საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ემსახურე იეჰოვას გულის სიხარულით
    საგუშაგო კოშკი — 1995 | 15 იანვარი
    • 4. რა გვეხმარება, ვემსახუროთ იეჰოვას გულის სიხარულით?

      4 რა დაგვეხმარება, რომ გულის სიხარულით ვემსახუროთ იეჰოვას? დახმარებას წარმოადგენს ჩვენი დადებითი და მადლიერებით აღსავსე თვალსაზრისი კურთხევებისა და ღმერთის მიერ მოცემული უპირატესობების შესახებ. მაგალითად, ჩვენ სიხარულით შეგვიძლია ვიფიქროთ ჭეშმარიტი ღმერთისადმი ‘წმინდა მსახურების’ გაწევის უპირატესობაზე (ლუკა 1:75). აგრეთვე, ამასთან დაკავშირებულია უპირატესობა, ვატაროთ იეჰოვას სახელი, როგორც მისმა მოწმეებმა (ესაია 43:10–12). ყოველივე ამასთან ერთად ჩვენ გვახარებს იმის ცოდნა, რომ გულს ვუხარებთ ღმერთს, თუ მის სიტყვას მივყვებით. და რამდენად სასიხარულოა, რომ ვირეკლავთ სულიერ სინათლეს და ამით

  • სარგებლობა, რომელიც მოაქვს ჭეშმარიტი ღვთისადმი შიშს
    საგუშაგო კოშკი — 1995 | 15 მარტი
    • 4, 5. ა) რატომ ვერ მისცა ახალგაზრდას უნივერსიტეტის განათლებამ ჭეშმარიტი სიბრძნე? ბ) როგორ შეიძინეს ამ ახალგაზრდამ და მისმა მეუღლემ ჭეშმარიტი სიბრძნე და როგორ შეცვალა ამან მათი ცხოვრება?

      4 განვიხილოთ ერთი მაგალითი. რამდენიმე ათეული წლის წინ ერთი ახალგაზრდა კანადაში სასკაჩევანის უნივერსიტეტში სწავლობდა. სასწავლო პროგრამაში შედიოდა ბიოლოგია და ამიტომ ამ ახალგაზრდას ევოლუციის თეორიას ასწავლიდნენ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სპეციალიზება არჩია ატომურ ფიზიკაში და შეიძინა სათანადო განათლება, რომ ტორონტოს უნივერსიტეტში გაეგრძელებინა სწავლა. უნივერსიტეტში სწავლისას ის ხედავდა ატომის სტრუქტურის წესრიგისა და აგებულების საოცარ მტკიცებებს. მაგრამ კითხვებზე: ვინ შექმნა ეს? როდის? რატომ? — პასუხს ვერ პოულობდა. იმ დროს, როდესაც არ ჰქონდა კითხვებზე პასუხი, შეეძლო თუ არა ამ ახალგაზრდას ბრძნულად გამოეყენებინა თავისი ცოდნა ქვეყნიერებაში, სადაც ომი ბობოქრობდა? რას უნდა ეხელმძღვანელა მისთვის? ნაციონალიზს? მატერიალიზმისკენ სწრაფვას? ნამდვილად ჰქონდა თუ არა მას ჭეშმარიტი სიბრძნე?

      5 უნივერსიტეტის დამთავრებიდან არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ, ამ ახალგაზრდამ თავის მეუღლესთან ერთად დაიწყო ბიბლიის შესწავლა იეჰოვას მოწმეებთან. ღმერთის სიტყვაში ისინი თანდათან პოულობდნენ იმ კითხვებზე პასუხს, რომლებიც მათ აინტერესებდათ. მათ შეიძინეს ცოდნა შემოქმედზე, რომელიც არის იეჰოვა ღმერთი. რადგან მათ ისწავლეს მოსესა და მეწამული ზღვის, ბაბილონში მყოფი დანიელისა და მისი მეგობრების შესახებ, მათ გაიგეს, რომ უნდა ეშინოდეთ ღმერთის და არა ადამიანების (გამოსვლა 14:10–31; დანიელი 3:8–23, 91–97). ღვთისადმი ასეთი შიში და ნამდვილი სიყვარული მათი აღმძვრელი გახდა. მალე მათი ცხოვრება სრულიად შეიცვალა. საბოლოოდ ამ ახალგაზრდამ გაიგო, თუ ვისი შექმნილი იყო ყოველივე ის, რასაც ბიოლოგიაში სწავლობდა. ის მიხვდა შემოქმედის განზრახვებს, რომლის სიბრძნესაც ხედავდა ფიზიკის შესწავლის დროს. იმის ნაცვლად, რომ ამ ახალგაზრდას თავისი ცოდნა ისეთი იარაღის წარმოებაში გამოეყენებინა, რითაც ზიანს მოუტანდა თავის მოძმეს, მას და მის მეუღლეს სურდათ, რომ დახმარებოდნენ სხვებს ღმერთისა და მოყვასის მიმართ სიყვარულის შეძენაში. ისინი, როგორც ღმერთის სამეფოს მქადაგებლები, სრული დროით მსახურთა რიგებში შევიდნენ. მოგვიანებით მათ დაამთავრეს საგუშაგო კოშკის ბიბლიური სკოლა გალაადი და სხვა ქვეყანაში მისიონერებად გაემგზავრნენ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება