საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • kl თ. 16 გვ. 150-159
  • როგორ შეგიძლია ღმერთთან მიახლოება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • როგორ შეგიძლია ღმერთთან მიახლოება
  • მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • რატომ უნდა მივუახლოვდეთ ღმერთს
  • მოთხოვნები ღმერთთან მისაახლოებლად
  • ღმერთთან საუბრის შესაძლებლობები
  • ლოცვები, რომლებსაც იეჰოვა ისმენს
  • მდგრადი იყავი ლოცვაში
  • იეჰოვა ღმერთთან ურთიერთობა არ არის ცალმხრივი
  • დაუახლოვდი ღმერთს ლოცვის მეშვეობით
    რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?
  • როგორ შეგვიძლია დახმარების მიღება ლოცვის საშუალებით
    შენ შეგიძლია იცხოვრო მარადიულად სამოთხეში დედამიწაზე
  • „აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
  • დაუახლოვდით ღმერთს ლოცვის მეშვეობით
    იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
იხილეთ მეტი
მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება
kl თ. 16 გვ. 150-159

თავი 16

როგორ შეგიძლია ღმერთთან მიახლოება

1. როგორი აშკარა მსგავსებებია მრავალ რელიგიაში?

ტურისტი, რომელიც ეწვია აღმოსავლურ ქვეყანას, გაოცებული იყო რელიგიური რიტუალებით, რომლებსაც თვალს ადევნებდა ბუდისტურ ტაძარში. მიუხედავად იმისა, რომ გამოსახულებები მარიამისა და ქრისტეს გამოსახულებების მსგავსი არ იყო, მრავალი რიტუალი წააგავდა იმ რიტუალებს, რომლებსაც ეკლესია ატარებდა მის ქვეყანაში. მაგალითად, მან შეამჩნია კრიალოსნების გამოყენება და ლოცვების გალობით შესრულება. ასეთი მსგავსებები სხვებმაც აღმოაჩინეს. აღმოსავლეთში თუ დასავლეთში, გზები, რომლებითაც თავგამოდებული მორწმუნეები ცდილობენ, მიუახლოვდნენ ღმერთს ან თაყვანისცემის საგნებს, საოცრად მსგავსია.

2. როგორ არის აღწერილი ლოცვა და რატომ ლოცულობს მრავალი ადამიანი?

2 მრავალი ღმერთთან მიახლოებას ცდილობს, განსაკუთრებით, მისადმი ლოცვით. „ბრიტანეთის ახალ ენციკლოპედიაში“ (The New Encyclopædia Britannica) ლოცვა აღწერილია, როგორც „ადამიანის კომუნიკაცია წმინდასთან — ღმერთთან, ღმერთებთან, ტრანსცენდენტალურ სამყაროსთან ან ზებუნებრივ ძალებთან“. მაგრამ მრავალი, როდესაც ლოცვით უახლოვდება ღმერთს, მხოლოდ იმაზე ფიქრობს, თუ რა სარგებელი შეიძლება მიიღოს აქედან. მაგალითად, ერთხელ მამაკაცმა ჰკითხა ერთ-ერთ იეჰოვას მოწმეს: „თუ შენ ჩემთვის ილოცებ, გადაწყდება თუ არა პრობლემები, რომლებიც მე მაქვს ოჯახში, სამსახურში ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებით?“ ცხადია, ის მამაკაცი ასე ფიქრობდა, მაგრამ მრავალი ლოცულობს და ხედავს, რომ მათი პრობლემები პრობლემებად რჩება. ამიტომ, ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა: „მაშ, რატომ უნდა მივუახლოვდეთ ღმერთს?“

რატომ უნდა მივუახლოვდეთ ღმერთს

3. ვისკენ უნდა იყოს მიმართული ჩვენი ლოცვები და რატომ?

3 ლოცვა არ არის მნიშვნელობას მოკლებული რიტუალი, არც ის საშუალება, რითაც რამეს იძენენ. ღმერთთან მიახლოების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ახლო ურთიერთობა გქონდეს მასთან. ამიტომ ჩვენი ლოცვები მიმართული უნდა იყოს იეჰოვა ღმერთისკენ. „ახლოა უფალი [იეჰოვა, აქ] ყველა მის მლოცველთან“, — თქვა ფსალმუნმომღერალმა დავითმა (ფსალმუნი 144:18). იეჰოვა გვიწვევს, დავამყაროთ მასთან მშვიდობიანი ურთიერთობა (ესაია 1:18). ვინც ეხმაურება ამ მიწვევას, ეთანხმება ფსალმუნმომღერალს, რომელმაც თქვა: „ხოლო ჩემთვის სასიკეთოა ღმერთთან მიახლოება“. რატომ? იმიტომ რომ, ვინც უახლოვდება იეჰოვა ღმერთს, დატკბება ჭეშმარიტი ბედნიერებითა და სულიერი სიმშვიდით (ფსალმუნი 72:28).

4, 5. ა) რატომ არის მნიშვნელოვანი, თხოვნით მიმართო ღმერთს? ბ) როგორი ურთიერთობა შეგვიძლია განვავითაროთ ღმერთთან ლოცვის მეშვეობით?

4 რატომ ვთხოვთ ღმერთს დახმარებას, თუ მან ‘იცის, რა გვიჭირს ჩვენ, ვიდრე ვთხოვდეთ’? (მათე 6:8; ფსალმუნი 138:4). ლოცვა უჩვენებს, რომ გვაქვს ღმერთისადმი რწმენა და შევყურებთ მას, როგორც ‘ყველა კეთილი საბოძვარისა და ყველა სრულყოფილი ნიჭის’ წყაროს (იაკობი 1:17; ებრაელთა 11:6). იეჰოვას სიამოვნებს ჩვენი ლოცვები (იგავნი 15:8). ის მოხარულია, მოისმინოს ჩვენგან მადლიერებისა და განდიდების მნიშვნელობით აღსავსე გამონათქვამები იმის მსგავსად, როგორც მამას უხარია, მოისმინოს თავისი პატარა ბავშვისგან მადლიერების წრფელი სიტყვები (ფსალმუნი 118:108). სადაც არის კარგი მამა-შვილური დამოკიდებულება, იქ თბილი ურთიერთობა სუფევს. ბავშვს, რომელიც უყვართ, სურს, ელაპარაკოს მამას. იგივეა მართებული, როდესაც ეს ეხება ჩვენს ურთიერთობას ღმერთთან. თუ სინამდვილეში ვართ იმის მადლიერები, რასაც ვსწავლობთ იეჰოვას შესახებ და იმ სიყვარულის შესახებ, რომელიც მან გამოავლინა ჩვენთვის, ძლიერი სურვილი გვექნება, გამოვხატოთ ეს მისადმი ლოცვაში (1 იოანე 4:16–18).

5 როდესაც უზენაეს ღმერთს ვუახლოვდებით, მოკრძალებული უნდა ვიყოთ, თუმცა არ არის საჭირო გადაჭარბებულად ვინერვიულოთ ზუსტი სიტყვების შერჩევისთვის (ებრაელთა 4:16). ჩვენ ყოველთვის გვაქვს მისასვლელი იეჰოვასთან. და რამდენად დიდი უპირატესობაა, რომ შეგვიძლია ‘გული გადმოვუღვაროთ’ ღმერთს ლოცვაში! (ფსალმუნი 61:9). იეჰოვასადმი მადლიერებას მიჰყავს მასთან თბილ ურთიერთობამდე, იმის მსგავს ურთიერთობამდე, რომლითაც ერთგული მამაკაცი აბრაამი ტკბებოდა, როგორც ღმერთის მეგობარი (იაკობი 2:23). მაგრამ, როდესაც სამყაროს უზენაეს უფალს ლოცვით მივმართავთ, ჩვენ უნდა დავემორჩილოთ მის მოთხოვნებს, რომ მივუახლოვდეთ მას.

მოთხოვნები ღმერთთან მისაახლოებლად

6, 7. თუმცა ღმერთი არ მოითხოვს საფასურს, რომ მოისმინოს ჩვენი ლოცვები, რას მოითხოვს, როდესაც ვლოცულობთ?

6 საჭიროა თუ არა ფული ღმერთთან მისაახლოებლად? მრავალი ადამიანი ფულს უხდის მღვდლებს, რათა მათთვის ილოცონ. ზოგიერთს კი სწამს, რომ მათი ლოცვები იმისდა მიხედვით იქნება შესმენილი, თუ რამდენი თანხა შესწირეს. მაგრამ ღმერთის სიტყვა არ ამბობს, რომ იეჰოვასთან ლოცვით მისაახლოებლად ჩვენგან ფულადი შესაწირი მოითხოვება. მასთან ლოცვით ურთიერთობისთვის მისი სულიერი ღონისძიებები და კურთხევები ხელმისაწვდომია საფასურის გარეშე (ესაია 55:1, 2).

7 მაშინ, რა მოგვეთხოვება? ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნა არის გულის სწორი მოტივები (მეორე ნეშტთა 6:29, 30; იგავნი 15:11). ჩვენს გულში უნდა გამოვამჟღავნოთ რწმენა იეჰოვა ღმერთისადმი, როგორც ‘ლოცვის მომსმენისადმი’ და იმ პიროვნებისადმი, რომელიც „თავის მაძიებელს სანაცვლოს მიაგებს“ (ფსალმუნი 64:3; ებრაელთა 11:6). ჩვენ აგრეთვე გულით თავმდაბლები უნდა ვიყოთ (მეოთხე მეფეთა 22:19; ფსალმუნი 50:19). ერთ-ერთ თავის იგავში იესო ქრისტემ უჩვენა, რომ როდესაც ღმერთს ლოცვით მიუახლოვდა მოკრძალებული მებაჟე თავმდაბალი გულით, ის უფრო გამართლებული იყო, ვიდრე ქედმაღალი ფარისეველი (ლუკა 18:10–14). რადგან ღმერთს ვუახლოვდებით ლოცვაში, მოდი, გვახსოვდეს, რომ „ყველა გულზვიადი სიბილწეა უფლის წინაშე“ (იგავნი 16:5).

8. რისგან უნდა განვიწმინდოთ, თუ გვსურს მივიღოთ ღმერთის პასუხი ჩვენს ლოცვებზე?

8 თუ გვსურს, რომ ღმერთმა გვიპასუხოს ლოცვებზე, უნდა განვიწმინდოთ ცოდვილი ქცევებისგან. როდესაც მოწაფე იაკობი აღძრავდა სხვებს, მიახლოებოდნენ ღმერთს, მან დაუმატა: „დაიბანეთ ხელები, ცოდვილნო, განიწმიდეთ გულები, ორჭოფნო“ (იაკობი 4:8). ბოროტმოქმედებსაც კი შეუძლიათ ჰქონდეთ მშვიდობიანი ურთიერთობა იეჰოვასთან, თუ ისინი მოინანიებენ და მიატოვებენ თავიანთი ცხოვრების წარსულ გზას (იგავნი 28:13). იეჰოვა არ მოგვისმენს, თუ მხოლოდ მოვაჩვენებთ, რომ გავწმინდეთ ჩვენი გზები. „ღვთის თვალები მიპყრობილია მართალთა მიმართ, ყურები კი — მათი ვედრების მიმართ, ხოლო ღვთის სახე ბოროტმოქმედთა წინააღმდეგაა“, — ამბობს ღმერთის სიტყვა (1 პეტრე 3:12).

9. ვისი მეშვეობით უნდა მივუახლოვდეთ იეჰოვას და რატომ?

9 ბიბლია გვატყობინებს: „არ იპოვება ქვეყნად მართალი კაცი, რომელიც იქმოდეს კეთილ საქმეს და არ სცოდავდეს“ (ეკლესიასტე 7:20). ამიტომ, შეიძლება იკითხო: „მაშინ, როგორღა შეგვიძლია მივუახლოვდეთ იეჰოვა ღმერთს?“ ბიბლია გვპასუხობს: „თუ ვინმე შესცოდავს, გვყავს შუამდგომელი მამის წინაშე, მართალი იესო ქრისტე“ (1 იოანე 2:1). მიუხედავად იმისა, რომ ცოდვილები ვართ, შეგვიძლია თავისუფლად მივუახლოვდეთ ღმერთს იესო ქრისტეს მეშვეობით, რომელიც ჩვენთვის მოკვდა, როგორც გამოსასყიდი (მათე 20:28). ის არის ღმერთთან მიახლოების ერთადერთი საშუალება (იოანე 14:6). ჩვენ ჩვეულებრივად არ უნდა ჩავთვალოთ იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის ფასი და განზრახ ჩავიდინოთ ცოდვები (ებრაელთა 10:26). მაგრამ თუ მთელი ძალისხმევით ვცდილობთ, თავი შევიკავოთ ცუდისგან და დროდადრო მაინც ვცოდავთ, შეგვიძლია მოვინანიოთ და ვთხოვოთ ღმერთს პატიება. როდესაც მივუახლოვდებით ღმერთს მოდრეკილი გულით, ის მოგვისმენს (ლუკა 11:4).

ღმერთთან საუბრის შესაძლებლობები

10. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს ლოცვაში და რომელია პირადი ლოცვის ზოგიერთი შესაძლებლობა?

10 იესო ქრისტე უაღრესად აფასებდა იეჰოვა ღმერთთან ურთიერთობას. ამიტომაც, იესო გამოყოფდა დროს, რომ ესაუბრა ღმერთთან პირად ლოცვაში (მარკოზი 1:35; ლუკა 22:40–46). ჩვენ კარგად ვმოქმედებთ, თუ ვბაძავთ იესოს მაგალითს და რეგულარულად მივმართავთ ღმერთს ლოცვით (რომაელთა 12:12). კარგია, დღის დასაწყისშივე მივმართოთ ღმერთს ლოცვით და როდესაც დასაძინებლად მივდივართ, შეგვიძლია სათანადოდ მადლობა გადავუხადოთ იეჰოვას განვლილი დღის საქმიანობასთან დაკავშირებით. დღის განმავლობაში განსაზღვრე, რომ „ყოველ ჟამს“ მიუახლოვდე ღმერთს (ეფესელთა 6:18). ჩვენ შეგვიძლია ვილოცოთ ჩუმად, ჩვენს გულში, რადგან ვიცით, რომ იეჰოვას შეუძლია ჩვენი მოსმენა. ღმერთთან განმარტოებით საუბარი გვეხმარება, განვამტკიცოთ მასთან ურთიერთობა და იეჰოვასადმი ყოველდღიურად ლოცვა გვეხმარება, უფრო მივუახლოვდეთ მას.

11. ა) რატომ უნდა ილოცოს ოჯახმა ერთად? ბ) რას ნიშნავს, როდესაც ლოცვის დასასრულისას ამბობ „ამინ“-ს?

11 იეჰოვა აგრეთვე ისმენს ლოცვებს, რომლებიც მიმართულია მისკენ ადამიანთა ჯგუფის სახელით (მესამე მეფეთა 8:22–53). ჩვენ შეგვიძლია მივუახლოვდეთ ღმერთს, როგორც ოჯახი, ოჯახის უფროსის ლოცვით. ეს განამტკიცებს ოჯახურ კვანძებს და იეჰოვა რეალურ პიროვნებად ხდება ოჯახის ახალგაზრდა წევრებისთვის, რადგან ისინი ისმენენ, რომ მათი მშობლები თავმდაბლურად მიმართავენ ღმერთს ლოცვით. რა შეიძლება ითქვას, როდესაც ვინმე ჯგუფის სახელით ლოცულობს, შესაძლოა, იეჰოვას მოწმეების კრებაზე? თუ აუდიტორიაში ვიმყოფებით, მოდი, ყურადღებით მოვისმინოთ, რომ ლოცვის დამთავრებისას შეგვეძლოს მთელი გულიდან გამომდინარე ვთქვათ „ამინ“, რაც ნიშნავს „დაე, იყოს ასე“ (1 კორინთელთა 14:16).

ლოცვები, რომლებსაც იეჰოვა ისმენს

12. ა) რატომ არ პასუხობს ღმერთი ზოგიერთ ლოცვებზე? ბ) როდესაც ვლოცულობთ, რატომ არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება მხოლოდ პირად მოთხოვნილებებზე?

12 შესაძლოა, ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ღმერთი არ პასუხობს მის ლოცვებზე, მიუხედავად იმისა, რომ მიმართავს მას იესო ქრისტეს სახელით. მაგრამ მოციქულმა იოანემ თქვა: „როცა რამეს ვთხოვთ მისი ნებისამებრ, იგი გვისმენს“ (1 იოანე 5:14). ამიტომ, უნდა ვთხოვოთ მისი ნების შესაბამისად. რადგან ის დაინტერესებულია ჩვენი სულიერი კეთილდღეობით, ყველაფერი, რაც ჩვენს სულიერობაზე ზეგავლენას ახდენს, ლოცვის სათანადო საკითხია. ჩვენ არ უნდა ჩავვარდეთ ცდუნებაში, რომ მხოლოდ ფიზიკურ მოთხოვნილებებზე გავამახვილოთ ჩვენი ყურადღება. მაგალითად, თუმცა სათანადოა, ილოცო გონიერებასა და ვაჟკაცობაზე, რომ გაუმკლავდე ავადმყოფობას, მაგრამ დარდმა ჯანმრთელობის შესახებ არ უნდა დაჩრდილოს სულიერი ინტერესები (ფსალმუნი 40:2–4). როდესაც მიხვდა, რომ მეტისმეტად იყო დანაღვლიანებული თავისი ჯანმრთელობის გამო, ერთ-ერთი ქრისტიანი ქალი ევედრებოდა იეჰოვას, დახმარებოდა, სათანადო თვალსაზრისი ჰქონოდა ავადმყოფობაზე. შედეგად, მისი პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მცირემნიშვნელოვან საკითხად იქცა და მან იგრძნო, რომ მიეცა „აღმატებული ძლიერება“ (2 კორინთელთა 4:7). მისი სურვილი, სულიერი დახმარება აღმოეჩინა სხვებისთვის, გაიზარდა და ის გახდა სამეფოს სრული დროით მაუწყებელი.

13. როგორც მათეს 6:9–13 მიუთითებს, რომელია ზოგიერთი მართებული საკითხი, რომლის ჩართვაც შეგვიძლია ჩვენს ლოცვებში?

13 რა შეგვიძლია ჩავრთოთ ჩვენს ლოცვებში, რომ იეჰოვამ სიამოვნებით მოგვისმინოს? იესო ქრისტემ ასწავლა თავის მოციქულებს, თუ როგორ ელოცათ. ლოცვის ნიმუშში, რომელიც ჩაწერილია მათეს 6:9–13-ში, იესომ წარმოგვიდგინა ის საკითხები, რის შესახებაც მართებულად შეგვიძლია ვილოცოთ. რა უნდა იყოს ჩვენი ლოცვების მთავარი საკითხი? იეჰოვა ღმერთის სახელი და სამეფო უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი. მართებულია, ვთხოვოთ მატერიალური მოთხოვნილებების შესახებ. აგრეთვე მნიშვნელოვანია, ვთხოვოთ ღმერთს ცოდვების პატიება და გვიხსნას განსაცდელისგან და ბოროტისგან, სატანა ეშმაკისგან. იესოს არ სურდა, რომ შინაარსის გააზრების გარეშე მრავალჯერ ვიმეოროთ, ვიკითხოთ, ან ვუგალობოთ ღმერთს ეს ლოცვა (მათე 6:7). როგორი ურთიერთობა იქნებოდა, თუ ბავშვი მამასთან საუბრის დროს ყოველთვის ერთსა და იმავე სიტყვებს გამოიყენებდა?

14. თხოვნის გარდა, როგორი ლოცვებით უნდა მივმართოთ ღმერთს?

14 თხოვნისა და გულითადი მუდარის გარდა, ჩვენ უნდა შევწიროთ განმადიდებელი და სამადლობელი ლოცვები (ფსალმუნი 33:2; 91:2; 1 თესალონიკელთა 5:18). აგრეთვე შეგვიძლია სხვებისთვის ვილოცოთ. ლოცვები, რომლებიც ეხება ჩვენს სულიერ ძმებსა და დებს, რომლებიც დანაღვლიანებულები ან დევნილები არიან, უჩვენებენ ჩვენს ინტერესს მათდამი და იეჰოვას სიამოვნებს ასეთი მზრუნველობის გამომხატველი სიტყვების მოსმენა (ლუკა 22:32; იოანე 17:20; 1 თესალონიკელთა 5:25). მოციქული პავლე წერდა: „არაფერზე იზრუნოთ, მხოლოდ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს, და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში“ (ფილიპელთა 4:6, 7).

მდგრადი იყავი ლოცვაში

15. რა უნდა გვახსოვდეს, როდესაც გვგონია, რომ თხოვნაზე პასუხს არ ვიღებთ?

15 მიუხედავად იმისა, რომ იძენ შემეცნებას ღვთის შესახებ, შეიძლება გგონია, რომ შენი ლოცვები ზოგჯერ პასუხის გარეშე რჩება. ეს შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, როდესაც ღმერთის თვალსაზრისით ჯერ არ არის დრო, გიპასუხოს გარკვეულ ლოცვაზე (ეკლესიასტე 3:1–9). იეჰოვამ შეიძლება ნება დართოს სიტუაციას გაგრძელდეს გარკვეული დროით, მაგრამ ის პასუხობს ლოცვებზე და იცის ამის გაკეთების საუკეთესო დრო (2 კორინთელთა 12:7–9).

16. რატომ უნდა ვიყოთ მდგრადნი ლოცვაში და როგორ შეუძლია ამას იმოქმედოს ჩვენს ურთიერთობაზე ღმერთთან?

16 ლოცვაში ჩვენი მდგრადობა ნათელს ხდის ჩვენს გულითად ინტერესს იმ საკითხის შესახებ, რასაც ღმერთს ვეუბნებით (ლუკა 18:1–8). მაგალითად, შეგვიძლია ვთხოვოთ იეჰოვას, დავძლიოთ რამე სისუსტე. ჩვენი დაჟინებული თხოვნით და ამ თხოვნასთან შეთახმებულად მოქცევით, ვუჩვენებთ სიწრფელეს. ჩვენ უნდა ვიყოთ კონკრეტული და წრფელი ჩვენს თხოვნებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გულითადი ლოცვა განსაცდელის დროს (მათე 6:13). რადგან ვაგრძელებთ ლოცვას იმ დროს, როცა ვცდილობთ კონტროლი გავუწიოთ ცოდვილ სურვილებს, დავინახავთ, როგორ დაგვეხმარება იეჰოვა. ეს აღაშენებს ჩვენს რწმენას და განამტკიცებს მასთან ურთიერთობას (1 კორინთელთა 10:13; ფილიპელთა 4:13).

17. როგორ სარგებელს მივიღებთ ღმერთის მსახურებაში, თუ გვექნება ლოცვის განწყობილება?

17 იეჰოვა ღმერთისადმი წმინდა მსახურების დროს, ლოცვის განწყობილების განვითარებისას მივხვდებით, რომ საკუთარი ძალებით არ ვემსახურებით მას. იეჰოვა გვაძლევს ძალას, რომ შევასრულოთ ასეთი მსახურება (1 კორინთელთა 4:7). ამის შეგნება დაგვეხმარება, ვიყოთ თავმდაბალნი და ყველანაირად გააუმჯობესებს ჩვენს ურთიერთობას ღმერთთან (1 პეტრე 5:5, 6). დიახ, ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი მიზეზები, მდგრადნი ვიყოთ ლოცვაში. ჩვენი გულწრფელი ლოცვები და ძვირფასი შემეცნება, თუ როგორ მივუახლოვდეთ ჩვენს მოსიყვარულე ზეციერ მამას, ჩვენს ცხოვრებას ნამდვილად უფრო ბედნიერს გახდის.

იეჰოვა ღმერთთან ურთიერთობა არ არის ცალმხრივი

18. როგორ შეგვიძლია მოვუსმინოთ ღმერთს?

18 თუ გვსურს, რომ იეჰოვამ შეისმინოს ჩვენი ლოცვები, უნდა მოვისმინოთ, რას გვეუბნება ის (ზაქარია 7:13). ღმერთი უკვე აღარ აგზავნის თავის ცნობებს მის მიერ აღძრულ წინასწამეტყველთა მეშვეობით და, რა თქმა უნდა, არ იყენებს სპირიტულ საშუალებებს (მეორე რჯული 18:10–12). მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ღმერთის მოსმენა მისი სიტყვის, ბიბლიის, შესწავლით (რომაელთა 15:4; 2 ტიმოთე 3:16, 17). ზუსტად ისე, როგორც გვჭირდება ჯანმრთელობისთვის სასარგებლო საკვებისადმი მოთხოვნილების განვითარება, ასევე მძლავრი სურვილით უნდა ‘ვინატროთ სულიერი სუფთა რძე’. განავითარე მოთხოვნილება სულიერი საკვებისადმი ღმერთის სიტყვის ყოველდღიურად კითხვით (1 პეტრე 2:2, 3; საქმეები 17:11).

19. როგორი სარგებლის მომტანია ბიბლიაში წაკითხულზე დაფიქრება?

19 იფიქრე ბიბლიაში წაკითხულზე (ფსალმუნი 1:1–3; 76:12, 13). ეს ნიშნავს გაიაზრო მთელი მასალა. შენ შეგიძლია ეს საკვების გადამუშავების პროცესს შეადარო. შენ შეძლებ სულიერი საკვების ათვისებას, თუ წაკითხულს დაუკავშირებ შენთვის უკვე ნაცნობ მოვლენებს. გაიაზრე, როგორ ზეგავლენას ახდენს შენს ცხოვრებაზე მასალა ან დაფიქრდი, რას ხსნის ეს იეჰოვას თვისებებთან და საქმეებთან დაკავშირებით. ამგვარად, პირადი შესწავლის საშუალებით, შეძლებ აგრეთვე მიიღო სულიერი საკვები, რომლითაც იეჰოვა უზრუნველგვყოფს. ეს მიგაახლოვებს ღმერთთან და დაგეხმარება, გაუმკლავდე ყოველდღიურ პრობლემებს.

20. როგორ შეუძლია ქრისტიანულ კრებებზე დასწრებას მიგაახლოვოს ღმერთთან?

20 შენ შეგიძლია მიუახლოვდე იეჰოვას მისი სიტყვის მოსმენით, რომელიც განიხილება ქრისტიანულ შეხვედრებზე, ისევე როგორც ისრაელები ისმენდნენ ყურადღებით, როდესაც იკრიბებოდნენ ღმერთის რჯულის საჯაროდ წასაკითხავად. იმ დროის მასწავლებლები კითხვისას განმარტავდნენ რჯულს და ასე ეხმარებოდნენ მსმენელებს, გაეგოთ და აღძრულიყვნენ გამოეყენებინათ მოსმენილი. ამან დიდი სიხარული გამოიწვია (ნეემია 8:8, 12). ამიტომ, ჩვევად გაიხადე იეჰოვას მოწმეების შეხვედრებზე დასწრება (ებრაელთა 10:24, 25). ეს დაგეხმარება, გაიგო და შემდეგ ცხოვრებაში გამოიყენო ღვთის შემეცნება, რაც ბედნიერებას მოგიტანს. მსოფლიო ქრისტიანული ძმობის ნაწილად ყოფნა დაგეხმარება, ახლოს იყო იეჰოვასთან. და როგორც დავინახავთ, შეგიძლია ნამდვილი უსაფრთხოება ღმერთის ხალხს შორის ჰპოვო.

შეამოწმე შენი ცოდნა

რატომ უნდა მიუახლოვდე იეჰოვას?

რომელია ღმერთთან დაახლოების ზოგიერთი მოთხოვნა?

რა შეგიძლია ჩართო შენს ლოცვებში?

რატომ უნდა იყო ლოცვაში მდგრადი?

როგორ შეგიძლია იეჰოვას მოსმენა დღეს?

[მთელი 157 გვერდი დათმობილი აქვს სურათს]

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება