საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 15 ივლისი
    • მკითხველთა შეკითხვები

      რა არის წინასწარმეტყველურად ნაჩვენები ლევიანების 25-ე თავში მოხსენიებული ორმოცდამეათე წლით?

      მოსეს რჯულში ნათქვამია: „მეშვიდე წელი კი დასვენების შაბათი იყოს მიწისათვის“. ამ წელთან დაკავშირებით ისრაელებს ღმერთმა უბრძანა: „ყანა შენი არ თესო და შენი ვენახი არ გასხლა. ნაგერალი შენი სამკალისა არ მომკა და ყურძენი შენს გაუსხლავ ვაზთაგან არ დაკრიფო; ეს წელიწადი დასვენებისა იყოს მიწისათვის“ (ლევიანები 25:4, 5). ამგვარად, ყოველი მეშვიდე წელი შაბათის წელი უნდა ყოფილიყო მიწისათვის. ყოველი 50-ე წელი კი, რომელიც მეშვიდე შაბათის წელს მოჰყვებოდა, ვერძობის წელი იყო. რა უნდა მომხდარიყო იმ წელს?

      იეჰოვამ მოსეს მეშვეობით ისრაელებს უთხრა: „განწმიდეთ ორმოცდამეათე წელი და გამოაცხადეთ თავისუფლება ქვეყანაში მისი ყოველი მცხოვრებისათვის. ვერძობის წელი იყოს იგი თქვენთვის. და დაუბრუნდით თითოეული თავის სამფლობელოს, და თითოეული თავის საგვარეულოს დაუბრუნდით. ვერძობისა იყოს თქვენთვის ეს ორმოცდამეათე წელი: არ თესოთ და არც მომკათ ნაგერალები, და არ დაკრიფოთ ყურძენი გაუსხლავი ვაზიდან“ (ლევიანები 25:10, 11). ვერძობის წელი, ანუ ორმოცდამეათე საიუბილეო წელი, მიწისათვის ზედიზედ მეორე დასვენების (შაბათის) წელი იქნებოდა. ქვეყნის მკვიდრთათვის კი მას თავისუფლება მოჰქონდა. ნებისმიერი ებრაელი, რომელიც მონად მიეყიდა ვინმეს, უნდა გათავისუფლებულიყო. სამკვიდრებელი, რომელიც შეიძლება მის მფლობელს გაჭირვების გამო გაეყიდა, პატრონს უნდა დაბრუნებოდა. ორმოცდამეათე საიუბილეო წელი ძველ ისრაელში განახლებისა და გათავისუფლების წელი იყო. რა წინასწარმეტყველური მნიშვნელობა აქვს მას ქრისტიანთათვის?

      პირველი მამაკაცის, ადამის, დაუმორჩილებლობის გამო კაცობრიობა ცოდვას დაემონა. ღმერთმა ცოდვის მარწუხებისგან ადამიანთა დასახსნელ, გამოსასყიდ მსხვერპლად იესო ქრისტე გაიღოa (მათე 20:28; იოანე 3:16; 1 იოანე 2:1, 2). როდის თავისუფლდებიან ქრისტიანები ცოდვის კანონისგან? მოციქულმა პავლემ ცხებულ ქრისტიანებს უთხრა: „სულის კანონმა, რომელიც სიცოცხლეს იძლევა ქრისტე იესოსთან ერთობაში, ცოდვისა და სიკვდილის კანონისგან გაგათავისუფლათ“ (რომაელთა 8:2, აქ). ზეციერი იმედის მქონენი ამ თავისუფლებას სულიწმიდით ცხებისას იღებენ. მათი სხეულები, მართალია, ხორციელი და არასრულყოფილია, მაგრამ ღმერთი მათ მართლებად აცხადებს და საკუთარ სულიერ ძეებად აღიარებს (რომაელთა 3:24; 8:16, 17). მთლიანობაში ცხებულებისთვის ქრისტიანული საიუბილეო წელი ახ. წ. 33 წელს ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე დაიწყო.

      რა შეიძლება ითქვას „სხვა ცხვრებზე“, რომლებსაც დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების პერსპექტივა აქვთ? (იოანე 10:16). სხვა ცხვრებისთვის ქრისტეს ათასწლიანი მეფობის პერიოდი იქნება განახლებისა და გათავისუფლების დრო. ამ ათასწლიანი საიუბილეო პერიოდის განმავლობაში იესო გამოსასყიდად გაღებულ მსხვერპლს მორწმუნეების სასარგებლოდ და ცოდვის შედეგების მოსასპობად გამოიყენებს (გამოცხადება 21:3, 4). ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დასასრულისთვის კაცობრიობა სრულყოფილებას მიაღწევს და მთლიანად გათავისუფლდება მემკვიდრეობით მიღებული ცოდვისა და სიკვდილისგან (რომაელთა 8:21). ამის შემდეგ ქრისტიანული საიუბილეო პერიოდი დასრულდება.

      [სქოლიოები]

      a იესო გამოგზავნილი იყო, რათა ‘ტყვეებისთვის თავისუფლება გამოეცხადებინა’ (ესაია 61:1—7; ლუკა 4:16—21). ის სულიერ თავისუფლებას აცხადებდა.

      [სურათი 26 გვერდზე]

      ათასწლიანი საიუბილეო პერიოდი „სხვა ცხვრებისთვის“ განახლებისა და გათავისუფლების დრო იქნება.

  • „წინდახედული ცოდნით იმოქმედებს“
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 15 ივლისი
    • „წინდახედული ცოდნით იმოქმედებს“

      ღვთის სიტყვიდან, ბიბლიიდან, მიღებული ხელმძღვანელობა ‘სასურველია ოქროზე და თვით ბაჯაღლოზე მეტად’ (ფსალმუნები 18:8—11). რატომ? იმიტომ რომ „ბრძენის [იეჰოვას] დარიგება სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის მახის ამრიდებელი“ (იგავები 13:14, სსგ). ბიბლიური რჩევების გამოყენება არა მარტო აუმჯობესებს ჩვენს ცხოვრებას, არამედ გვეხმარება იმ მახეების არიდებაში, რომლებიც საფრთხეში ჩაგვაგდებდა. მართლაც რომ ძალიან მნიშვნელოვანია შევიძინოთ ბიბლიური ცოდნა და ნასწავლი ცხოვრებაში გამოვიყენოთ!

      იგავების 13:15—25–ში ძველი ისრაელის მეფე სოლომონმა მოგვცა რჩევები, რომლებიც გვეხმარება ცოდნის საფუძველზე იმგვარად მოვიქცეთ, რომ უკეთესად და უფრო ხანგრძლივად ვიცხოვროთa. სხარტად ნათქვამი იგავების გამოყენებით ის გვაჩვენებს, როგორ შეუძლია ღვთის სიტყვას დაგვეხმაროს სხვების კეთილგანწყობის მოპოვებაში, ერთგულად მსახურების გაგრძელებაში, გამოსასწორებელი ზომებისადმი სწორი დამოკიდებულების განვითარებასა და მეგობრების გონივრულად შერჩევაში. ის აგრეთვე გვამცნობს, რომ წინდახედულობაა შვილებისთვის მემკვიდრეობის დატოვება და სიყვარულით მათი აღზრდა.

      ღრმად წვდომის უნარი სხვების კეთილგანწყობილებას მოგვაპოვებინებს

      «კეთილი მოხედვა წყალობას გასცემს [„ვისაც ღრმად წვდომის უნარი აქვს, კეთილგანწყობილებით ეპყრობიან“, აქ], — ამბობს სოლომონი, — მოღალატეთა გზა კი მძიმეა» (იგავები 13:15). „ღრმად წვდომის უნარად“ ნათარგმნი დედანში გამოყენებული გამოთქმა „კეთილგონიერების, საღი აზროვნებისა და სწორად შეფასების აზრს გადმოგვცემს“, — ნათქვამია ერთ ნაშრომში. ასეთი

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება