საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 10/99 გვ. 7
  • გადადიხარ?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • გადადიხარ?
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 1999
  • მსგავსი მასალა
  • რა გაგიადვილებთ ახალ კრებასთან შეგუებას?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
  • დაე განმტკიცდეს კრება!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
  • დაე კრებულმა განადიდოს იეჰოვა!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
  • როგორ შევეგუოთ ახალ კრებას
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2017
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 1999
km 10/99 გვ. 7

გადადიხარ?

როცა ამ კითხვის პასუხი არის „დიახ“, ბევრი რამის გაკეთება გმართებთ შენც და სხვებსაც. ქვემოთ ჩამოთვლილი ძირითადი ნაბიჯები დაგეხმარება, მალე შეეთვისო ახალ კრებას.

1) როცა იცი, სად გადადიხარ, შენი ახლანდელი კრების მდივანმა შეიძლება გაგიგოს ახალი კრების სამეფო დარბაზის მისამართი. იმ მხარეში გადასვლისთანავე გამოარკვიე დარბაზის ადგილმდებარეობა და კრების შეხვედრების დრო. თუ დარბაზით ერთზე მეტი კრება სარგებლობს, სთხოვე უხუცესებს გითხრან, რომელი კრების ტერიტორიაზე ცხოვრობ. ნუ დააყოვნებ შეხვედრებზე დასწრებასა და ადგილობრივი უხუცესების გაცნობას.

2) შენი ახლანდელი კრებისა და ახალი კრების მდივნები ითანამშრომლებენ შენი და შენი ოჯახის კრების მაუწყებლის ანგარიშების ბარათების გადაცემაში. შენი ახალი კრების უხუცესებს სარეკომენდაციო წერილიც გაეგზავნებათ (იხილე 1996 წლის ივნისის „ჩვენი სამეფო მსახურება“, შეკითხვების ყუთი). ახალი კრების სამსახურებრივმა კომიტეტმა შენი გადასვლის შესახებ უნდა შეატყობინოს შესაბამისი წიგნის შესწავლის ხელმძღვანელს, რომ ის დაგიკავშირდეს და დაგეხმაროს ახალი წიგნის შესწავლის ჯგუფის ადგილმდებარეობის გამორკვევაში (რომ. 15:7).

3) ახალი კრების ყველა მაუწყებელს სასიხარულო დავალება აქვს — გაგიცნონ და გაგრძნობინონ, რომ უხარიათ შენი გადმოსვლა (შეადარე 3 იოანე 8). რასაკვირველია, ეს ნიშნავს, რომ უნდა დაესწრო შეხვედრებს, რათა გამამხნევებელი და აღმშენებლობითი ურთიერთობა გქონდეს ძმებთან და დებთან.

4) ახალ კრებასთან ერთად სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობის მისაღებად არ უნდა დაელოდო გადასვლასთან დაკავშირებული ყველა საქმის დასრულებას. როცა სამეფოს ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებ, სხვა საკითხები მოგვარდება და თავს კარგად იგრძნობ ახალ კრებაში (მათ. 6:33). ახალ სახლში გადასვლის შემდეგ, ალბათ, სტუმრად მიიწვევ კრების ზოგ წევრს, რომ უკეთ გაიცნოთ ერთმანეთი (რომ. 12:13ბ).

გადასვლა სერიოზული ნაბიჯია. მაგრამ, როცა ყველა, ვისაც ეს ეხება, რჩევების თანახმად იქცევა, არავინ შეფერხდება სულიერად. თითოეული მათგანი დიდად ნასიამოვნები დარჩება ჩვენი მოსიყვარულე ქრისტიანული საძმოთი.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება