ყოველგვარი ადამიანი გადარჩება
1 იეჰოვას ნებავს, „რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას“ (1 ტიმ. 2:4). თუმცა, ადამიანები გარკვეულწილად რაღაც ზეგავლენაში იმყოფებიან შთამომავლობის, წარმოშობისა და გარემოცვის გამო, მათ მაინც აქვთ თავისუფალი ნება და პირადად შეუძლიათ აირჩიონ თუ თავიანთი სიცოცხლე როგორ გამოიყენონ. მათ შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც კარგია და იცოცხლონ, ან — ცუდი და დაიღუპონ (მათ. 7:13, 14). როგორ მოქმედებს ეს გაგება ჩვენს დამოკიდებულებაზე იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც სამეფოს შესახებ კეთილ ცნობას ვაუწყებთ?
2 არ უნდა ვიფიქროთ, რომ პიროვნების ინტერესი ჭეშმარიტებისადმი განისაზღვრება ნაციონალური ან კულტურული წარმოშობით, ან სოციალური მდგომარეობით. ჭეშმარიტებამ შეიძლება მიიზიდოს როგორც უბრალო, ასევე უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები, პოლიტიკაში ჩაბმული ადამიანები და პროფესიონალები, ათეისტები, აგნოსტიკოსები და ცნობილი ბოროტმოქმედები. ყოველგვარი წარსულისა და სოციალური მდგომარეობის მქონე მრავალმა ადამიანმა შეცვალა თავისი წარსული ქცევა და ახლა ელოდებიან, მიიღონ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრების ჯილდო (იგავ. 11:19). ამიტომ არ უნდა ვმერყეობდეთ, ნებისმიერი მდგომარეობის მქონე ადამიანს ვაუწყოთ ცნობა სამეფოს შესახებ.
3 განიხილე შემდეგი მაგალითები: კაცმა განიზრახა მამინაცვლის მოკვლა, მაგრამ არ გააკეთა. მოგვიანებით თვითმკვლელობა გადაწყვიტა, მაგრამ ვერ შეძლო. მას შემდეგ, რაც დააპატიმრეს ქურდობისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის საფუძველზე, მისი ქორწინება დაინგრა. დღეს ეს პიროვნება პატიოსანი შრომით ცხოვრობს და ხარობს ბედნიერი ქორწინებით და აგრეთვე მამინაცვალთან მშვენიერი ურთიერთობით. რამ გამოიწვია ასეთი სხვაობა? მან ბიბლია იეჰოვას მოწმეებთან შეისწავლა და ნასწავლი ცხოვრებაში გამოიყენა. იეჰოვა არ თვლიდა, რომ ის გამოსყიდული არ იქნებოდა.
4 ახალგაზრდა ქალს სატელევიზიო მსახიობად ყოფნის დიდებამ არ მოუტანა ბედნიერება. მაგრამ იეჰოვას მოწმეების კარგი ზნეობრივი ქცევის შთაბეჭდილების შედეგად მან დაიწყო ბიბლიის შესწავლა და მალევე დაიწყო სხვების დახმარება სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის სწავლაში. ყველგან, სადაც კი მიდიოდა კარდაკარ, მას ცნობდნენ, მაგრამ ის სიხარულით უხსნიდა, რომ სურდა ცნობილი ყოფილიყო არა როგორც მსახიობი, არამედ როგორც იეჰოვას მოწმე.
5 როდესაც მოწმე შეუთანხმდა ერთ-ერთ პიროვნებას ბიბლიის შესწავლაზე, რომელიც ჟურნალ „საგუშაგო კოშკს“ ღებულობდა, ამის შესახებ მეზობელმა გაიგო და შესწავლას დაესწრო. მეზობელმა უმალ ამოიცნო ჭეშმარიტება, რომელსაც ის ეძებდა! მან და მისმა ქმარმა გააუქმეს განაცხადი გაყრის თაობაზე, რომელიც ძალაში იყო შესული და დაიბრუნეს მშვიდობა. ის ღრმად იყო ჩაბმული ასტროლოგიაში და დაკავშირებული იყო სპირიტულ კულტთან, მაგრამ მზადყოფნით გადაყარა ძვირად ღირებული წიგნები და ყოველივე, რაც დემონიზმთან იყო დაკავშირებული. მალე დაიწყო შეხვედრებზე დასწრება და ნათესავებთან და ამხანაგებთან საუბარი ახლად შეძენილი რწმენის თაობაზე. ახლა ის ენთუზიაზმით უმოწმებს სხვებს.
6 არავინ უნდა განვსაჯოთ წინასწარ. პირიქით, მოდით გულმოდგინედ გავუზიაროთ კეთილი ცნობა ადამიანებს ყველგან. ყოველგვარი მიზეზი გვაქვს დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა, რომელიც „გულს ხედავს“, გახდება ‘ყოველი კაცის მხსნელი’ (1 მეფ. 16:7; 1 ტიმ. 4:10, სსგ).