საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ht თ. 15 გვ. 71-76
  • შესაფერისი თვალსაჩინო მაგალითები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • შესაფერისი თვალსაჩინო მაგალითები
  • როგორ გაიუმჯობესო მეტყველება და სწავლების უნარი
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • -•-◂▸-•-
  • „მაგალითის გარეშე არაფერს ეუბნებოდა მათ“
    „მოდი და გამომყევი“
  • მაგალითებით სწავლება
    გაიუმჯობესე კითხვისა და სწავლების უნარი
  • „მაგალითის გარეშე არაფერს ეუბნებოდა“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2002
  • მივბაძოთ დიდებულ მასწავლებელს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2002
იხილეთ მეტი
როგორ გაიუმჯობესო მეტყველება და სწავლების უნარი
ht თ. 15 გვ. 71-76

გაკვეთილი 15

შესაფერისი თვალსაჩინო მაგალითები

1, 2. მოკლედ აჩვენე, თუ რა დანიშნულება აქვს თვალსაჩინო მაგალითებს მოხსენებაში.

1 თვალსაჩინო მაგალითების გამოყენებით მომხსენებელი მსმენელის გონებაში მრავლისმეტყველ სურათებს აღბეჭდავს. თვალსაჩინო მაგალითები აძლიერებს ინტერესს და ყურადღებას ამახვილებს მნიშვნელოვან აზრებზე. ისინი ადამიანს ფიქრისკენ აღძრავს და აადვილებს ახალი აზრების შეთვისებას. კარგად შერჩეული თვალსაჩინო მაგალითები მოქმედებს როგორც გონებაზე, ისე გულზე. შედეგად ინფორმაცია ღრმად იბეჭდება გონებაში, რის მიღწევაც ყოველთვის შეუძლებელია ფაქტების უბრალოდ მოხსენიებით. მაგრამ ეს ასეა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა თვალსაჩინო მაგალითები შესაფერისია. ისინი შენს მასალას უნდა შეესაბამებოდეს.

2 თვალსაჩინო მაგალითი ზოგჯერ წინასწარაკვიატებულობის ან მიკერძოებულობის გვერდის ასავლელადაც გამოიყენება. მას შეუძლია სადავო სწავლების განხილვის დაწყებამდე აღმოფხვრას საწინააღმდეგო აზრები. მაგალითად, შენ შეიძლება თქვა: „დასჯის მიზნით არც ერთი მამა არ დაადებინებდა ხელს თავის შვილს გახურებულ ღუმელზე“. მსგავსი თვალსაჩინო მაგალითით დაწყებული სწავლება „ჯოჯოხეთის“ შესახებ მაშინვე ზიზღს გამოიწვევდა „ჯოჯოხეთზე“ ამ ცრუ რელიგიური სწავლებისადმი და მას უფრო ადვილად უარსაყოფს გახდიდა.

3–6. საიდან შეიძლება თვალსაჩინო მაგალითების მოყვანა?

3 თვალსაჩინო მაგალითები შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს. ისინი შეიძლება მოყვანილ იქნეს ანალოგიების, შედარებების, დაპირისპირებების, მეტაფორების, პირადი გამოცდილების ან ცხოვრებისეული მაგალითების სახით. მათი არჩევა მრავალი წყაროდან შეიძლება. ისინი შეიძლება ეხებოდეს სულიერ და უსულო საგნებს. შეიძლება დაფუძნებული იყოს მსმენელის საქმიანობაზე, ადამიანის თვისებებზე ან დამახასიათებელ თავისებურებებზე, ოჯახურ საკითხებზე ან ადამიანის მიერ შექმნილ ისეთ რამეებზე, როგორიცაა: სახლები, გემები და სხვა. მაგრამ, როგორიც არ უნდა იყოს თვალსაჩინო მაგალითი, ის გარემოებისა და მასალის მიხედვით უნდა იქნეს შერჩეული და არა მხოლოდ იმის მიხედვით, რომ ის მომხსენებლის საყვარელი თვალსაჩინო მაგალითია.

4 ორიოდე სიტყვა სიფრთხილის შესახებ. მოხსენებას ნუ გადატვირთავ ძალიან ბევრი თვალსაჩინო მაგალითით. გამოიყენე ისინი, მაგრამ ზომიერად.

5 თვალსაჩინო მაგალითების სწორად გამოყენება ხელოვნებაა. ის ცოდნასა და დახელოვნებას საჭიროებს. მაგრამ მათი ეფექტურობა ფასდაუდებელია. თვალსაჩინო მაგალითების გამოყენების სასწავლად, უნდა ისწავლო თვალსაჩინო მაგალითებით ფიქრი. კითხვისას ყურადღება მიაქციე მოყვანილ თვალსაჩინო მაგალითებს. როცა რაღაცას უყურებ, იფიქრე, თუ როგორ გამოიყენო ის ქრისტიანულ მსახურებაში. მაგალითად, თუ ხედავ ოთახის ყვავილს, რომელიც დამჭკნარა და უსიცოცხლოდ ჩამოუყრია ფოთლები, შეიძლება ფიქრობ: „მეგობრობა მცენარის მსგავსია. მისი გაფურჩქვნისთვის მორწყვა აუცილებელია“. დღეს ზოგი მთვარის დანახვისას მხოლოდ კოსმოსში მოგზაურობაზე ფიქრობს. ქრისტიანი კი მას უყურებს როგორც ღვთის შემოქმედების შედეგს, როგორც მისი ქმნილების თანამგზავრს, პლანეტას, რომელიც მარადიულად იარსებებს, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე და რომელიც ზღვის მიმოქცევას იწვევს.

6 თუ მოხსენების მომზადებისას, მარტივი თვალსაჩინო მაგალითების გახსენება გიძნელდება, მსგავსი მასალა ეძებე საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პუბლიკაციებში. შესაძლოა, იქ იპოვო თვალსაჩინო მაგალითები. იფიქრე შენი მოხსენების ძირითად აზრებზე და იმ სურათებზე, რომლებსაც ისინი შენს გონებაში წარმოსახავენ. დააფუძნე ამაზე ილუსტრაცია. მაგრამ გახსოვდეს, შეუსაბამო თვალსაჩინო მაგალითის მოყვანას ჯობია საერთოდ არ მოიყვანო ის. როცა განიხილავ პუნქტს „თვალსაჩინო მაგალითები მასალის შესაფერისია“, რომელიც მოცემულია რჩევების ბლანკზე, მხედველობაში უნდა მიიღო რამდენიმე მომენტი.

7–9. რატომ არის მარტივი თვალსაჩინო მაგალითები ეფექტური?

7 მარტივი. მარტივი თვალსაჩინო მაგალითი ადვილი დასამახსოვრებელია. მან თავისი სირთულით ხელი კი არ უნდა შეუშალოს მოყვანილი არგუმენტის გაგებას, არამედ ხელი უნდა შეუწყოს მის განვითარებას. იესოს თვალსაჩინო მაგალითები ხშირად რამდენიმე სიტყვისგან შედგებოდა (მაგალითად, იხილე მათე 13:31–33; 24:32, 33). სიმარტივისთვის აუცილებელია, რომ გასაგები ტერმინოლოგია იქნეს გამოყენებული. თუ თვალსაჩინო მაგალითს ხანგრძლივი ახსნა სჭირდება, ის ზედმეტი ბარგი ხდება. საერთოდ ამოაგდე ან გაამარტივე ის.

8 იესო უმნიშვნელოთი ხსნიდა მნიშვნელოვან საკითხებს, მარტივით  — რთულებს. თვალსაჩინო მაგალითი ადვილი წარმოსადგენი უნდა იყოს და მასში ერთდროულად ბევრი რამ არ უნდა იყოს წარმოდგენილი. ის შესაფერისი და კონკრეტული უნდა იყოს. შეუძლებელია ასეთი თვალსაჩინო მაგალითების არასწორად გამოყენება.

9 თვალსაჩინო მაგალითი მხოლოდ მაშინ არის საუკეთესო, როცა სრულიად შეესაბამება მასალას, რომლის ასახსნელადაც გამოიყენება. თუ თვალსაჩინო მაგალითში რაღაცა უმართებულოა, უმჯობესია საერთოდ არ გამოიყენო ის. ვინმე იფიქრებს უმართებულო მომენტებზე, ეს კი ეფექტის დაკარგვას გამოიწვევს.

10, 11. აჩვენე, რატომ უნდა იყოს ახსნილი თვალსაჩინო მაგალითების გამოყენების მიზანი.

10 გამოყენების მიზანი ახსნილია. როცა თვალსაჩინო მაგალითის გამოყენების მიზანი ახსნილი არ არის, ზოგმა შეიძლება გაიგოს საკითხი, ბევრმა კი — ვერა. თვალსაჩინო მაგალითი ნათლად უნდა იყოს გამოკვეთილი მომხსენებლის გონებაში და მან უნდა იცოდეს ამ თვალსაჩინო მაგალითის მიზანი. მომხსენებელი მარტივად უნდა გადმოსცემდეს პრაქტიკულ ღირებულებებს (იხილე მათე 12:10–12).

11 თვალსაჩინო მაგალითები შეიძლება მრავალი სხვადასხვა ხერხით იქნეს გამოყენებული. ის შეიძლება გამოიყენო იმ რომელიმე პრინციპის განსამტკიცებლად, რომლის წინ ან შემდეგაც არის მოყვანილი. თვალსაჩინო მაგალითმა შეიძლება ხელი შეუწყოს მასში გადმოცემული მტკიცების გამოყენებას. ან მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმისათვის, რომ ყურადღება გამახვილდეს მტკიცებასა და თვალსაჩინო მაგალითში წარმოდგენილი აზრების მსგავსებაზე.

12–14. რა დაგვეხმარება თვალსაჩინო მაგალითის შესაბამისობის განსაზღვრაში?

12 მნიშვნელოვანი აზრები ხაზგასმულია. ნუ გამოიყენებ თვალსაჩინო მაგალითს მხოლოდ იმიტომ, რომ შემთხვევით თავში მოგივიდა. გააანალიზე მოხსენება, რათა იცოდე, თუ რომელია მთავარი აზრები, და შემდეგ აარჩიე თვალსაჩინო მაგალითები, რომლებიც მათ გაგებას შეუწყობდა ხელს. თუ დამაჯერებელი თვალსაჩინო მაგალითები მოყვანილია მეორეხარისხოვან აზრებთან, მაშინ მსმენელმაც მთავარი აზრების ნაცვლად შეიძლება მეორეხარისხოვანი აზრები დაიმახსოვროს (იხილე მათე 18:21–35; 7:24–27).

13 თვალსაჩინო მაგალითმა მტკიცება არ უნდა დაჩრდილოს. ის შეიძლება მსმენელმა დაიმახსოვროს, მაგრამ თვალსაჩინო მაგალითის გახსენებისას, ის მნიშვნელოვანი აზრიც უნდა გაახსენდეთ, რომელიც მასშია გადმოცემული. თუ ეს ასე არ არის, გამოდის რომ თვალსაჩინო მაგალითმა ყველაფერი გადაფარა.

14 მოხსენების მომზადებისა და თვალსაჩინო მაგალითის შერჩევისას აწონ-დაწონე, თუ როგორ შეესაბამება ერთმანეთს თვალსაჩინო მაგალითი და გამოსაკვეთი აზრები. აძლიერებს ეს მაგალითი აზრებს? გამოკვეთს ის მათ? აადვილებს აზრის გაგებასა და დამახსოვრებას? წინააღმდეგ შემთხვევაში, თვალსაჩინო მაგალითი შეუფერებელია.

-•-◂▸-•-

15, 16.ახსენი, რატომ უნდა იყოს თვალსაჩინო მაგალითი მსმენელის შესაბამისი.

15 თვალსაჩინო მაგალითი არა მარტო მასალას უნდა შეუსაბამო, არამედ მსმენელსაც. ეს საკითხი რჩევების ბლანკზე მოცემულია როგორც „თვალსაჩინო მაგალითები აუდიტორიის შესაფერისია“. როდესაც ნათანს დავითისთვის საყვედური უნდა ეთქვა ბათშებაყთან ცოდვის ჩადენის გამო, მან ღარიბი კაცისა და მისი ერთადერთი ბატკნის შესახებ თვალსაჩინო მაგალითი აირჩია (2 მეფ. 12:1–6). ეს თვალსაჩინო მაგალითი არა მარტო ტაქტიანი იყო, არამედ დავითისთვის შესაფერისიც, რადგან ის ყოფილი მეცხვარე იყო. დავითი მაშინვე ჩასწვდა საქმის არსს.

16 თუ მსმენელთა უმრავლესობა ხანდაზმულია, არ უნდა იქნეს გამოყენებული ისეთი თვალსაჩინო მაგალითები, რომლებიც მხოლოდ ახალგაზრდებს ეხება. მაგრამ სტუდენტების წინაშე ასეთი თვალსაჩინო მაგალითის მოყვანა სავსებით მართებული იქნებოდა. ზოგჯერ აუდიტორიაში მყოფთა სასარგებლოდ, თვალსაჩინო მაგალითებს შეიძლება ორი ურთიერთსაპირისპირო პოზიციიდან მიუდგე: ხანდაზმულებისა და ახალგაზრდების, ან კაცებისა და ქალების.

17–19. საიდან უნდა იყოს აღებული მსმენელისთვის საინტერესო თვალსაჩინო მაგალითები?

17 აღებულია კარგად ცნობილი მოვლენებიდან. თუ თვალსაჩინო მაგალითად მოგყავს მსმენელის ირგვლივ არსებული რამ, ის მათთვის ნაცნობი იქნება. იესო ამას აკეთებდა. როცა ქალს ჭასთან ელაპარაკებოდა მან თავისი სიცოცხლისმომცემი უნარი წყალს შეადარა. ის ცხოვრებიდან იღებდა უბრალო, ჩვეულებრივ, რამეებს. მისი თვალსაჩინო მაგალითები მსმენელის გონებაში თავისუფლად წარმოსახავდა გარკვეულ სურათს ან მაშინვე ახსენებდა რამე შემთხვევას პირადი ცხოვრებიდან. ის თვალსაჩინო მაგალითებს სწავლების მიზნით იყენებდა.

18 ასევეა დღესაც. შესაძლოა დიასახლისები გათვითცნობიერებულები არიან ვაჭრობის საკითხში, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, თუ თვალსაჩინო მაგალითს მოიყვანდი მათი ყოველდღიური ცხოვრებიდან: ბავშვების შესახებ, დიასახლისების ოჯახური მოვალეობებისა და ყოველდღიური მოხმარების საგნების შესახებ.

19 აგრეთვე ეფექტურია თვალსაჩინო მაგალითები, რომლებიც მხოლოდ შენი მშობლიური მხარისთვისაა დამახასიათებელი. მშობლიურ მხარეში კარგად ცნობილი მიმდინარე მოვლენების, მაგალითად, გაზეთებში გამოქვეყნებული ადგილობრივი ახალი ამბების გამოყენებაც მართებულია, თუ ისინი კარგადაა შერჩეული.

20–22.რომელი ზოგიერთი მახე უნდა იქნეს არიდებული თვალსაჩინო მაგალითების გამოყენებისას?

20 კარგად შერჩეული. ნებისმიერი გამოყენებული თვალსაჩინო მაგალითი ბიბლიური თემის შესაბამისი უნდა იყოს. რასაკვირველია, ის მორალის საკითხთან დაკავშირებით არ უნდა იყოს „საეჭვო“. მოერიდე ორაზროვან გამოთქმებს, რომლებიც შეიძლება არასწორად გაიგონ. კარგია მიჰყვე შემდეგ წესს: „უმჯობესია არ თქვა ის, რაშიც ეჭვი გეპარება“.

21 თვალსაჩინო მაგალითი არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი აუდიტორიაში მყოფი რომელიმე პიროვნებისთვის, განსაკუთრებით, ახლებისთვის. ამიტომ კარგი იქნებოდა არ დაგეწყო ისეთ სწავლებებზე საუბარი ან არ წამოგეჭრა ისეთი საკამათო საკითხები, რომლებსაც შენს საუბართან უშუალო კავშირი არა აქვს. მაგალითად, არ უნდა ისაუბრო ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სისხლის გადასხმა ან დროშისადმი მისალმება, თუ ესენი შენი თემის ძირითადი საკითხები არ არის. ამან შეიძლება ზოგი შეაცბუნოს ან დააბრკოლოს კიდეც. თუ მსგავსი საკითხები შენი საუბრის თემაა, მაშინ საქმე სხვაგვარად დგას. მაშინ გაქვს შესაძლებლობა, იმსჯელო მათზე და დაარწმუნო შენი მსმენელი. მაგრამ ზიანს ნუ მიაყენებ შენს მიზანს იმით, რომ მოყვანილი თვალსაჩინო მაგალითით მსმენელი განაწყო იმ მნიშვნელოვანი ჭეშმარიტებების წინააღმდეგ, რომლებზეც საუბრობ.

22 ამიტომ თვალსაჩინო მაგალითების შერჩევისას გამოავლინე გამჭრიახობა. დარწმუნდი, რომ ისინი შესაფერისია. ეს ასე იქნება, თუ ისინი შეეფერება შენს მასალასაც და მსმენელსაც.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება