საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • my მოთხ. 83
  • იერუსალიმის გალავანი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იერუსალიმის გალავანი
  • ბიბლიური მოთხრობები
  • მსგავსი მასალა
  • იერუსალიმის გალავანი
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ნეემია“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
  • „სძლიე ბოროტებას სიკეთით“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
  • ბიბლიის წიგნი 16 — ნეემია
    „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“
იხილეთ მეტი
ბიბლიური მოთხრობები
my მოთხ. 83
ნეემია და დანარჩენი ისრაელები იერუსალიმის გალავანს აშენებენ

მოთხრობა 83

იერუსალიმის გალავანი

შეხედე, რას აკეთებენ ისრაელები. ისინი იერუსალიმის გალავანს აშენებენ. 152 წლის წინ მეფე ნაბუქოდონოსორმა დაიპყრო იერუსალიმი, დაანგრია გალავანი და გადაწვა კარიბჭეები. ბაბილონიდან დაბრუნებულმა ისრაელებმა ქალაქის გალავანი მალე ვერ აღადგინეს.

წარმოიდგინე, როგორ იგრძნობდა ხალხი თავს უგალავნო ქალაქში? ისინი უსაფრთხოდ არ იყვნენ, რადგან მტერს ადვილად შეეძლო დასხმოდა თავს. მაგრამ, როგორც სურათიდან ჩანს, ხალხს გალავნის აგებაში ნეემია დაეხმარა. იცი, ვინ იყო ნეემია?

ნეემია ებრაელი იყო და ქალაქ შუშანში ცხოვრობდა, სადაც მორდოქაი და ესთერი ცხოვრობდნენ. ის მეფის კარზე მსახურობდა, ამიტომ, შესაძლოა, მას მორდოქაისთან და დედოფალ ესთერთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. თუმცა ბიბლიაში არ არის ნათქვამი, რომ ნეემია ესთერის ქმარს, მეფე ახაშვეროშს ემსახურებოდა. ის შემდგომი მეფის, არტაქსერქსეს კარზე მსახურობდა.

ალბათ გახსოვს, არტაქსერქსე ის კეთილი მეფეა, რომელმაც ეზრას ბევრი ფული გაატანა იერუსალიმში იეჰოვას ტაძრის შესაკეთებლად. მაგრამ ეზრას ქალაქის გალავანი არ აღუდგენია. მოდი გავიგოთ, რატომ მოჰკიდა ნეემიამ ამ საქმეს ხელი.

მას შემდეგ, რაც არტაქსერქსემ ტაძრის შესაკეთებლად ეზრას ფული მისცა, 13 წელი გავიდა. ნეემია მეფე არტაქსერქსეს მერიქიფე იყო. ის აწვდიდა მეფეს ღვინოს და ამოწმებდა, რომ არავის მოეწამლა მეფე. ეს სერიოზული დავალება იყო.

ერთ დღეს ნეემიას თავისი ძმა ხანანი და სხვა კაცები ეწვივნენ ისრაელიდან. მათ უთხრეს, რომ ისრაელებს ძალიან უჭირდათ და იერუსალიმის გალავანი ისევ დანგრეული იყო. დამწუხრებულმა ნეემიამ ამის შესახებ იეჰოვას მიმართა ლოცვით.

ერთ დღეს მეფემ შენიშნა, რომ ნეემია დანაღვლიანებული იყო და ჰკითხა: ‘რატომ ხარ ასე მოწყენილი?’ ნეემიამ მიუგო, რომ მიზეზი იერუსალიმის სავალალო მდგომარეობა და მისი დანგრეული გალავანი იყო. ‘რა გინდა, რომ გააკეთო?’ — ჰკითხა მეფემ.

‘ნება მომეცი, რომ იერუსალიმში წავიდე და გალავანი აღვადგინო’, — სთხოვა ნეემიამ მეფეს. ამ კეთილმა მეფემ ნეემიას წასვლის ნება მისცა და სამშენებლო მასალაზეც იზრუნა. იერუსალიმში ჩასვლისთანავე ნეემიამ ხალხს თავისი გეგმები გააცნო. ხალხს მოეწონა ეს აზრი და თქვეს: ‘დავიწყოთ მშენებლობა’.

ზოგი ისრაელი გალავანს აშენებს, ზოგი კი საგუშაგოზე დგას

ისრაელის მტრებმა დაინახეს, რომ გალავნის აღდგენა წინ მიიწევდა და თქვეს: ‘წავიდეთ, დავხოცოთ ისინი და შევაჩეროთ მშენებლობა’. როცა ნეემიამ ეს შეიტყო, მშენებლებს მახვილები და შუბები მისცა და უთხრა: ‘მტრის ნუ შეგეშინდებათ. იბრძოლეთ თქვენი ძმებისთვის, თქვენი შვილებისთვის, თქვენი ცოლებისა და თქვენი სახლებისთვის’.

ხალხს არაფრის ეშინოდა. ისინი დღედაღამ იარაღს ატარებდნენ და შენებას განაგრძობდნენ. მათ სულ რაღაც 52 დღეში დაასრულეს გალავნის მშენებლობა. ხალხი უკვე უსაფრთხოდ გრძნობდა თავს. ნეემია და ეზრა ხალხს ღვთის კანონს ასწავლიდნენ, რაც ხალხს სიხარულს ჰგვრიდა.

თუმცა ისრაელების მდგომარეობა მაინც არ იყო ისეთი, როგორიც ბაბილონის ტყვეობამდე. ქვეყანა სპარსეთის მეფეს ემორჩილებოდა. მაგრამ იეჰოვა დაჰპირდა თავის ხალხს, რომ ახალ მეფეს დაუნიშნავდა, რომელიც მშვიდობას მოუტანდა მათ. ვინ იქნებოდა ეს მეფე და როგორ დაამყარებდა ის დედამიწაზე მშვიდობას? ეს მხოლოდ 450 წლის შემდეგ გახდა ცხადი, როცა არაჩვეულებრივი ბავშვი დაიბადა. ამის შესახებ მომდევნო მოთხრობებიდან გავიგებთ.

ნეემია, თავები 1—6.

კითხვები

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება