„ანათებდეს თქვენი ნათელი“
1 წუთისოფელი, რომელშიც ვცხოვრობთ, მორალურად და სულიერად წყვდიადში იმყოფება. ჭეშმარიტების ნათელი ამხილებს ბნელის „უნაყოფო საქმეებს“ და სიცოცხლისთვის სახიფათო დაბრკოლებების თავიდან არიდების საშუალებას გვაძლევს. ამიტომაც პავლე მოუწოდებდა ქრისტიანებს: „იარეთ, როგორც ნათლის შვილებს შეშვენით“ (ეფეს. 5:8, 11).
2 „ნათლის ნაყოფი“ მკვეთრად გამოირჩევა წუთისოფლისეული წყვდიადის ფონზე (ეფეს. 5:9). ამ ნაყოფის გამოსაღებად საჭიროა, ქრისტიანული ცხოვრების ბრწყინვალე მაგალითები ანუ იესოს მოსაწონი ადამიანები ვიყოთ. აგრეთვე უნდა გამოვავლინოთ ისეთი თვისებები, როგორებიცაა: გულითადობა, გულწრფელობა და ჭეშმარიტებასთან დაკავშირებული ენთუზიაზმი. ასეთი ნაყოფი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასა და მსახურებაში უნდა ვლინდებოდეს.
3 ანათეთ ყოველი შესაძლებლობისას. „ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე“, — უთხრა იესომ თავის მოწაფეებს (მათ. 5:16). იესოს მსგავსად, ღვთის სამეფოსა და მისი განზრახვების შესახებ ქადაგებით იეჰოვას ნათელს ვირეკლავთ. ჩვენ მნათობებივით ვანათებთ, როცა სახლებში ვაკითხავთ ადამიანებს და ჭეშმარიტებას ვავრცელებთ სამსახურში, სკოლაში, მეზობლებში და ყველგან, სადაც ამის საშუალება გვეძლევა (ფილ. 2:15).
4 იესოს თქმით, ზოგიერთი შეიძულებდა ნათელს (იოან. 3:20). ამიტომ ხალისს არ ვკარგავთ, როდესაც ადამიანთა უმეტესობა უარს ამბობს იმაზე, რომ ‘ქრისტეს დიდების სახარებისეულმა ნათელმა’ მათთვისაც იბრწყინოს (2 კორ. 4:4). იეჰოვა ხედავს ადამიანთა გულებს და არ სურს, რომ თავის ხალხში ბოროტეულნი ერიონ.
5 როდესაც იეჰოვას გზებს მივუყვებით და სულიერ სინათლეს ვატარებთ, შეგვიძლია სხვებზეც მოვახდინოთ ზეგავლენა. თუ სხვები ჩვენს ქცევაში დაინახავენ იმას, რომ ‘სიცოცხლის ნათელი გვაქვს’, შესაძლოა, ისინიც აღიძრან საჭირო ცვლილებების მოსახდენად, რათა თავადაც სინათლის მატარებელნი გახდნენ (იოან. 8:12).
6 თუ ჩვენს სინათლეს ნათების საშუალებას ვაძლევთ, ამით დიდება მოგვაქვს ჩვენი შემოქმედისთვის და გულწრფელ ადამიანებს მის გაცნობასა და მარადიული სიცოცხლის იმედის შეძენაში ვეხმარებით (1 პეტ. 2:12). რადგან სინათლის მატარებელნი ვართ, დავეხმაროთ სხვებს სულიერი სიბნელიდან გზის გაგნებაში და სინათლის ნაყოფის გამოღებაში.