-
განცხადებებისამეფო მსახურება — 1999 | აგვისტო
-
-
„ნამდვილად ზრუნავს თუ არა ღმერთი ჩვენზე?“ (dg) — ყაზახური
„რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან“ (rq) — ქურთული (არაბული დამწერლობით)
„როგორ გაიუმჯობესო მეტყველება და სწავლების უნარი“ (ht) — აზერბაიჯანული
„საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების 1986—1995 წლების საძიებელი“ (dx86-95) — ესპანური, ფრანგული
„ღვთის ხელმძღვანელობა — ჩვენი გზა სამოთხისკენ“ (gu) — ესპანური, ინგლისური
„წიგნი ყველასთვის“ (ba) — ყაზახური
◼ ახალი აუდიოკასეტები:
„გადარჩენისთვის აღნიშნულები“ (csme) — ინგლისური
-
-
რას ეტყოდი ბუდისტს?სამეფო მსახურება — 1999 | აგვისტო
-
-
რას ეტყოდი ბუდისტს?
1 ზოგ ქვეყანაში მონათლულთა ნახევარზე მეტი წარსულში ბუდისტი იყო. რამ მიიზიდა ისინი ჭეშმარიტებისკენ? როგორ შეგიძლია კეთილი ცნობა წარუდგინო ბუდისტს?
2 გამოავლინე გულწრფელი ინტერესი. როგორც მრავალი ყოფილი ბუდისტის ნათქვამიდან ჩანს, ისინი საფუძვლიან მსჯელობას არ მიუზიდავს ჭეშმარიტებისკენ. მათს გულს უფრო მეტად ის შეეხო, რომ თითოეული მათგანის მიმართ ნამდვილი ინტერესი იყო გამოვლენილი. შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ერთ აზიელ ქალზე, რომელსაც მიაკითხა და ესაუბრა ჩვენი და, ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა მეგობრულმა დამოკიდებულებამ, რომ იგი შესწავლაზე დათანხმდა. ის კარგად ვერ ლაპარაკობდა ინგლისურად, მაგრამ და მომთმენი იყო. როდესაც ქალი დაღლილი იყო ან სხვადასხვა მიზეზის გამო არ შეეძლო შესწავლა, და, უბრალოდ, მეგობრული ვიზიტით აკითხავდა მას და მომავალი შეხვედრის შესახებ უთანხმდებოდა. საბოლოოდ, ეს ქალი, მისი ორი ვაჟი და ხანში შესული დედა მოინათლნენ. ის დაბრუნდა თავის სამშობლოში და მრავალს დაეხმარა ჭეშმარიტების შესწავლაში. მისი ერთ-ერთი ვაჟიშვილი ამჟამად საზოგადოების ფილიალში მსახურობს. აი, რა კურთხევა მოსდევს იეჰოვას „სახიერებისა და კაცთმოყვარეობის“ არეკვლას! (ტიტ. 3:4).
3 ბუდისტების აზრი. ძირითადად, ბუდისტები სხვა შეხედულებების მიმართ შემწყნარებელნი არიან, მაგრამ საჭიროდ არ თვლიან, მიყვნენ რამე კონკრეტულ სწავლებას. ამგვარად, მათი პირადი მოსაზრებები სხვადასხვანაირია. მიუხედავად ამისა, ბუდისტების სწავლებაში არსებობს ერთი საერთო თვალსაზრისი, რომ ცხოვრება სავსეა ტანჯვით, მაგრამ მეორედ შობის არადამაკმაყოფილებელი უწყვეტი ციკლის შეწყვეტა ადამიანს განათლების საშუალებით შეუძლია. ამბობენ, რომ ამ ციკლიდან გასათავისუფლებლად ადამიანმა უნდა მიაღწიოს ნირვანას, მდგომარეობას, რომლის აღწერაც შეუძლებელია, ვინაიდან ის არ არის ადგილი ან მოვლენა, არამედ — სიცარიელე, სადაც აღარ არსებობს ტკივილი და ბოროტება (იხილეთ „რა ხდება სიკვდილის შემდეგ?“, გვერდები 9, 10). რას გვეუბნება ეს? იმას, რომ ადამიანებთან ბუდისტური ფილოსოფიის შესახებ საუბარი უსარგებლოა და შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს. ამის მაგივრად, იმსჯელეთ საერთო პრობლემების შესახებ, რომლებიც ყველას გვაწუხებს.
4 აღნიშნე საერთო ინტერესები. ვინაიდან ბუდისტები სიცოცხლეს დედამიწაზე ტანჯვასთან აიგივებენ, მათთვის აბსურდულად ჟღერს წარმოდგენა დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის შესახებ. მიუხედავად ამისა, ყოველ ჩვენგანს სურს, დატკბეს ბედნიერი ოჯახური ცხოვრებით, იხილოს ტანჯვის აღმოფხვრა და გაიგოს, რა არის სიცოცხლის აზრი. ყურადღება მიაქციე იმას, როგორ შეიძლება ამ საერთო საკითხების გაშუქება.
5 შეგეძლო გეცადა ასეთი შესავალი:
◼ „დღეს ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც მრავალი უდანაშაულო ადამიანი იტანჯება. როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ტანჯვასა და უბედურებას ოდესმე ბოლო მოეღოს? [ადროვე, გიპასუხოს]. მე დიდად მანუგეშებს ძველ დროს წარმოთქმული დანაპირები [წაიკითხე გამოცხადება 21:4]. რა თქმა უნდა, ეს დრო ჯერ არ დამდგარა, მაგრამ როდესაც მოვა, ხომ გაგვიხარდებოდა ყოველივე ამის ხილვა?“ შემდეგ შესთავაზე პუბლიკაცია, რომელიც ხსნის, როგორ მოეღება ბოლო ტანჯვას.
6 ასაკოვანთან შეგეძლო გეთქვა:
◼ „ალბათ, თქვენც გაწუხებთ დღევანდელ მსოფლიოში გავრცელებული დაცემული აზროვნება და ის გავლენა, რომელიც მას აქვს ჩვენს შვილებზე. ასე რატომ გაიზარდა უზნეობა ახალგაზრდებში? [ადროვე, გიპასუხოს]. იცოდით თუ არა, რომ ეს ნაწინასწარმეტყველები იყო წიგნში, რომლის დაწერაც მუსლიმანობის, ქრისტიანული სამყაროს და ინდუიზმის დაარსებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო? [წაიკითხე 2 ტიმოთე 3:1–3]. შენიშნეთ, რომ ეს მდგომარეობა, შემდგომში კაცობრიობის მიერ მიღწეული ცივილიზაციის მიუხედავად, უფრო გაუარესდა [წაიკითხე მე-7 მუხლი]. ამ პუბლიკაციამ გამაგებინა ჭეშმარიტება, რომელიც მრავალ ადამიანს არასოდეს სმენია. ხომ არ წაიკითხავდით?“ შესთავაზე სათანადო წიგნი ან ბროშურა.
7 საერთოდ, ბუდისტები პატივს სცემენ ბიბლიას, როგორც წმინდა წიგნს. ასე რომ, მუხლები პირდაპირ ბიბლიიდან ამოიკითხე (ებრ. 4:12). თუ პიროვნება უხერხულობას გრძნობს დასავლური კულტურის ზეგავლენის გამო, უთხარი მას, რომ ბიბლიის ყველა მწერალი აზიელი იყო.
8 რომელი პუბლიკაციებია ყველაზე ეფექტური? სპეციალურად ბუდისტებისთვის გამოქვეყნებულია ტრაქტატი „დასრულდება თუ არა ოდესმე ტანჯვა?“, რომელიც დაიბეჭდა იაპონურ, სინჰალურ, ტაი და ჩინურ ენებზე. გარდა ამისა, მრავალი მაუწყებელი წარმატებით იყენებს შემდეგ ლიტერატურას: წიგნებს — „ახალგაზრდების შეკითხვები — სასარგებლო რჩევები“ (რუს.), „კაცობრიობა ღვთის ძიებაში“ (ინგლ.) და „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“; ბროშურებს — „ნახე! მე ვქმნი ყოველივე ახალს“, და „რა არის სიცოცხლის აზრი — როგორ შეგიძლია მისი პოვნა?“; აგრეთვე, თუ კიდევ არის კრებაში, „ცნობას სამეფოს შესახებ“ №35 — „ეყვარებათ ოდესმე ადამიანებს ერთმანეთი?“. ამჟამად უამრავი ბუდისტი სწავლობს ჭეშმარიტებას ჯერ ბროშურით „რას მოითხოვს“, ხოლო შემდეგ წიგნით „შემეცნება“.
9 თუმცა ამბობენ, ბუდისტი მისიონერები დაახლოებით 400 წლით ადრე ჩავიდნენ ათენში, სანამ პავლე იქ იქადაგებდა, ძნელია იმის თქმა, რომ პავლეს ოდესმე შეხვედროდა ვინმე, ვინც ბუდიზმის გავლენაში იქნებოდა მოქცეული. როგორც უნდა ყოფილიყო, ჩვენ ვიცით, რას ფიქრობდა პავლე ყველანაირ ადამიანთან ქადაგების შესახებ. მან საკუთარი თავი „ყველას დაუმონა“, „რათა ზოგიერთები ეხსნა როგორმე“ (1 კორ. 9:19–23). ქადაგებისას ჩვენც მსგავსად უნდა მოვიქცეთ იმით, რომ პირადი ინტერესი გამოვავლინოთ ყველას მიმართ და ყურადღება გავამახვილებინოთ ჩვენს საერთო იმედზე.
-