ხრიკების მსხვერპლი არ გავხდეთ? დიახ, მაგრამ ეს მოითხოვს, რომ ვებრძოლოთ მიდრეკილებებს ცოდვისკენ. ეს არ არის ადვილი, რადგან ჩვენი თანდაყოლილი მიდრეკილება ცოდვისკენ ძალიან ძლიერია (ეფესელთა 2:3). პავლე ნამდვილ ბრძოლას ეწეოდა. რატომ? იმიტომ რომ, მასში ცოდვა იმყოფებოდა. თუ გვსურს ღმერთის მოწონება დავიმსახუროთ, ჩვენც უნდა ვებრძოლოთ ჩვენში არსებულ ცოდვილ მიდრეკილებებს (რომაელთა 7:14–24; 2 კორინთელთა 5:10).

17. ჩვენი ცოდვილი მიდრეკილებების წინააღმდეგ ბრძოლას რა ხდის უფრო ძნელს?

17 რადგან სატანა გამუდმებით ეძებს შესაძლებლობას, დაგვარღვევინოს ღმერთის კანონი, ჩვენი ბრძოლა ცოდვის წინააღმდეგ ადვილი არ არის (1 პეტრე 5:8). პავლემ უჩვენა, რომ ეს ეხებოდა ქრისტიანებს და თქვა: „ვშიშობ, რომ როგორც გველმა თავისი მზაკვრობით აცდუნა ევა, ასევე არ გაირყვნეს თქვენი აზროვნება და არ გარდახდეთ გულუბრყვილობასა და სიწმიდეს ქრისტეში“ (2 კორინთელთა 11:3). სატანა იმავე ტაქტიკას იყენებს დღესაც. ის ცდილობს, ეჭვის თესლი ჩათესოს იეჰოვას სიკეთისა და მისი განკარგულებებისადმი მორჩილების სარგებლიანობის შესახებ. ეშმაკი ცდილობს, გამოიყენოს ჩვენი თანდაყოლილი ცოდვილი მიდრეკილებები და უნდა, რომ მივყვეთ სიამაყის, სიხარბის, სიძულვილისა და ცრურწმენის გზას.

18. როგორ იყენებს ეშმაკი ქვეყნიერებას, რათა ხელი შეუწყოს ცოდვას?

18 ეშმაკის ერთ-ერთი საშუალება, რომელსაც ის ჩვენს წინააღმდეგ იყენებს, არის ქვეყნიერება, რომელიც მის ძალაუფლებაშია (1 იოანე 5:19). თუ ფრთხილად არ ვიქნებით, ქვეყნიერებაში ჩვენს ირგვლივ მყოფი გახრწნილი და არაკეთილსინდისიერი ადამიანები ზეგავლენას მოახდენენ, რომ გაგვხვიონ ცოდვაში, რომელიც არღვევს ღმერთის მორალურ ნორმებს (1 პეტრე 4:3–5). მრავალი ადამიანი უგულებელყოფს ღმერთის კანონებს და ყურადღებასაც კი არ აქცევს თავისი სინდისის ქენჯნას, რაც საბოლოოდ უგრძნობს ხდის მას (რომაელთა 2:14, 15; 1 ტიმოთე 4:1, 2). ზოგიერთი თანდათანობით ეჩვევა ისეთ ქცევას, რაზეც წინათ მისი განუსწავლელი სინდისიც კი არ დართავდა ნებას (რომაელთა 1:24–32; ეფესელთა 4:17–19).

19. რატომ არ არის საკმარისი მხოლოდ იცხოვრო სუფთა ცხოვრებით?

19 მორალურად სუფთა ცხოვრება დიდი მიღწევაა წუთისოფელში. მაგრამ იმისათვის, რომ ღმერთის მოსაწონი ვიყოთ, უფრო მეტი მოგვეთხოვება. აგრეთვე ჩვენ უნდა გვქონდეს მისადმი რწმენა და ვგრძნობდეთ მის წინაშე პასუხისმგებლობას (ებრაელთა 11:6). „ვინც სიკეთის ქმნა იცის და არ იქმს, ეს ცოდვად ეთვლება მას“ — დაწერა მოწაფე იაკობმა (იაკობი 4:17). დიახ, ღმერთისა და მისი ნორმების შეგნებულად უგულებელყოფა უკვე ცოდვაა.

20. როგორ ცდილობს სატანა ხელი შეგიშალოს, აკეთო ის, რაც სამართლიანია, მაგრამ რა დაგეხმარება გაუძლო ასეთ ზეგავლენას?

20 სავსებით შესაძლებელია, სატანა შეეცადოს, წინააღმდეგობა გაუწიოს შენს მისწრაფებას, რომ ბიბლიის შესწავლის საშუალებით შეიძინო ღვთის შემეცნება. გულწრფელად გვჯერა, შენ არ დაუშვებ, რომ ასეთმა ზემოქმედებამ ხელი შეგიშალოს სწორ მოქმედებაში (იოანე 16:2). თუმცა მრავალი მმართველი ავლენდა რწმენას იესოსადმი მისი მსახურების განმავლობაში, მაგრამ მათ არ აღიარეს ის, რადგან ეშინოდათ, საზოგადოებიდან არ მოეკვეთათ (იოანე 12:42, 43). სატანა დაუნდობლად ცდილობს, დააშინოს ნებისმიერი პიროვნება, რომელიც ეძებს ღვთის შემეცნებას. მაგრამ ყოველთვის უნდა გახსოვდეს და მადლიერებით იყო აღსავსე იმ შესანიშნავი საქმეებისთვის, რაც იეჰოვამ გააკეთა. შენ შესაძლებლობაც კი გექნება, დაეხმარო მოწინააღმდეგეებს, რომ მათაც დაეუფლოს მსგავსი მადლიერების გრძნობა.

21. როგორ შეგვიძლია დავძლიოთ წუთისოფელი და ჩვენი ცოდვილი მიდრეკილებები?

21 რადგან არასრულყოფილები ვართ, შევცოდავთ (1 იოანე 1:8). მაგრამ ამ ბრძოლაში დახმარება გვაქვს. დიახ, შესაძლებელია მივაღწიოთ გამარჯვებებს ჩვენს ბრძოლაში ბოროტ პიროვნებასთან, სატანა ეშმაკთან (რომაელთა 5:21). დედამიწაზე თავისი მსახურების დასრულებისას, იესომ ასეთი სიტყვებით გაამხნევა თავისი მიმდევრები: „წუთისოფელში ჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით. მე ვძლიე წუთისოფელს“ (იოანე 16:33). არასრულყოფილ ადამიანებსაც კი შეუძლიათ დასძლიონ წუთისოფელი ღმერთის დახმარებით. სატანა ვერ შეაკავებს მათ, ვინც მას ეწინააღმდეგება და ‘ემორჩილება ღმერთს’ (იაკობი 4:7; 1 იოანე 5:18). ჩვენ დავინახავთ, რომ ღმერთმა უზრუნველგვყო საშუალებით, რათა დაგვიხსნას სიკვდილისა და ცოდვის მონობისგან.

შეამოწმე შენი ცოდნა

ვინ არის სატანა ეშმაკი?

რატომ ბერდება და კვდება ადამიანი?

რა არის ცოდვა?

როგორ მიჰყავს ეშმაკს ადამიანები ღმერთის წინააღმდეგ განზრახ ცოდვამდე?

[მთელი 54 გვერდი დათმობილი აქვს სურათს]

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება