-
ხელახლა დაბადებამსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
-
-
ან შეგიძლია უთხრა: „თქვენ ალბათ გაინტერესებთ, ვაღიარებ თუ არა იესოს მხსნელად და მაქვს თუ არა მიღებული წმინდა სული. ეს ნამდვილად ასეა; წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენთან იესოზე არ ვისაუბრებდი“. შემდეგ შეგიძლია უთხრა: 1) „სამწუხაროდ, ბევრზე, ვინც თავს ქრისტიანს უწოდებს, ვერ იტყვი, რომ მასზე წმინდა სული მოქმედებს“ (გალ. 5:22, 23). 2) „არ ისურვებდით დედამიწაზე ცხოვრებას, ყველას რომ გამოევლინა ღვთისმოსაწონი თვისებები?“ (ფსალმ. 37:10, 11).
სხვა ვარიანტი: „თუ იმას გულისხმობთ, ვაღიარებ თუ არა ქრისტეს მხსნელად, მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად ვაღიარებ. ყველა იეჰოვას მოწმე აღიარებს ქრისტეს მხსნელად. მაგრამ ხელახლა დაბადებაში ჩვენ უფრო მეტს ვგულისხმობთ“. შემდეგ შეგიძლია უთხრა: 1) „იესოს თქმით, ხელახლა დაბადება აუცილებელია იმისათვის, რომ ადამიანი მოხვდეს ღვთის სამეფოში ანუ ზეციერ ხელისუფლებაში“ (იოან. 3:5). 2) „ბიბლია ამბობს, რომ ღვთის ნების შემსრულებელი მრავალი ადამიანი დედამიწაზე იცხოვრებს და მათ ეს ხელისუფლება უხელმძღვანელებს“ (მათ. 6:10; ფსალმ. 37:29).
კიდევ ერთი ვარიანტი: სულითცხებულებს შეუძლიათ ასე უპასუხონ: „დიახ. მაგრამ ბიბლია გვაფრთხილებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით თავდაჯერებულნი არ ვიყოთ. ყოველთვის უნდა ვამოწმებდეთ საკუთარ თავს, ნამდვილად ვაკეთებთ თუ არა იმას, რასაც ღმერთი და ქრისტე მოითხოვენ ჩვენგან“ (1 კორ. 10:12). შემდეგ შეგიძლია ჰკითხო: „რა პასუხისმგებლობა დააკისრა იესომ თავის ჭეშმარიტ მიმდევრებს?“ (მათ. 28:19, 20; 1 კორ. 9:16).
-
-
ხელისუფლებამსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
-
-
ხელისუფლება
განმარტება: მმართველობის სისტემა, რომლის მიზანია კანონების შემუშავება და ცხოვრებაში გატარება. ხშირად ხდება ხელისუფლების დანაწილება სხვადასხვა განშტოებად. მათგან თითოეული ასრულებს თავის ფუნქციას იმისდა მიხედვით, თუ ვისგან იღებს ძალაუფლებას და რაზე ვრცელდება მისი უფლებამოსილება. იეჰოვა ღმერთი სამყაროს უზენაესი ხელისუფალია, რომელიც თავისი ნებისა და განზრახვისამებრ აძლევს ძალაუფლებას სხვებს. მაგრამ ღმერთმა დაუშვა, რომ მისი უზენაესობის მთავარი მოწინააღმდეგე, სატანა ეშმაკი, განსაზღვრული დროით „ქვეყნიერების მმართველი“ ყოფილიყო. ბიბლიაში მსოფლიო პოლიტიკური მმართველობა სიმბოლურად მხეცით არის წარმოდგენილი და ნათქვამია, რომ „დრაკონმა [სატანა ეშმაკმა] მხეცს მისცა თავისი ძალა, თავისი ტახტი და დიდი ძალაუფლება“ (იოან. 14:30; გამოცხ. 13:2; 1 იოან. 5:19).
შეუძლიათ ადამიანებს მმართველობის ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც ნამდვილად მოუტანს ხალხს ბედნიერებას?
რაზე მეტყველებს ისტორია?
ეკლ. 8:9: „კაცი კაცზე მძლავრობს მისდა საზიანოდ“ (ეს სიტყვები მაშინაც მართლდება, როცა მმართველები მაღალი იდეალებისკენ ისწრაფვიან).
„დღემდე არსებულმა ყველა ცივილიზაციამ საბოლოოდ კრახი განიცადა. ისტორია სავსეა ფურცლებით, რომლებიც მოგვითხრობს ამაო მცდელობებისა და განუხორციელებელი მიზნების შესახებ . . . ასე რომ, ისტორიკოსს გარდაუვალი ტრაგედიის მოლოდინში უწევს ცხოვრება“ (ჰენრი კისინჯერი, პოლიტოლოგი და პოლიტიკური მოღვაწე, „ნიუ-იორკ ტაიმზი“, 13 ოქტომბერი, 1974, გვ. 30B).
რა უშლით ხელს პოლიტიკოსებს თავიანთი მიზნების განხორციელებაში?
იერ. 10:23: „ვიცი, იეჰოვა, რომ ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა; მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (ღმერთს არ მიუცია ადამიანებისთვის იმის უფლება, რომ მისგან დამოუკიდებლად ესწრაფათ თავიანთი მიზნების განხორციელებისკენ).
დაბ. 8:21: „სიყრმიდანვე ბოროტებისკენ ისწრაფვის ადამიანის გული“ (როგორც მმართველები, ისე მათი ქვეშევრდომები დაბადებიდან ცოდვილები არიან და ეგოიზმისკენ არიან მიდრეკილნი).
2 ტიმ. 3:1—4: „ბოლო დღეებში მძიმე, ძნელად ასატანი დრო დადგება. ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები . . . მათთან შეუძლებელი იქნება მორიგება . . . გაყოყოჩებულები“ (მსოფლიო პრობლემებს მხოლოდ ერთი სახელმწიფო ვერ გადაჭრის; საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა. მაგრამ პირადი ინტერესები სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის სხვადასხვა ქვეყნის ორგანიზაციების რეალურ თანამშრომლობას).
ბიბლიიდან იმასაც ვხედავთ, რომ მსოფლიო მდგომარეობაზე ზებუნებრივი ძალებიც ახდენენ გავლენას. „მთელი ქვეყნიერება . . . ბოროტის ხელშია“ (1 იოან. 5:19). „სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ
-