საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • rs გვ. 311-გვ. 313
  • სიზმრები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • სიზმრები
  • მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
  • მსგავსი მასალა
  • სიზმრების საშუალებით გვაწვდის ღმერთი ცნობებს?
    გამოიღვიძეთ! — 2001
  • სიზმარი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • სიზმრები ღვთისგან
    გამოიღვიძეთ! — 2014
  • ფარაონის სიზმრები
    ბიბლიური მოთხრობები
იხილეთ მეტი
მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
rs გვ. 311-გვ. 313

სიზმრები

განმარტება: წარმოდგენები და სახეები, რომლებსაც ადამიანი ძილში ხედავს. ბიბლიაში მოხსენიებულია ჩვეულებრივი, ღვთისგან მომდინარე და ცრუწინასწარმეტყველთა სიზმრები (იობ. 20:8; რიცხ. 12:6; ზაქ. 10:2).

უნდა მივანიჭოთ დღეს სიზმრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა?

რას ამბობენ მეცნიერები სიზმრების შესახებ?

ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია: „სიზმრებს ყველა ხედავს. ზრდასრული ადამიანების უმეტესობა 8-საათიანი ძილის განმავლობაში დაახლოებით 100 წუთი ხედავს სიზმრებს“ („The World Book Encyclopedia“, 1984, ტ. V, გვ. 279). ასე რომ, სიზმრების ნახვა ჩვეულებრივი მოვლენაა.

ჰარვარდის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დოქტორი ალან ჰობსონი ამბობს: „სიზმარი არის უნებლიე ფანტაზიის ორაზროვანი გამოვლინება, რომელიც შეიძლება ფსიქოლოგმა თავისი შეხედულებისამებრ ახსნას. სიზმარს თვითონ ადამიანი ანიჭებს მნიშვნელობას, რომელიც სინამდვილეში არა აქვს“. ამ აზრს გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმზი“ შემდეგი სიტყვებით აგრძელებს: „ფსიქოლოგიური მიმდინარეობები, რომლებიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სიზმრებს, მრავალი კუთხით და სხვადასხვა თეორიის საფუძველზე ცდილობენ სიზმრებისთვის ფსიქოლოგიური ახსნის მოძებნას. ფროიდიზმის მიმდევრები სიზმრებს ერთ ახსნას უძებნიან, იუნგის მიმდევრები — მეორეს, გეშტალტფსიგოლოგები — სულ სხვას . . . ნევროლოგები კი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან იმ აზრს, რომ სიზმრებს საერთოდ აქვს ფსიქოლოგიური ახსნა“ (10 ივნისი, 1984, გვ. C12).

შესაძლებელია, რომ ღვთის გარდა სხვა წყაროდან მომდინარეობდეს განსაკუთრებული ინფორმაციის შემცველი სიზმრები?

იერ. 29:8, 9: „აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა . . . არ მოგატყუონ წინასწარმეტყველებმა, თქვენ შორის რომ არიან, და თქვენმა მკითხავებმა; არ მოუსმინოთ მათ, ვინც სიზმრებს ხედავენ და ხსნიან მათ, რადგან სიცრუეს გიწინასწარმეტყველებენ ჩემი სახელით. მე არ გამომიგზავნია ისინი“.

ერთ ლექსიკონში ნათქვამია: „ბაბილონელებს იმდენად სჯეროდათ სიზმრების, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების წინა ღამეს ტაძარში იძინებდნენ, რათა სიზმარში რაიმე რჩევა მიეღოთ. განკურნებასთან დაკავშირებული მითითებების მისაღებად ბერძნები ასკლეპიოსის [მისი სიმბოლო იყო გველი] ტაძრებში იძინებდნენ, რომაელები კი სერაპისის ტაძრებში [ზოგჯერ ამ ღვთაებას გველშემოხვეულს გამოსახავდნენ]. ეგვიპტელებს ჰქონდათ წიგნები, რომლებშიც დაწვრილებით იყო ახსნილი სხვადასხვა სიზმრის მნიშვნელობა“ („Harper’s Bible Dictionary“, მ. და ჯ. მილერები, ნიუ-იორკი, 1961, გვ. 141).

წარსულში ღმერთი სიზმრებს იყენებდა გაფრთხილებების, მითითებებისა და წინასწარმეტყველური ცნობების გადასაცემად. დღესაც მიმართავს ღმერთი ამ საშუალებას იმისათვის, რომ თავის ხალხს უხელმძღვანელოს?

ღვთისგან მომდინარე ასეთი სიზმრების შესახებ ვკითხულობთ მათეს 2:13, 19, 20-ში, 1 მეფეების 3:5-სა და დაბადების 40:1—8-ში.

ებრ. 1:1, 2: „ღმერთი, რომელიც დიდი ხნის წინათ მრავალჯერ და მრავალი სახით [მათ შორის სიზმრების საშუალებით] ელაპარაკა ჩვენს მამა-პაპას წინასწარმეტყველთა მეშვეობით, ამ დღეების დასასრულს თავისი ძის მეშვეობით გველაპარაკა [იესო ქრისტეს მეშვეობით, რომლის სწავლებებიც ბიბლიაშია ჩაწერილი]“.

1 კორ. 13:8: „[ზოგჯერ ღმერთი თავის მსახურებს წინასწარმეტყველურ ცნობებს სიზმრების მეშვეობით გადასცემდა] წინასწარმეტყველების ძღვენი გაუქმდება“.

2 ტიმ. 3:16, 17: „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად . . . რათა ღვთის კაცი ყველაფერში ჩახედული და ყოველმხრივ მომზადებული იყოს ნებისმიერი კარგი საქმისთვის“.

1 ტიმ. 4:1: „შთაგონებით წარმოთქმული სიტყვები გარკვევით ამბობს, რომ გავა დრო და ზოგიერთები შთაგონებით წარმოთქმულ მაცდურ [ზოგჯერ სიზმრებით გადაცემულ] სიტყვებსა და დემონურ სწავლებებს დაუგდებენ ყურს და განუდგებიან რწმენას“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება