საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lr თ. 12 გვ. 67-71
  • იესო ლოცვას გვასწავლის

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იესო ლოცვას გვასწავლის
  • ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან
  • მსგავსი მასალა
  • დაუახლოვდით ღმერთს ლოცვის მეშვეობით
    იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
  • ლოცვით დაუახლოვდით ღმერთს
    რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?
  • როგორ შეგვიძლია დახმარების მიღება ლოცვის საშუალებით
    შენ შეგიძლია იცხოვრო მარადიულად სამოთხეში დედამიწაზე
  • დააფასეთ ლოცვის შესაძლებლობა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2022
იხილეთ მეტი
ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან
lr თ. 12 გვ. 67-71

თავი 12

იესო ლოცვას გვასწავლის

იესო მარტო ლოცულობს ღამით

ესაუბრები ხოლმე იეჰოვა ღმერთს? ~ მას უნდა, რომ ესაუბრო. ღმერთთან საუბარს ლოცვა ჰქვია. იესო ხშირად ესაუბრებოდა ზეციერ მამას. ზოგჯერ ღმერთთან რომ ელაპარაკა, ის განმარტოვდებოდა ხოლმე. ბიბლია ამბობს: ერთხელ იესო „მარტო ავიდა მთაზე, რომ ელოცა. თუმცა გვიანი იყო, ის იქ მარტო დარჩა“ (მათე 14:23).

შენ სად შეგიძლია განმარტოებით ლოცვა? ~ შეგიძლია საძინებელ ოთახში შეხვიდე და ძილის წინ ილოცო. იესომ თქვა: „როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ლოცვით მიმართე ... შენს მამას“ (მათე 6:6). ყოველთვის ლოცულობ ძილის წინ? ~ ეს აუცილებლად უნდა გააკეთო.

იესო ხმამაღლა ლოცულობს ლაზარეს სამარხთან

იესო ლოცულობდა, როცა მარტო იყო ... და როცა სხვებთან ერთად იყო.

იესო მაშინაც ლოცულობდა, როცა მარტო არ იყო. როდესაც მისი მეგობარი ლაზარე მოკვდა, იესომ მის სამარხთან სხვების თანდასწრებით ილოცა (იოანე 11:41, 42). ის მაშინაც ლოცულობდა, როცა თავის მეგობრებთან ერთად კრებებს ატარებდა. შენ თუ დადიხარ კრებებზე, სადაც ლოცულობენ? ~ იქ, როგორც წესი, უფროსი ასაკის მამაკაცები ლოცულობენ. ყურადღებით მოისმინე მათი ლოცვა, რადგან ისინი შენთვისაც ლოცულობენ. ლოცვის შემდეგ თქვი „ამინ“. იცი, რას ნიშნავს „ამინ“? ~ იმას, რომ მოგწონს ეს ლოცვა და ეთანხმები.

ოჯახი კრების შეხვედრაზე ისმენს ლოცვას

რატომ უნდა მოისმინო კრებაზე წარმოთქმული ლოცვები ყურადღებით?

იესო ჭამის წინაც ლოცულობდა. ის მადლობას ეუბნებოდა იეჰოვას საკვებისთვის. ყოველთვის ლოცულობ ჭამის წინ? ~ კარგი იქნება, თუ ჭამის წინ მადლობას ეტყვი იეჰოვას. თუ ერთად სადილობთ, ვიღაცამ შეიძლება ხმამაღლა ილოცოს. მაგრამ, როგორ უნდა მოიქცე, თუ მარტო ან იმასთან ერთად სადილობ, ვინც მადლობას არ ეუბნება იეჰოვას? ~ ამ დროს შენ თვითონ უნდა ილოცო.

ყოველთვის ხმამაღლა უნდა ილოცო? მოგისმენს იეჰოვა, თუ ჩუმად ილოცებ? ~ ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში ნეემიას შემთხვევა დაგვეხმარება. ის იეჰოვას თაყვანისმცემელი იყო და სპარსეთის მეფე არტაქსერქსეს სამეფო კარზე მსახურობდა. ერთხელ ნეემიამ ძალიან მოიწყინა, რადგან გაიგო, რომ იერუსალიმის კედლები დანგრეული იყო. იერუსალიმი მისი ხალხის სატახტო ქალაქი იყო.

ნეემია გულში ლოცულობს. პატარა ბიჭი სკოლაში ჭამის წინ გულში ლოცულობს

როდის შეგიძლია ნეემიას მსგავსად გულში ლოცვა?

როდესაც მეფემ ჰკითხა, თუ რატომ იყო მოწყენილი, ნეემიამ ჯერ ჩუმად, თავისთვის ილოცა, შემდეგ კი უთხრა მეფეს, რაც აწუხებდა და სთხოვა, იერუსალიმში გაეშვა დანგრეული კედლების აღსადგენად. იცი, მერე რა მოხდა? ~

დიახ, ღმერთმა უპასუხა ნეემიას ლოცვას. მეფემ ნება დართო ნეემიას, იერუსალიმში წასულიყო. თან ბევრი ხე-ტყე გაატანა კედლების ასაშენებლად. აქედან ვხედავთ, რომ ღმერთი ნამდვილად პასუხობს ჩვენს ლოცვებს, თუნდაც ისინი გულში იყოს ნათქვამი (ნეემია 1:2, 3; 2:4—8).

მოდი ახლა იმაზე ვიმსჯელოთ, უნდა დახარო თუ არა ლოცვისას თავი. უნდა დაიჩოქო თუ არა მუხლებზე? შენ რას ფიქრობ? ~ ხანდახან იესო მუხლებზე დაჩოქილი ლოცულობდა. ზოგჯერ კი ფეხზე იდგა. იყო შემთხვევები, როდესაც თავაწეული ზეცისკენ იყურებოდა და ისე ლოცულობდა. მაგალითად, ასე ლოცულობდა ის ლაზარესთვის.

რას ვსწავლობთ აქედან? ~ დიახ, იმას, რომ ღვთისთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს, როგორ მდგომარეობაში ვილოცებთ. ხანდახან მისაღებია, რომ თავდახრილებმა და თვალდახუჭულებმა ვილოცოთ. სხვა დროს, შეიძლება, იესოსავით მუხლებზე დაჩოქილს მოგინდეს ლოცვა. გახსოვდეს, რომ იეჰოვა ყოველთვის, შუაღამითაც კი, მზად არის, მოისმინოს ჩვენი ლოცვები. ლოცვისას მნიშვნელოვანია, ნამდვილად გვჯეროდეს, რომ იეჰოვა გვისმენს. გჯერა, რომ იეჰოვა ისმენს შენს ლოცვებს? ~

ბიჭი საწოლთან არის ჩამუხლული და ლოცულობს

რის შესახებ შეგიძლია ესაუბრო ღმერთს ლოცვაში?

რის შესახებ შეგვიძლია ვილოცოთ? ~ მითხარი, როცა ლოცულობ, რის შესახებ ელაპარაკები ღმერთს? ~ იეჰოვა უამრავ კარგ რამეს გვაძლევს და განა ამისათვის მას მადლობა არ უნდა ვუთხრათ? ~ მადლობა იმისთვისაც უნდა ვუთხრათ, რომ ის საკვებს გვაძლევს. გითქვამს ღვთისთვის მადლობა იმის გამო, რომ მან ლურჯი ცა, მწვანე ბალახი და ლამაზი ყვავილები შექმნა? ~

ერთხელ მოწაფეებმა იესოს სთხოვეს, მათთვის ლოცვა ესწავლებინა. რა თქმა უნდა, დიდებულმა მასწავლებელმა ასწავლა მათ ლოცვა და ისიც აუხსნა, ყველაზე მეტად რისთვის უნდა ელოცათ. იცი, რა არის ეს? ~ გადაშალე ბიბლია მათეს მე-6 თავზე. მე-9—13 მუხლებში მოცემულია ლოცვა, რომელსაც ბევრი „მამაო ჩვენოს“ ან „უფლის ლოცვას“ უწოდებს. მოდი ეს ლოცვა ერთად წავიკითხოთ.

როგორც აქედან ვიგებთ, იესო გვეუბნება, რომ უნდა ვილოცოთ ღვთის სახელისთვის, რათა ის განიწმინდოს ანუ წმინდა გახდეს. რა ჰქვია ღმერთს? ~ დიახ, იეჰოვა. ჩვენ უნდა გვიყვარდეს ეს სახელი.

მეორე, იესომ გვასწავლა, ვილოცოთ, რომ ღვთის სამეფო მოვიდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სამეფო მშვიდობას დაამყარებს დედამიწაზე და მას სამოთხედ გადააქცევს.

მესამე, დიდებულმა მასწავლებელმა გვითხრა, ვილოცოთ, რომ ღვთის ნება ისევე შესრულდეს დედამიწაზე, როგორც ის ზეცაშია შესრულებული. თუ ამისთვის ვლოცულობთ, ისიც უნდა გავაკეთოთ, რასაც ღმერთი გვეუბნება.

იესომ ასევე გვასწავლა, გველოცა ყოველდღიური საზრდოსთვის. გარდა ამისა, ლოცვაში ღმერთს უნდა ვუთხრათ, რომ ვნანობთ, როდესაც ცუდად ვიქცევით და პატიება ვთხოვოთ. მაგრამ ღმერთმა რომ გვაპატიოს, ჩვენც უნდა ვაპატიოთ იმათ, ვინც გვაწყენინა. ხომ არ გიჭირს ამის გაკეთება? ~

ბოლოს, როგორც იესომ თქვა, უნდა ვილოცოთ, რომ იეჰოვა ღმერთმა ბოროტისგან ანუ სატანა ეშმაკისგან დაგვიცვას. კარგია, თუ ამ ყველაფრის შესახებ ვლოცულობთ.

დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვა ისმენს ჩვენს ლოცვებს. იეჰოვას მარტო დახმარებას კი არ უნდა ვთხოვდეთ, არამედ მადლობასაც უნდა ვეუბნებოდეთ. მას ძალიან უხარია, როდესაც გულწრფელად ვლოცულობთ და იმას ვთხოვთ, რაც სწორია. თუ ასე მოვიქცევით, ის მოგვცემს, რასაც ვთხოვთ. გჯერა, რომ ეს ასეა? ~

ლოცვასთან დაკავშირებით კარგი რჩევები ჩაწერილია შემდეგ მუხლებში: რომაელების 12:12; 1 პეტრეს 3:12 და 1 იოანეს 5:14.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება