საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • როგორ განსაზღვრავთ წარმატებას?
    საგუშაგო კოშკი — 2000 | 1 ნოემბერი
    • მსახურებაზე. თავს მართლაც წარმატებულად ვგრძნობთ, როცა სამქადაგებლო მსახურებაში სასიამოვნოდ ვატარებთ დროს, ვავრცელებთ ბიბლიურ ლიტერატურას ან როცა მობინადრეებს ვესაუბრებით გამამხნევებელ ბიბლიურ საკითხებზე. მაგრამ, თუ იშვიათად გვისმენს ვინმე, შეიძლება მოთმინებიდან გამოვიდეთ და დავასკვნათ, რომ დროს ტყუილად ვფლანგავთ. გახსოვდეთ, რომ ერთ-ერთი განსაზღვრების თანახმად წარმატება ნიშნავს «კეთილგანწყობილების დამსახურებას», ვისი კეთილგანწყობილების დამსახურებას უფრო ვისურვებდით? რა თქმა უნდა, იეჰოვას. ჩვენ შეგვიძლია დავიმსახუროთ მისი კეთილგანწყობილება, მიუხედავად იმისა, ხალხი ისმენს თუ არა ჩვენ მიერ შეთავაზებულ ცნობას. ამ მხრივ, იესომ ბრწყინვალე მაგალითი მისცა თავის მოწაფეებს.

      გაიხსენეთ, რომ იესომ დაგზავნა სამეფოს 70 მაუწყებელი „ყოველ ქალაქსა და სოფელში, სადაც მისვლას აპირებდა“ (ლუკა 10:1). მათ იესოს გარეშე უნდა ექადაგათ ქალაქებსა და სოფლებში. ეს მათთვის სიახლე იყო. ამიტომ იესომ მათ დაწვრილებითი მითითებები მისცა მანამ, სანამ გაგზავნიდა. როცა ისინი „მშვიდობის ძეს“ შეხვდებოდნენ, გულდასმით უნდა დაემოწმებინათ სამეფოს შესახებ. მაგრამ, როცა ისინი წინააღმდეგობას წააწყდებოდნენ, აუღელვებლად უნდა გაეგრძელებინათ თავიანთი გზა. იესომ აუხსნა, რომ ისინი, ვინც მათ არ მოუსმენდა, სინამდვილეში იეჰოვას უარყოფდნენ (ლუკა 10:4—7, 16).

      როცა 70-მა დაასრულა თავისი სამქადაგებლო საქმიანობა, მათ შეატყობინეს იესოს «სიხარულით. . . და უთხრეს: „უფალო, შენი სახელით ეშმაკებიც კი გვემორჩილებიან“» (ლუკა 10:17). არასრულყოფილი ადამიანებისთვის ამაღელვებელი უნდა ყოფილიყო ძლიერი სულიერი ქმნილებების განდევნა! მაგრამ იესომ გააფრთხილა ენთუზიაზმით აღსავსე თავისი მოწაფეები: „ნუ გახარებთ, რომ სულები გემორჩილებიან. არამედ ის გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები ცაში ჩაიწერება“ (ლუკა 10:20). მის 70 მოწაფეს, შესაძლოა, დემონების განსადევნად ყოველთვის არ ჰქონოდა ძალა და არც ყოველთვის ჰქონდა დადებითი შედეგები მსახურებაში, მაგრამ, თუ ისინი ერთგულები დარჩებოდნენ, ყოველთვის დაიმსახურებდნენ იეჰოვას მოწონებას.

      აფასებ სრული დროით მსახურებს?

      ერთხელ ერთმა ახალგაზრდამ ქრისტიან უხუცესს უთხრა: „საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე შევეცდები, ვიშოვო სამუშაო. თუ ვერ შევძლებ სამუშაოს შოვნას, მაშინ რომელიმე სახის სრული დროით მსახურებას დავიწყებ“. მაგრამ უმრავლესობას, ვინც პიონერობა დაიწყო, არ ჰქონდა ასეთი თვალსაზრისი. იმისათვის, რომ პიონერობა დაეწყოთ, ზოგმა უარი თქვა სარფიან სამსახურზე. სხვებმა უარი თქვეს სწავლის გაგრძელების შესანიშნავ შესაძლებლობებზე. პავლე მოციქულის მსგავსად, მათ მსხვერპლი გაიღეს; მაგრამ, პავლეს, რობერტისა და ეიმის მსგავსად, ისინიც არ ნანობენ თავიანთი არჩევნის გამო. ისინი აფასებენ იმ უპირატესობას, რომ თავიანთ ნიჭს იეჰოვას განსადიდებლად იყენებენ — იეჰოვასი, რომელიც საუკეთესოს იმსახურებს იქიდან, რის შეთავაზებაც მათ შეუძლიათ.

      სხვადასხვა მიზეზის გამო, იეჰოვას ბევრ ერთგულ მოწმეს არ შეუძლია პიონერად მსახურება — შესაძლოა, ისინი იმ პასუხისმგებლობების შესრულებაზე ზრუნავენ, რომელსაც ბიბლია აკისრებს — მაგრამ, თუ ისინი ღმერთს ემსახურებიან მთელი თავისი ‘გულით, სულითა და გონებით’, იეჰოვა კმაყოფილი იქნება მათით (მათე 22:37). თუმცა, თავად მათ არ შეუძლიათ პიონერობა, ისინი ხვდებიან, რომ, ვინც პიონერობას ირჩევს, შესანიშნავ არჩევანს აკეთებს.

      მოციქულმა პავლემ დაწერა: „ნუ დაემსგავსებით ამ წუთისოფელს“ (რომაელთა 12:2). პავლეს რჩევის თანახმად, ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ამ წუთისოფელში გაბატონებულმა კულტურის ნორმებმა აზროვნება შეგვიცვალოს. მიუხედავად იმისა, შეძლებ თუ არა პიონერად მსახურებას, შენს ცხოვრებაში იეჰოვასთვის მსახურება პირველ ადგილზე დააყენე. შენ წარმატებული იქნები მანამ, სანამ იეჰოვას თვალში მოწონებას იმსახურებ.

  • „ო, როგორ მსურს, გაუნელებელი რწმენა მქონდეს“!
    საგუშაგო კოშკი — 2000 | 1 ნოემბერი
    • ბიოგრაფია

      „ო, როგორ მსურს, გაუნელებელი რწმენა მქონდეს“!

      მოგვითხრო ჰერბერტ მიულერმა

      ჰიტლერის ჯარის შემოსვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ ნიდერლანდებში იეჰოვას მოწმეების საქმიანობა ოფიციალურად აიკრძალა. მალე ჩემი სახელი ნაცისტების მიერ შედგენილ განსაკუთრებულ ძებნილთა სიაში გამოჩნდა; ჩემზე ისე ნადირობდნენ, როგორც ცხოველზე.

      ერთხელ დამალვითა და აქეთ-იქით სირბილით იმდენად გამომეცალა ძალები, რომ მეუღლეს ვუთხარი, თუ ნაცისტების ჯარი დამიჭერს, იქნებ შვებაც კი ვიგრძნო-მეთქი. შემდეგ გამახსენდა ერთი სიმღერის სიტყვები: „ო, როგორ მსურს გაუნელებელი რწმენა მქონდეს, თუნდაც უამრავმა მტერმა შემომიტიოს“a. ამ სიმღერაზე დაფიქრებამ გამაძლიერა და გამახსენა გერმანიაში მყოფი ჩემი მშობლები და ის დღე, როცა ჩემი მეგობრები ამ სიმღერით მემშვიდობებოდნენ. ნება მომეცით, გაგიზიაროთ ეს მოგონებები.

      მშობლების მაგალითი

      დავიბადე 1913 წელს გერმანიის ქალაქ კოპიცში. მაშინ ჩემი მშობლები ევანგელისტური ეკლესიის წევრები იყვნენb. 1920 წელს, შვიდი წლის შემდეგ, მამამ მიატოვა ეკლესია. 6 აპრილს კი მოითხოვა „კირხენაუსთრიცბეშაინიგუნგი“ (განცხადება ეკლესიიდან წასვლის თაობაზე). მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ბიუროს მოხელემ განცხადება შეავსო. მაგრამ ერთი კვირის შემდეგ მამა კვლავ მივიდა ამ ბიუროში იმის ასახსნელად, რომ ამ განცხადებაში არ იყო შეტანილი მისი ქალიშვილის სახელი. მოხელემ მეორე საბუთი შეავსო, სადაც აღნიშნული იყო, რომ ეკლესია მართა-მარგარიტა მიულერმაც დატოვა. იმ დროს ჩემი და, მარგარიტა, წლინახევრის იყო. როდესაც საქმე იეჰოვასთვის მსახურებას ეხებოდა, მამას ყველაფრის ბოლომდე მიყვანა უყვარდა.

      იმავე წელს ბიბლიის მკვლევარებმა (ასე იყვნენ მაშინ ცნობილი იეჰოვას მოწმეები) ჩემი მშობლები მონათლეს. მამა მკაცრად გვზრდიდა, მაგრამ იეჰოვასადმი მისმა ერთგულებამ გაგვიადვილა მისი ხელმძღვანელობით ცხოვრება. ამავე დროს, ღვთისადმი ერთგულებამ ჩემი მშობლები ცვლილებების მოსახდენად აღძრა. მაგალითად, იყო დრო, როდესაც ისინი კვირაობით გარეთ თამაშის ნებას არ გვრთავდნენ. მაგრამ 1925 წლის ერთ კვირა დღეს ჩვენმა მშობლებმა გვითხრეს, რომ სასეირნოდ წასვლას ვაპირებდით. ჩვენ თან წავიღეთ მცირეოდენი წასახემსებელი და სასიამოვნოდ გავატარეთ დრო — რამხელა ცვლილება იყო ეს იმასთან შედარებით, როცა მთელი დღის განმავლობაში გამოკეტილი ვიყავით სახლში! მამამ თქვა, რომ მისთვის ნათელი მოეფინა ზოგ საკითხს ცოტა ხნის წინათ ჩატარებულ კონგრესზე, რამაც შეუცვალა თვალსაზრისი კვირის საქმიანობებთან დაკავშირებით. ის სხვა დროსაც ასეთივე მზადყოფნას ავლენდა სწორი თვალსაზრისის გასათავისებლად.

      თუმცა ჩემს მშობლებს ჯანმრთელობა არ უწყობდა ხელს, არ წყვეტდნენ სამქადაგებლო საქმიანობას. მაგალითად, ტრაქტატი „სამღვდელოების მხილება“ რომ გაგვევრცელებინა, ერთ საღამოს კრების დანარჩენ წევრებთან ერთად მატარებელში ჩავსხედით და ქალაქ რეგენსბურგში გავემგზავრეთ, რომელიც დრეზდენიდან დაახლოებით 300 კილომეტრით არის დაშორებული. მომდევნო დღეს მთელ ქალაქში გავავრცელეთ ტრაქტატები და კვლავ მატარებლით დავბრუნდით. იმ დროისთვის, როცა უკვე სახლში ვიყავით, თითქმის 24 საათი იყო გასული.

      მშობლიური კერის დატოვება

      ჩემს კრებაში არსებულ „იუგენდგრუპესთან“ (ახალგაზრდების ჯგუფი) ურთიერთობაც ხელს მიწყობდა სულიერ ზრდაში. ყოველ კვირას 14 წელს გადაცილებული ახალგაზრდები კრების ზოგ ხანდაზმულ ძმას ხვდებოდნენ. ჩვენ ვთამაშობდით, ვუკრავდით მუსიკალურ ინსტრუმენტებს, ვსწავლობდით ბიბლიას და ვსაუბრობდით შემოქმედებისა და მეცნიერების შესახებ. მაგრამ 1932 წელს, როცა 19 წლის ვიყავი, ჩემი ურთიერთობა ამ ჯგუფთან შეწყდა.

      ამავე წლის აპრილში მამამ მაგდებურგში არსებული საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ფილიალიდან წერილი მიიღო. საზოგადოება ეძებდა ისეთ ადამიანს, რომელსაც შეეძლო მანქანის მართვა და სურდა პიონერად მსახურება. ვიცოდი, რომ ჩემი მშობლების სურვილი იყო, პიონერად მემსახურა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ვერ შევძლებდი ამას. რადგან ჩემი მშობლები ღარიბები იყვნენ, 14 წლის ასაკში დავიწყე ველოსიპედების, საკერავი და საბეჭდი მანქანებისა და სხვა საოფისე მოწყობილობების შეკეთება. როგორ მიმეტოვებინა ჩემი ოჯახი? მათ ჩემი დახმარება სჭირდებოდათ. გარდა ამისა, მე ჯერ კიდევ არ ვიყავი მონათლული. ერთხელ მამა მომიჯდა და გამესაუბრა იმის გამოსარკვევად, მესმოდა თუ არა მონათვლის მნიშვნელობა. როდესაც ჩემმა პასუხებმა დაარწმუნა იმაში, რომ სულიერად საკმაოდ მოწიფული ვიყავი და რომ შემეძლო მოვნათლულიყავი, თქვა: „შენ საკუთარი თავი უნდა წარადგინო ამ დანიშნულების შესასრულებლად“, რაც გავაკეთე კიდეც.

      ერთი კვირის შემდეგ მოწვევა მივიღე, მაგდებურგში ჩასასვლელად. როდესაც ამის თაობაზე ახალგაზრდების ჯგუფში მყოფ ჩემს მეგობრებს ვუთხარი, მათ მოისურვეს მხიარული სიმღერით ჩემი გაცილება. მათ გაუკვირდათ, როცა ისეთი სიმღერა ავირჩიე, რომელიც მათი აზრით, საკმაოდ სერიოზული იყო. მიუხედავად ამისა, ზოგმა ხელი დაავლო თავის ვიოლინოს, მანდოლინასა და გიტარას და ყველამ ერთად იმღერა:

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება