ზუსტად ჩააბარე სამქადაგებლო მსახურების ანგარიში
1 მალე გამოვა ახალი „წელიწდეული“, რომელშიც მოცემული იქნება 2000 სამსახურებრივი წლის მსოფლიო ანგარიში. ჩვენ მოუთმენლად მოველით ამ ახალ პუბლიკაციას, რათა წავიკითხოთ მსოფლიო მასშტაბით სამქადაგებლო საქმიანობის ბოლოდროინდელი მიღწევების შესახებ (ეს. 60:22). რადგან ყოველ მაუწყებელს თავისი წვლილი შეაქვს ამ ყოველწლიურ ანგარიშში, პირადად რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ის ზუსტი იყოს?
2 მათეს 24:14-ში ვკითხულობთ ჩვენი დავალების შესახებ, რომ ვიქადაგოთ ამ სისტემის უკანასკნელ დღეებში. ჩვენ შეგვიძლია პატივისცემა გამოვხატოთ იეჰოვას ორგანიზაციული წყობილების მიმართ და ჩვენი მცირეოდენი წვლილის შეტანით მადლიერება გამოვავლინოთ და კეთილსინდისიერად ჩავაბაროთ სამქადაგებლო მსახურების ანგარიში ყოველი თვის ბოლოს. რეგულარულად და ზუსტად აბარებ სამქადაგებლო მსახურების ანგარიშს?
3 რა უნდა შედიოდეს ანგარიშში. კრების ანგარიშში მხოლოდ სრული საათები უნდა იყოს შეტანილი. არასრული საათი მაუწყებელმა შეიძლება შეიტანოს მომავალი თვის ანგარიშში. სიზუსტისთვის ყველაზე უკეთესია, მსახურების შემდეგ ყოველთვის ჩაიწეროთ მსახურებაში გატარებული დრო, გავრცელებული ლიტერატურა და განმეორებითი მონახულებების რაოდენობა. თვის ბოლოს, უბრალოდ, შევაჯამებთ ამ ციფრებს, ისე რომ ვარაუდი აღარ დაგვჭირდება იმის თაობაზე, თუ რამდენი ვიმსახურეთ. მსახურების ანგარიშის ბლანკი აადვილებს ჩანაწერების გაკეთებას.
4 არ დაგავიწყდეს, რომ განმეორებით მონახულებად ბიბლიის შესწავლის თითოეული შეხვედრაც ითვლება. თვის დასასრულს ბიბლიის შესწავლის ბლანკი უნდა შეავსო თითოეული შესწავლისთვის, რომელსაც ატარებ და ჩააბარო შენი მსახურების ანგარიშის ბლანკთან ერთად. ბიბლიის შესწავლის თითოეული ბლანკის მთლიანად და ზუსტად შევსების შემდეგ, თვის განმავლობაში ჩატარებული ბიბლიის შესწავლების საერთო რაოდენობა უნდა ჩაიწეროს სამქადაგებლო მსახურების ანგარიშის ბლანკის ქვედა მარჯვენა კუთხეში მოცემულ შესაბამის გრაფაში.
5 როგორც ჩანს, დროულია შეხსენება, რომ მსახურების დროის ათვლა მაშინ უნდა დაიწყოს, როდესაც იწყება დამოწმება და დამთავრდეს ბოლო გასაუბრებით. ამიტომ შესვენების დრო, რომელიც წახემსებას ან სადილობას გამოეყოფა, მსახურებად არ უნდა ჩაითვალოს. მომხსენებლებს შეუძლიათ ჩაიწერონ საჯარო მოხსენების წარმოთქმის დრო (იხილე წიგნი „ჩვენი მსახურება“ გვ. 104, [რუს.]). ანგარიშების კეთილსინდისიერად ჩაბარებით, წვლილს შევიტანთ ზუსტ ანგარიშში, რომელიც ქვეყნდება „წელიწდეულში“.
6 რადგან მდივანი საზოგადოებას უგზავნის კრების მსახურების ანგარიშს მომდევნო თვის ექვსი რიცხვისთვის, ადვილად მისახვედრია, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ თითოეულმა მაუწყებელმა თვის ბოლოს დაუყოვნებლივ ჩააბაროს მსახურების ანგარიში. ამიტომ თითოეული მაუწყებლის სურვილი უნდა იყოს, რომ ამ მითითებებს ყურადღებით მოეკიდონ. მდივანს მხოლოდ ექვსი დღე აქვს იმისთვის, რომ შეკრიბოს ყველა ანგარიში, შეაჯამოს და დროულად გაუგზავნოს საზოგადოებას, რათა შეტანილ იქნეს ჩვენს ტერიტორიაზე არსებული 1 400-ზე მეტი კრების ანგარიშებში.
7 თითოეულ მაუწყებელს, ვინც კი ხალისით უწყობს ხელს ამ ორგანიზაციულ ღონისძიებებს, შეუძლია კმაყოფილება იგრძნოს იმის ცოდნით, რომ წვლილი შეაქვს იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო საქმიანობის შესახებ ზუსტი ანგარიშის შედგენაში (შეადარე ეზეკიელი 9:11). მოდი ყოველმა ჩვენგანმა დროულად ჩავაბაროთ მსახურების ზუსტი ანგარიში!