საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • rs გვ. 407-გვ. 410
  • წინასწარმეტყველება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • წინასწარმეტყველება
  • მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • თუ ვინმე გეუბნება. . .
  • სამეფო
    მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
  • როგორ განადგურდება ეს ქვეყნიერება
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2012
  • მალე ტანჯვას ბოლო მოეღება
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2013
  • გველისთვის თავის გაჭეჭყვა
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
იხილეთ მეტი
მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
rs გვ. 407-გვ. 410

წინასწარმეტყველება

განმარტება: ღვთისგან მომდინარე ინფორმაცია მისი ნებისა და განზრახვის შესახებ. წინასწარმეტყველებების საშუალებით ღმერთი ადამიანებს წინასწარ აუწყებს, თუ რა მოხდება მომავალში. გარდა ამისა, წინასწარმეტყველება შეიძლება უკავშირდებოდეს ღვთის ზნეობრივ ნორმებს, ბრძანებებს ან განაჩენს.

ბიბლიაში ჩაწერილი რომელი წინასწარმეტყველებები შესრულდა?

რამდენიმე მაგალითისთვის იხილეთ „ბიბლია“, „ბოლო დღეები“ და „თარიღები“, აგრეთვე წიგნი „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“, გვერდები 343—346 (ინგლ.).

კიდევ რომელი მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველებებია შესასრულებელი?

1 თეს. 5:3: „როცა ილაპარაკებენ, მშვიდობა და უსაფრთხოებაო, მაშინ დაატყდებათ თავს მოულოდნელი განადგურება, როგორც ორსულ ქალს — მშობიარობის ტკივილები, და თავს ვერ დააღწევენ“.

გამოცხ. 17:16: «ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი შეიძულებენ მეძავს [„დიდ ბაბილონს“], ააწიოკებენ მას და გააშიშვლებენ, მის ხორცს შეჭამენ და მას ცეცხლში დაწვავენ».

ეზეკ. 38:14—19: «უთხარი გოგს, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „განა არ გეცოდინება, ჩემი ხალხი, [სულიერი] ისრაელი, უსაფრთხოდ რომ იცხოვრებს იმ დღეს?! გამოხვალ შენი ადგილიდან, ჩრდილოეთის კიდეებიდან, ცხენებზე ამხედრებულ მრავალ ხალხთან ერთად . . .“. იმ დღეს, როცა გოგი მივა ისრაელის მიწაზე, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — რისხვა აღიგზნება ჩემს ნესტოებში. რისხვითა და მრისხანების ცეცხლით ვილაპარაკებ».

დან. 2:44: „ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც . . . დააქცევს და ბოლოს მოუღებს [ადამიანთა] ყველა ამ სამეფოს, თავად კი მარადიულად იდგება“.

ეზეკ. 38:23: „განვდიდდები და განვიწმინდები მრავალი ხალხის თვალწინ, თავს გავუმჟღავნებ მათ და გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა“.

გამოცხ. 20:1—3: „ვიხილე ციდან ჩამომავალი ანგელოზი, რომელსაც უფსკრულის გასაღები და დიდი ჯაჭვი ეჭირა ხელში. შეიპყრო დრაკონი, ძველი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა, და შებოჭა იგი ათასი წლით. ჩააგდო ის უფსკრულში, რომელიც ჩაკეტა და დაბეჭდა, რათა შეცდომაში აღარ შეიყვანოს ხალხები, სანამ ათასი წელი არ დასრულდება. ამის შემდეგ კი ცოტა ხნით უნდა გათავისუფლდეს“.

იოან. 5:28, 29: „ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ და გამოვლენ: კარგის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის, ცუდის მოქმედნი კი — სასამართლოს აღდგომისთვის“.

გამოცხ. 21:3, 4: «გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა: „აი, ღვთის კარავი ადამიანებთანაა. იგი მათთან დამკვიდრდება, ისინი მისი ხალხი იქნებიან და თვითონ ღმერთი მათთან იქნება. მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“».

1 კორ. 15:24—28: „მერე დადგება აღსასრული, როცა ის . . . თავის ღმერთსა და მამას გადასცემს სამეფოს . . . და როცა ყოველივე მას დაემორჩილება, მაშინ თვით ძეც დაემორჩილება მას, რომელმაც ყველაფერი დაუმორჩილა, რათა ღმერთი იყოს ყველაფერი ყველასთვის“.

რატომ უნდა ეკიდებოდნენ ქრისტიანები სერიოზულად ბიბლიის წინასწარმეტყველებებს?

მათ. 24:42: „იფხიზლეთ, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი“.

2 პეტ. 1:19—21: „ამან [რაც იესოს გარდასახვის დროს მოხდა] წინასწარმეტყველური სიტყვა ჩვენთვის უფრო სარწმუნო გახადა და კარგს აკეთებთ, რომ ყურადღებას აქცევთ მას . . . რადგან წინასწარმეტყველება არასოდეს წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანებს, წმინდა სულით აღძრულებს, ღმერთი ალაპარაკებდა“.

იგავ. 4:18: „მართალთა ბილიკი დილის ნათელს ჰგავს, რომელიც უფრო და უფრო კაშკაშა ხდება შუადღის დადგომამდე“.

მათ. 4:4: „კაცმა მხოლოდ პურით კი არ უნდა იცოცხლოს, არამედ იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“ (ამაში იგულისხმება მომავლის შესახებ დიდებული წინასწარმეტყველებებიც).

2 ტიმ. 3:16: „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და სიმართლეში აღსაზრდელად“ (ამგვარად, მთელ ბიბლიას გულმოდგინედ უნდა ვიკვლევდეთ).

თუ ვინმე გეუბნება. . .

„თქვენ წინასწარმეტყველებებს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ. მთავარია, გწამდეს ქრისტე და პატიოსნად იცხოვრო“.

შეგიძლია ასე უპასუხო: „ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ გვწამდეს იესო ქრისტე. მაგრამ რატომ უარყვეს პირველ საუკუნეში იუდეველებმა იესო? ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ სათანადო მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ წინასწარმეტყველებებს“. შემდეგ შეგიძლია უთხრა: 1) „ებრაულ წერილებში ნაწინასწარმეტყველები იყო, თუ როდის მოვიდოდა მესია (ქრისტე) და რას გააკეთებდა. მაგრამ ებრაელები, მთლიანობაში, ყურადღებით არ ეკიდებოდნენ ამ წინასწარმეტყველებებს. მათ თავიანთი წარმოდგენა ჰქონდათ იმის შესახებ, თუ რას გააკეთებდა მესია და ამის გამო უარყვეს ღვთის ძე“ (იხილე გვერდები 171, 172, „იესო ქრისტე“). 2) „ქრისტე უკვე გამეფდა ზეცაში და მისი ხელმძღვანელობით მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს ქადაგება (მათ. 24:14). მაგრამ უმრავლესობა ამას ყურადღებას არ აქცევს“.

ან შეგიძლია უთხრა: „გეთანხმებით, რომ პატიოსნება მნიშვნელოვანია. მაგრამ ვიქნები კარგი ქრისტიანი, თუ ქრისტეს მცნებებს ნაწილობრივ დავიცავ და პირველ ადგილზე არ დავაყენებ იმას, რასაც ის თვლიდა უმთავრესად? . . ნახეთ, რა წერია მათეს 6:33-ში“. შემდეგ შეგიძლია უთხრა: „იესომ გვასწავლა, რომ გველოცა ამ სამეფოს მოსვლისთვის. ლოცვაში ეს თხოვნა მან ცოდვების პატიებაზე წინ დააყენა მიუხედავად იმისა, რომ იესოსადმი რწმენას ვავლენთ, როცა ცოდვების პატიებას ვითხოვთ“ (მათ. 6:9—12).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება