საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ხომ არ ‘უძალიანდებით სახრეს’?
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 1 ოქტომბერი
    • ხომ არ ‘უძალიანდებით სახრეს’?

      ბიბლიურ დროში სახრეს — გრძელ ჯოხს, რომელიც წვეტიანი ლითონით ბოლოვდებოდა — ტვირთაკიდებული საქონლის გასარეკად და მათთვის მიმართულების მისაცემად იყენებდნენ. რა ხდებოდა, როცა ცხოველები უძალიანდებოდნენ სახრეს? ეს მათ არავითარ შვებას არ ჰგვრიდა; ისინი მხოლოდ ტკივილს გრძნობდნენ.

      მკვდრეთით აღდგენილმა იესომ სახრე მოიხსენია, როცა სავლედ წოდებულ მამაკაცს გამოეცხადა, რომელსაც იესოს ზოგი მოწაფე უნდა დაეპატიმრებინა. თვალისმომჭრელი სინათლიდან სავლეს იესოს სიტყვები მოესმა: „სავლე, სავლე, რატომ მდევნი? სახრესთან გაძალიანება კარგს არაფერს მოგიტანს“. ქრისტიანთა დევნით პავლე ღმერთს ეწინააღმდეგებოდა. ამით ის საკუთარ თავს მხოლოდ ზიანს მიაყენებდა (საქმეები 26:14, აქ).

      ჩვენც ხომ ‘არ ვუძალიანდებით სახრეს’? ბიბლიაში „ბრძენთა სიტყვები“ შედარებულია წვერგამახულ სოლებთან, რისი საშუალებითაც სწორი მიმართულებით მივდივართ (ეკლესიასტე 12:11, სსგ). თუ ყურად ვიღებთ ბიბლიაში ღვთის შთაგონებით ჩაწერილ რჩევებს, ისინი სწორი გზით სიარულში დაგვეხმარება (2 ტიმოთე 3:16). მათი უარყოფით კი მხოლოდ ზიანს მივაყენებთ საკუთარ თავს.

      სავლემ ყურად იღო იესოს სიტყვები, შეიცვალა და ყველასთვის საყვარელი ქრისტიანი, პავლე მოციქული, გახდა. მსგავსად, ჩვენც კურთხევებს მოგვიტანს ღვთის რჩევების გათვალისწინება (იგავები 3:1—6).

  • გსურთ გეწვიონ სახლში?
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 1 ოქტომბერი
    • გსურთ გეწვიონ სახლში?

      პრობლემებით აღსავსე ამ მსოფლიოშიც კი ჰპოვებთ ბედნიერებას, თუ შეიძენთ ზუსტ ბიბლიურ შემეცნებას ღვთის, მისი სამეფოსა და კაცობრიობასთან დაკავშირებული დიდებული განზრახვების შესახებ. თუ გსურთ, მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია ან შინ გეწვიონ და უფასოდ შეგასწავლონ ბიბლია, გთხოვთ, მისწეროთ იეჰოვას მოწმეებს მეორე გვერდზე მოცემულ სათანადო მისამართზე.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება