განმეორებითი მონახულებებით დაეხმარე ადამიანებს
1 კარდაკარ მსახურებისას დაინტერესებული ადამიანების ძებნა მოწმობს შენს სურვილზე, შესაძლებლობა მისცე მათ, მოისმინონ ცნობა სამეფოს შესახებ. ამიტომ არ დაგავიწყდეს, კვლავ მოინახულო ადამიანები, რომლებსაც დეკემბერში დაუტოვე ლიტერატურა, — ეს მზრუნველობის გამოსამჟღავნებლად მშვენიერი შესაძლებლობაა.
2 თუ საუბრობდი ღვთის სამეფოზე, შეეცადე საუბრის შემდეგნაირად გაგრძელებას: «წინა შეხვედრისას ჩვენ ვისაუბრეთ ღვთის სამეფოზე და იმაზე, თუ რას გააკეთებს ის ჩვენთვის. ეს სამეფო დედამიწას მალე გადააქცევს სამოთხედ. რამდენადაც სამოთხე არასდროს გვინახავს ადრე, შეიძლება, ძნელია, წარმოვიდგინოთ ის. მაგალითად, ის შეიძლება გამოიყურებოდეს ასე [ყურადღება გაამახვილე 115-ე მოთხრობაში მოცემულ ილუსტრაციაზე]. ბიბლია ასეთ სამოთხეს გვპირდება». ამოიკითხე ფსალმუნის 71:7. თუ დაინტერესდა, ყურადღება გაამახვილე 116-ე მოთხრობაზე და ხაზი გაუსვი, რა უნდა გავაკეთოთ, თუ გვსურს ვიცხოვროთ მომავალ სამოთხეში.
3 აი, რა შეგიძლია უთხრა იმ ადამიანს, რომელსაც წინა შეხვედრისას დაუტოვე პუბლიკაცია „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“: «ყველას გვსურს, ვიყოთ ბედნიერები. მაგრამ მრავალი თვლის, რომ ნამდვილი ბედნიერება შეუძლებელია ამ ქვეყნიერებაზე. რას ფიქრობთ თქვენ ამის თაობაზე? [ადროვე, გიპასუხოს]. უნდა აღინიშნოს, რომ ბედნიერება — ეს არის გონების გარკვეული განწყობილება. თუ ჩვენს გონებას ვავსებთ ადამიანებისადმი სიყვარულით, ღვთისადმი პატივისცემითა და მომავლისადმი იმედით, მაშინ, მიუხედავად ყველა ჩვენი პრობლემისა, ნამდვილ ბედნიერებას ვიგრძნობთ». ამოიკითხე ფსალმუნის 118:1, 2. აუხსენი, რომ ბიბლიის შესწავლით ჩვენ ვსწავლობთ სხვების სიყვარულს, ღვთისადმი პატივისცემის გამოვლენას და აგრეთვე გვეხმარება, რომ შევიძინოთ დამამშვიდებელი იმედი მომავალზე.
4 იმ ადამიანის მონახულებისას, რომელსაც დაუტოვე პუბლიკაცია „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“, შეგიძლია გამოიყენო ასეთი მოკლე შეთავაზება: «მსოფლიო ლიდერებს დღეს არ შეუძლიათ მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტირება. ეს შეუძლია მხოლოდ იეჰოვა ღმერთს. ბიბლია გვიხსნის, თუ რა მოითხოვება ჩვენგან [განიხილე აზრები 114-ე მოთხრობიდან და შემდეგ ამოიკითხე ესაიას 26:4]. მე მსურდა, ამეხსნა, თუ როგორ შეგიძლიათ სარგებლობის მიღება ამ წიგნიდან».
5 იმ ადამიანის მონახულებისას, რომელსაც დაუტოვე ბროშურა „ნამდვილად ზრუნავს თუ არა ღმერთი ჩვენზე?“, შენ შეგიძლია გამოიყენო შემდეგი შეთავაზება: «წინა შეხვედრისას თქვენ დაგიტოვეთ ეს ბროშურა; მასში დასმულია მნიშვნელოვანი შეკითხვა: „ნამდვილად ზრუნავს თუ არა ღმერთი ჩვენზე?“ რა დასკვნამდე მიხვედით მისი გადახედვის შემდეგ? [ადროვე, გიპასუხოს]. ალბათ, თქვენთვის საინტერესო იყო, ამოგეკითხათ ბიბლიური მუხლები, რომლებიც გვპირდება სამოთხის ახალ ქვეყნიერებას, რომელშიც შევძლებთ თანხმობაში ცხოვრებას [უჩვენე მე-2 და მე-3 გვერდებზე მოცემული ილუსტრაციები და ყურადღება გაამახვილე მათზე გამოსახულ ახალი ქვეყნიერების ზოგ თავისებურებაზე]. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ და თქვენი ახლობლები ისურვებდით ასეთ ქვეყნიერებაში ცხოვრებას. შეხედეთ, თუ ამის თაობაზე რა წერია მე-16 აბზაცში, 31-ე გვერდზე». ამოიკითხე ეს აბზაცი და ხაზი გაუსვი, რომ უფლის ძებნა ნიშნავს უფრო მეტის გაგებას მასზე და მის განზრახვებზე, მისი სიტყვის, ბიბლიის, შესწავლით.
6 როგორც მოსიყვარულე მწყემსი თავის ცხვრებზე ზრუნვით, იეჰოვა სრულყოფილ მაგალითს გვაძლევს (ეზეკ. 34:11–14). გულწრფელი მცდელობები, მივბაძოთ ღვთის მოსიყვარულე მზრუნველობას, ახარებს მას, მოწმობს ჩვენს სიყვარულზე და ემსახურება სხვებს სასიკეთოდ.