საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • my მოთხ. 85
  • იესო ბოსელში დაიბადა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იესო ბოსელში დაიბადა
  • ბიბლიური მოთხრობები
  • მსგავსი მასალა
  • „ეს არის ჩემი ძე“
    ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან
  • სად და როდის იბადება იესო
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
  • ანგელოზები იესოს დაბადებას აცხადებენ
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • ვინ არის იესო ქრისტე დღეს?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2013
იხილეთ მეტი
ბიბლიური მოთხრობები
my მოთხ. 85
იოსები, მარიამი და ბაგაში მწოლიარე იესო

მოთხრობა 85

იესო ბოსელში დაიბადა

იცი, ვინ არის ეს პატარა? მართალია, იესოა. ის ბოსელში დაიბადა. ბოსელი ცხოველების სადგომია. მარიამმა იესო ბაგაში ჩააწვინა. ეს ის ადგილია, სადაც ცხოველებს საჭმელს უყრიან. მაგრამ რატომ არიან მარიამი და იოსები ცხოველების სადგომში? იქ ხომ ბავშვის გაჩენა არ შეიძლება!

მაშ, რატომ იყვნენ ისინი ბოსელში? რომის მმართველმა, კეისარმა ავგუსტუსმა ბრძანება გამოსცა, რომ აღწერის გამო ყველა იმ ქალაქში წასულიყო, სადაც დაიბადნენ. იოსები ბეთლემში იყო დაბადებული. მაგრამ იოსებმა და მარიამმა იქ ღამის გასათევი ვერ იპოვეს. ამიტომ ბოსელს შეაფარეს თავი. სწორედ ამ დღეს ეყოლა მარიამს იესო! მაგრამ, როგორც სურათზე ხედავ, ბავშვი კარგად არის.

მწყემსები ბეთლემში იესოს სანახავად მივიდნენ

შეხედე სურათს, მწყემსები იესოს სანახავად მივიდნენ. ღამით ისინი მინდორში ფარას დარაჯობდნენ, როცა იქაურობა განათდა. ეს ანგელოზი იყო. მწყემსებს ძალიან შეეშინდათ. ანგელოზმა დაამშვიდა ისინი: ‘ნუ გეშინიათ, კარგი ამბავი უნდა გითხრათ. დღეს ბეთლემში უფალი ქრისტე დაიბადა. ის გადაარჩენს ხალხს! ჩვილს სახვევებში გახვეულსა და ბაგაში მწოლიარეს იპოვით’. უეცრად გამოჩნდა უამრავი ანგელოზი, რომლებიც ღმერთს განადიდებდნენ. მწყემსები მაშინვე გაეშურნენ იესოს სანახავად და იპოვეს კიდეც ის.

იცი, რატომ არის იესო განსაკუთრებული? იცი, სინამდვილეში ვინ არის ის? გახსოვს, ამ წიგნის პირველ მოთხრობაში ღვთის პირველ ძეზე ვისაუბრეთ. ის იეჰოვასთან ერთად ქმნიდა ზეცას, დედამიწასა და ყოველივეს. ახლა შენ უკვე იცი, ვინ არის იესო.

იეჰოვამ იესოს სიცოცხლე ზეციდან მარიამის საშვილოსნოში გადაიტანა. თუმცა ის ღვთის ძე იყო, მისი განვითარება სწორედ ისე მიმდინარეობდა, როგორც ეს სხვა ჩვეულებრივი ბავშვის შემთხვევაში ხდება. ბოლოს იესო ბეთლემში დაიბადა. ხვდები, რატომ უხაროდა ანგელოზს, როცა ხალხს იესოს დაბადების შესახებ აუწყებდა?

ლუკა 2:1—20.

კითხვები

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება