საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • rs გვ. 267-გვ. 270
  • რწმენა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რწმენა
  • მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
  • მსგავსი მასალა
  • გწამდეთ იეჰოვას დაპირებების!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2016
  • რწმენა ძალას გვმატებს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2019
  • „რწმენა განგვიმტკიცე“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2015
  • ნამდვილად გწამთ სასიხარულო ცნობა?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
იხილეთ მეტი
მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
rs გვ. 267-გვ. 270

რწმენა

განმარტება: „რწმენა იმის საფუძვლიანი მოლოდინია, რასაც ვიმედოვნებთ, და აშკარა მტკიცებაა უხილავი სინამდვილისა“ (ებრ. 11:1). ადამიანი, რომელსაც აქვს ჭეშმარიტი რწმენა, არ არის გულუბრყვილო და არ იჯერებს რამეს უსაფუძვლოდ ან მხოლოდ იმიტომ, რომ ამის დაჯერება სურს. ნამდვილი რწმენისთვის საჭიროა ძირითადი სწავლებებისა და მათი დამამტკიცებელი ფაქტების ცოდნა, აგრეთვე გულწრფელი დაფასება იმისა, რაზეც ეს ფაქტები მოწმობს. ამიტომ, თუმცა ნამდვილი რწმენა საფუძვლიანი ცოდნის გარეშე არ არსებობს, ბიბლიაში ნათქვამია, რომ ადამიანს „გულით“ უნდა სწამდეს (რომ. 10:10).

რატომ არა აქვს ბევრს რწმენა?

რწმენა ღვთის სულის ნაყოფია. ღმერთი სიხარულით აძლევს თავის სულს მათ, ვინც სთხოვს (გალ. 5:22; ლუკ. 11:13). აქედან გამომდინარე, ვისაც რწმენა არა აქვს, ან არ ითხოვს ღვთის სულს, ან არასწორი მიზნით ითხოვს, ანდა ამ სულს მოქმედების საშუალებას არ აძლევს. ამას ბევრი რამ განაპირობებს.

საფუძვლიანი ბიბლიური ცოდნის არქონა: ბიბლია ღვთის შთაგონებით, მისი სულის მოქმედებით დაიწერა (2 ტიმ. 3:16, 17; 2 სამ. 23:2). ბიბლიის შესწავლის გარეშე ადამიანი ვერ განივითარებს ნამდვილ რწმენას. ბევრს, ვისაც აქვს ბიბლია, არა აქვს ღვთისა და მისი განზრახვებისადმი ნამდვილი რწმენა, რადგან ღვთის სიტყვის ნაცვლად ეკლესიებში ადამიანთა მოძღვრებებს სწავლობენ. როცა პრობლემების გადაჭრას ცდილობენ, ისინი საკუთარ ან სხვების შეხედულებებს ეყრდნობიან (შეადარეთ მათეს 15:3—9).

გულის აცრუება რელიგიაზე: ბევრს იმედი გაუცრუა ქრისტიანული სამყაროს ეკლესიებში არსებულმა თვალთმაქცობამ. ისინი ხედავდნენ, რომ ეკლესიებში ერთს ასწავლიდნენ და მეორეს აკეთებდნენ. ზოგმა, ვინც არაქრისტიანული რელიგიის მიმდევარი იყო, დაინახა, რომ თავისი მრწამსი ვერ ეხმარებოდა პრობლემებთან გამკლავებაში ან მის რელიგიაში ბევრ რამეს არასწორად აკეთებდნენ. ასეთი ადამიანები ისე ჩამოშორდნენ რელიგიას, რომ არ ჰქონიათ საფუძვლიანი ცოდნა ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ (შეადარეთ რომაელების 3:3, 4; მათეს 7:21—23).

იმის არცოდნა, თუ რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებას: ბევრს არ ესმის, რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებას და ყველაფერში მას ადანაშაულებენ. მათ არ იციან, რომ ადამიანი ადამის ცოდვის გამოა ბოროტებისკენ მიდრეკილი და არა იმის გამო, რომ ღმერთს სურს ასე (რომ. 5:12). მათთვის შეიძლება უცნობია, რომ არსებობს სატანა ეშმაკი, რომელიც მთელ მსოფლიოზე ახდენს ზეგავლენას. ამიტომ ღმერთს ადანაშაულებენ ყოველგვარ ბოროტებაში, რაც სატანის მიზეზით ხდება (1 იოან. 5:19; გამოცხ. 12:12). იმ შემთხვევაშიც კი, თუ გარკვეული წარმოდგენა აქვთ ამ საკითხებზე, ისინი თვლიან, რომ ღმერთი არაფერს აკეთებს მდგომარეობის გამოსასწორებლად. მათ არ იციან, რომ ღვთის უზენაესობასთან დაკავშირებით საკამათო საკითხი იყო წამოჭრილი და ღვთის მოთმინება მათ გადარჩენის შესაძლებლობას აძლევს (რომ. 2:4; 2 პეტ. 3:9). მათთვის ისიც არ არის ბოლომდე ნათელი, რომ ღმერთს დადგენილი აქვს დრო, როცა სამუდამოდ გაანადგურებს ყველა ბოროტს (გამოცხ. 22:10—12; 11:18; აბაკ. 2:3).

ხორციელ სურვილებსა და ქვეყნიურ შეხედულებებზე აგებული ცხოვრება: ჩვეულებრივ, ადამიანები, რომლებსაც ნამდვილი რწმენა არა აქვთ, სხვა მიზნებს უძღვნიან თავს. ბევრს, ვინც ამბობს, რომ სწამს ბიბლიის, საფუძვლიანად არასდროს გამოუკვლევია ის; ზოგი შეიძლება არც კი დაფიქრებულა ამის აუცილებლობაზე ან იმაზე, თუ როგორ უნდა გამოიყენოს ბიბლიური რჩევები ყოველდღიურ ცხოვრებაში (შეადარეთ 1 მატიანეს 28:9). ზოგ ადამიანს გარკვეულწილად აქვს რწმენა. მაგრამ ისინი არ ცდილობენ მის გაძლიერებას და წინააღმდეგობას არ უწევენ არასწორ სურვილებს, რომლებიც მართავს მათ გულს და აშორებს ღმერთს და მის გზას (ებრ. 3:12).

როგორ შეიძლება რწმენის განვითარება?

რომ. 10:17: „რწმენა მოსმენილისგან მოდის“ (შეადარეთ საქმეების 17:11, 12; იოანეს 4:39—42; 2 მატიანეს 9:5—8. პირველ რიგში, ადამიანმა უნდა გაიგოს, თუ რას ამბობს ბიბლია; შემდეგ კი გულდასმით უნდა გამოიკვლიოს, რათა მის ჭეშმარიტებაში დარწმუნდეს და რწმენა გაიძლიეროს).

რომ. 10:10: „გულით სწამთ“ (როცა ადამიანი ფიქრობს იმაზე, რასაც ღვთის შესახებ იგებს, უფრო მეტად აფასებს მიღებულ ცოდნას და ის ფესვს იდგამს მის სიმბოლურ გულში).

ადამიანს რწმენა უფრო უძლიერდება, როცა ღვთის რჩევებს ითვალისწინებს და, შედეგად, ხედავს ღვთის კურთხევებს (იხილეთ ფსალმუნის 106:9—12).

მაგალითი: დავუშვათ, გყავთ მეგობარი, რომელზეც ამბობთ: „მე ვენდობი მას. ის თავის სიტყვას არასდროს უღალატებს. ვიცი, რომ გასაჭირში გვერდში დამიდგება“. ცხადია, ასეთ რამეს ვერ იტყვით ადამიანზე, რომელიც გუშინ გაიცანით. თქვენ ენდობით თქვენს მეგობარს, რადგან დიდი ხანია იცნობთ და არაერთხელ დარწმუნდით, რომ ის სანდო ადამიანია. იმავეს თქმა შეიძლება რწმენაზეც. რწმენა რომ გქონდეთ, საჭიროა დრო, რათა გაეცნოთ იეჰოვას და მის გზებს.

რწმენა იმისა, რომ ღმერთი არსებობს.

იხილეთ გვერდები 378—384 („ღმერთი“).

რწმენა იმისა, რომ იქნება სამართლიანი ახალი ქვეყნიერება.

როცა ადამიანი ბიბლიიდან იგებს, თუ რა გააკეთა იეჰოვამ თავისი მსახურებისთვის, ის იზიარებს იესო ნავეს ძის თვალსაზრისს, რომელმაც თქვა: „კარგად იცით თქვენი გულითა და სულით, რომ არ გამტყუნებულა არც ერთი სასიკეთო სიტყვა, რომელიც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა გითხრათ, ყველა შეგისრულდათ, არც ერთი არ გამტყუნებულა“ (იესო 23:14).

იესოს მიერ მოხდენილი სასწაულები გვიძლიერებს იმის რწმენას, რომ ახალ ქვეყნიერებაში გვექნება სრულყოფილი ჯანმრთელობა, იქნება მკვდრეთით აღდგომა და შესრულდება ბიბლიის სხვა დაპირებები. ეს ზღაპარი არ არის. სახარებების წაკითხვისას დაინახავთ, რომ მათში სანდო ისტორიული ცნობებია ჩაწერილი; მოხსენიებულია გეოგრაფიული ადგილმდებარეობები და იმდროინდელ მმართველთა სახელები; გადმოცემულია ისეთი შემთხვევები, რომლებსაც არაერთი თვითმხილველი ჰყავდა. ამ ყველაფერზე დაფიქრება გაგიძლიერებთ იმის რწმენას, რომ ბიბლიის დაპირებები შესრულდება.

თუ დაესწრებით იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრებსა და კონგრესებს, დარწმუნდებით, რომ ბიბლიური რჩევები ცვლის ადამიანს. მათი დახმარებით ის უფრო პატიოსნად და მაღალზნეობრივი ნორმებით ცხოვრობს. ბიბლია ყველა რასისა და ეროვნების ადამიანებს ერთ საძმოში აერთიანებს.

აუცილებელია საქმეებით რწმენის დამტკიცება?

იაკ. 2:17, 18, 21, 22, 26: «რწმენაც ასეა. თუ საქმეები არ გააჩნია, თავისთავად მკვდარია. ვიღაც იტყვის: „შენ რწმენა გაქვს, მე კი — საქმეები. მაჩვენე შენი რწმენა საქმეების გარეშე, მე კი საქმეებით გაჩვენებ ჩემს რწმენას“. განა მამაჩვენი აბრაამი საქმეებით არ იქნა აღიარებული მართლად, როცა თავის ძეს, ისაკს, სამსხვერპლოზე სწირავდა? როგორც ხედავ, აბრაამის რწმენას საქმეები ახლდა და რწმენა მას საქმეებმა გაუსრულყოფილა. ამგვარად, როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე, ისე რწმენაა მკვდარი საქმეების გარეშე».

მაგალითი: დავუშვათ, მამაკაცი ხვდება ქალს და ეუბნება, რომ უყვარს. მაგრამ, თუ მას ცოლობას არ შესთავაზებს, აჩვენებს, რომ ნამდვილად უყვარს? რწმენაც და სიყვარულიც საქმით მტკიცდება. თუ ღმერთს არ ვემორჩილებით, ეს იმას ნიშნავს, რომ სინამდვილეში არ გვიყვარს ღმერთი ან არ გვწამს, რომ მისი გზები სწორია (1 იოან. 5:3, 4). თუმცა ჩვენი საქმეებით გადარჩენას ვერ დავიმსახურებთ. მარადიული სიცოცხლე ჩვენი საქმეების საზღაური არ იქნება. მას ღმერთი გვჩუქნის იესო ქრისტეს მეშვეობით (ეფეს. 2:8, 9).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება