საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 1/99 გვ. 1
  • „სულგრძელნი იყავით“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • „სულგრძელნი იყავით“
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 1999
  • მსგავსი მასალა
  • მსახურებაში მოთმინება უნდა გამოვავლინოთ
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2011
  • კვლავაც მოითმინეთ
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2023
  • მიჰბაძეთ იეჰოვას და იესოს მოთმინებას
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2012
  • მიჰბაძეთ იეჰოვას მოთმინების გამოვლენაში
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 1999
km 1/99 გვ. 1

„სულგრძელნი იყავით“

1 რადგან სატანის ძველი სისტემის აღსასრული გვიახლოვდება და, ამავე დროს, იეჰოვას ხსნის დღეს ველოდებით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ‘სულგრძელნი ვიყოთ’. განსაკუთრებით ამ დროს ცდილობენ ბოროტი მოწინააღმდეგე ძალები ჩვენი ყურადღების გადატანას იეჰოვას უზენაესობის უმნიშვნელოვანესი საკითხიდან და უამრავი პირადი ინტერესით გვაკავებენ. ამგვარად, სატანა შეეცდება ჩვენს მოტყუებას და შეგვაჩერებს ან შეგვანელებინებს სამეფოს შესახებ ქადაგების საქმეს (იაკ. 5:7, 8; მათ. 24:13, 14). როგორ შეგვიძლია გამოვავლინოთ ასე მნიშვნელოვანი სულგრძელობა?

2 მოთმინებით. მოთმინება გვეხმარება ქადაგების გაგრძელებაში, როდესაც მსახურებაში გულგრილობას ან წინააღმდეგობას ვაწყდებით. ჩვენი შეშინება და წყენა ძნელი იქნება, როდესაც უკმეხ და არაკეთილმოსურნე ადამიანებს შევხვდებით (1 პეტ. 2:23). ასეთი შინაგანი ძალა გვეხმარება, უარყოფითად არ ვისაუბროთ ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებზე, რომლებიც გულგრილად ან მტრულად არიან განწყობილი ჩვენი საქმიანობის მიმართ, რადგან გვესმის, რომ ასეთი საუბარი ხალისს დაგვაკარგვინებს მსახურებისას, როგორც ჩვენ, ისევე თანამსახურებს.

3 დაჟინებით. შეიძლება გამოიცადოს ჩვენი სულგრძელობა, თუ ვინმესთან სასიამოვნო საუბარი გვქონდა მსახურებისას და შემდეგ სახლში არ გვხვდება. იგივე შეიძლება ითქვას მათზე, ვისაც ვასწავლით, მაგრამ ნელა მიიწევენ წინ ან უჭირთ ჭეშმარიტების მხარეზე დადგომა. მიუხედავად ამისა, დაჟინებას კარგი ნაყოფი გამოაქვს (გალ. 6:9). ერთმა დამ ბევრჯერ მიაკითხა ახალგაზრდა ქალს, სანამ, ფაქტობრივად, დაიწყეს ბიბლიის შესწავლა. პირველი ხუთი მიკითხებისას ეს ქალი დაკავებული იყო. მეექვსეჯერ და თავიდან ფეხებამდე დასველდა მხოლოდ იმის გამო, რომ სახლში არავინ დახვდა. მიუხედავად ამისა, დამ გადაწყვიტა ერთხელ კიდევ მიეცა შესაძლებლობა ამ ქალისთვის და კვლავ მიაკითხა და შესწავლაც დაიწყო. მან მალე მიაღწია სულიერ წარმატებებს და მოკლე დროში თავი მიუძღვნა იეჰოვას.

4 ჩვენ ვიცით, რომ იეჰოვას დღე არ დააგვიანებს. ამიტომ ველოდებით მას, თუ როგორ განავითარებს მოვლენებს, იმაში დარწმუნებულები, რომ ღვთის სულგრძელობა კარგ ნაყოფს გამოიღებს (აბაკ. 2:3; 2 პეტ. 3:9–15). ჩვენ, იეჰოვას მსგავსად, სულგრძელნი უნდა ვიყოთ და არ შევწყვიტოთ მსახურება. „რწმენით და სულგრძელობით“ დაელოდე იეჰოვას, რომელიც დაგაჯილდოებს მძიმე შრომისთვის (ებრ. 6:10–12).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება