„სიბრძნის სიმართლეს მისი საქმეები ამტკიცებს“
1. რა თვალსაზრისი აქვს ზოგს ჩვენს საქმიანობაზე?
1 ზოგჯერ შეიძლება მობინადრეები უარყოფითად განეწყონ ჩვენდამი; მათ შეიძლება უბრალოდ არ ესმით, რატომ ვქადაგებთ, ან იეჰოვას მოწმეებზე არასწორ ინფორმაციას ფლობენ. შესაძლოა, მათ მედიის საშუალებით შეექმნათ ასეთი თვალსაზრისი. ზოგ ადგილას ჩვენ „საშიშ სექტასაც“ გვიწოდებენ. რა უნდა გავაკეთოთ, როცა სხვები გვაკრიტიკებენ?
2. რა დაგვეხმარება კრიტიკული დამოკიდებულების დროს გულგატეხილობის თავიდან არიდებაში?
2 შეინარჩუნე დადებითი განწყობა: პირველ საუკუნეში იესოსა და იეჰოვას სხვა მსახურებს ხშირად არასწორად უგებდნენ და მათ წინააღმდეგ გამოდიოდნენ (საქ. 28:22). მიუხედავად ასეთი კრიტიკისა, მათ არ რცხვენოდათ მსახურების. იესომ თქვა: „სიბრძნის სიმართლეს მისი საქმეები ამტკიცებს“ (მათ. 11:18, 19). ის კვლავაც გულმოდგინედ ასრულებდა თავისი მამის ნებას და დარწმუნებული იყო, რომ ჭეშმარიტებას მოწყურებულნი დააფასებდნენ სასიხარულო ცნობას. თუ გვემახსოვრება, რომ ღვთის საკუთარ ძეს მსგავსად ექცეოდნენ, გული აღარ გაგვიტყდება.
3. რატომ არ უნდა გვიკვირდეს უარყოფითი დამოკიდებულება და წინააღმდეგობა?
3 იესომ აღნიშნა, რომ ქვეყნიერება ისევე შეიძულებდა მის მიმდევრებს, როგორც თავად იესო სძულდა (იოან. 15:18—20). ამიტომ უარყოფითი დამოკიდებულება და წინააღმდეგობა გასაკვირი არ არის. პირიქით, უნდა ველოდოთ, რომ ბოლო დღეების მოახლოებასა და სატანის რისხვის გაძლიერებასთან ერთად ასეთი დამოკიდებულება უფრო გახშირდება (გამოცხ. 12:12). უნდა გვიხაროდეს, რადგან ეს იმის ნიშანია, რომ სატანის ქვეყნიერება თავის აღსასრულს უახლოვდება.
4. როგორ უნდა ვუპასუხოთ, თუ უარყოფითად გამოეხმაურებიან სასიხარულო ცნობას?
4 უპასუხე თავაზიანად: როდესაც უარყოფით დამოკიდებულებას ვხვდებით, ჩვენ ყოველთვის თავაზიანობა და რბილი ხასიათი უნდა გამოვავლინოთ (იგავ. 15:1; კოლ. 4:5, 6). თუ შესაძლებლობა მოგვეცემა, შეგვიძლია ავუხსნათ გულწრფელ მობინადრეს, რომ იეჰოვას მოწმეებზე ბევრი ცრუ ინფორმაციაა გავრცელებული ან შეგვეძლო გვეკითხა, რატომ აქვს მოწმეებზე ასეთი შეხედულება. ჩვენმა თავაზიანმა პასუხმა ის შეიძლება დააფიქროს თავის შეხედულებაზე და მომავალში სხვა მოწმეს მოუსმინოს. თუმცა, თუ მობინადრე ძალიან აგრესიულია, უკეთესი იქნებოდა, თუ გავეცლებოდით იქაურობას. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იმისდა მიუხედავად, თუ რას ფიქრობენ სხვები ჩვენზე, იეჰოვა აფასებს ჩვენს მსახურებას (ეს. 52:7).