-
რა ატმოსფერო სუფევს იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრებზე?ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?
-
-
გაკვეთილი 5
რა ატმოსფერო სუფევს იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრებზე?
არგენტინა
სიერა-ლეონე
ბელგია
მალაიზია
ბევრმა შეწყვიტა ეკლესიაში სიარული, რადგან ვერ მიიღეს მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები და ვერც ნუგეში პოვეს. მაშ, რატომ უნდა დაესწროთ ქრისტიანული კრების შეხვედრებს, რომელსაც იეჰოვას მოწმეები ატარებენ? რა ატმოსფერო სუფევს იქ?
თქვენ სიხარულს პოვებთ მოსიყვარულე და მზრუნველი ადამიანების გარემოცვაში. პირველ საუკუნეში ქრისტიანები ატარებდნენ კრების შეხვედრებს, სადაც თაყვანს სცემდნენ ღმერთს, სწავლობდნენ წმინდა წერილებს და ამხნევებდნენ ერთმანეთს (ებრაელები 10:24, 25). მოსიყვარულე სულიერ და-ძმებთან, ნამდვილ მეგობრებთან, ერთად ისინი თავს ძალიან კარგად გრძნობდნენ (2 თესალონიკელები 1:3; 3 იოანე 14). ჩვენც ვბაძავთ პირველი საუკუნის ქრისტიანებს და მსგავს სიხარულს განვიცდით.
თქვენს კეთილდღეობას მოემსახურება, თუ ისწავლით ბიბლიური პრინციპების გამოყენებას. როგორც ბიბლიურ დროში, ისე დღესაც კაცები, ქალები და ბავშვები ერთად იკრიბებიან. დახელოვნებული მასწავლებლები ბიბლიის მეშვეობით გვიხსნიან, როგორ გამოვიყენოთ ბიბლიური პრინციპები ყოველდღიურ ცხოვრებაში (კანონი 31:12; ნეემია 8:8). ყველას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს განხილვაში და იმღეროს სამეფოს სიმღერები და ამგვარად თავისი იმედი გააცხადოს (ებრაელები 10:23).
რწმენას განიმტკიცებთ, თუ კრების შეხვედრებს დაესწრებით. მოციქულმა პავლემ ერთ-ერთ კრებას მისწერა: „ვინაიდან ძალიან მსურს თქვენი ნახვა . . . რათა გავამხნეოთ ერთმანეთი ჩვენ-ჩვენი რწმენით“ (რომაელები 1:11, 12). კრების შეხვედრებზე რეგულარულად ვხვდებით თანამორწმუნეებს და ერთმანეთს ვაძლიერებთ. ეს შეხვედრები სტიმულს გვაძლევს, განვაგრძოთ ქრისტიანული გზით სვლა.
თქვენც შეგიძლიათ დაესწროთ ჩვენი კრების შეხვედრას და საკუთარი თვალით ნახოთ, რა ატმოსფეროა გამეფებული. იქ გულთბილად მიგიღებენ. კრების შეხვედრებზე დასწრება უფასოა და არც ფულის აკრეფა ხდება.
ვის მაგალითს ჰბაძავენ იეჰოვას მოწმეები, როცა კრების შეხვედრებს ატარებენ?
რატომ არის ჩვენთვისვე კარგი ქრისტიანული კრების შეხვედრებზე დასწრება?
-
-
რატომ არის ჩვენთვის კარგი თანაქრისტიანებთან ურთიერთობა?ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?
-
-
გაკვეთილი 6
რატომ არის ჩვენთვის კარგი თანაქრისტიანებთან ურთიერთობა?
მადაგასკარი
ნორვეგია
ლიბანი
იტალია
იეჰოვას მოწმეებს გაუვალი ჯუნგლებიც რომ ედოთ გზად ან ზამთრის სუსხიან დღესაც რომ მოუწიოთ გარეთ გასვლა, მაინც რეგულარულად დაესწრებიან ქრისტიანული კრების შეხვედრებს. რატომ არ ზოგავენ ისინი თავს და თანამორწმუნეებთან ერთად იკრიბებიან, სხვადასხვა პრობლემებისა თუ დამქანცველი სამუშაო დღის მიუხედავად?
ეს ჩვენს კეთილდღეობას ემსახურება. პავლემ კრების წევრებს მოუწოდა, რომ ერთმანეთის მიმართ ყურადღებიანები ყოფილიყვნენ (ებრაელები 10:24). ამ მუხლში გამოყენებული სიტყვა „ყურადღებიანი“ ნიშნავს „სხვის კეთილდღეობაზე ფიქრს“, რაც თავისთავად ერთმანეთის გაცნობასაც გულისხმობს. პავლე მოციქულის სიტყვებიდან ჩანს, რომ უნდა დავინტერესდეთ სხვებით. თუ უკეთ გავიცნობთ სხვა ქრისტიანებს, დავინახავთ, რომ ზოგმა მათგანმა დაძლია ისეთი სირთულეები, როგორსაც თავად ვხვდებით. ისინი გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და დაგვეხმარებიან, ჩვენც გავუმკლავდეთ მსგავს პრობლემებს.
ეს ხელს უწყობს ურყევ მეგობრობას. თანაქრისტიანები, რომლებთან ერთადაც ვიკრიბებით, უბრალო ნაცნობები კი არა, ჩვენი ახლო მეგობრები არიან. მათთან მხოლოდ კრების შეხვედრებზე კი არ გვაქვს ურთიერთობა, არამედ ერთადაც ვისვენებთ და სასიამოვნოდაც ვატარებთ დროს. შედეგად, უფრო ახლოს ვეცნობით და გვიყვარდება ერთმანეთი. ამიტომ, როცა ისინი პრობლემებს ხვდებიან, მზად ვართ, დავეხმაროთ, რადგან ჩვენი მეგობრები არიან (იგავები 17:17). ჩვენ კრების ყველა წევრთან გვაქვს ურთიერთობა და ამგვარად ვაჩვენებთ, რომ „თანაბრად ვზრუნავთ“ ერთმანეთზე (1 კორინთელები 12:25, 26).
თქვენც შეგიძლიათ დაუმეგობრდეთ მათ, ვინც ღვთის ნებას ასრულებს. ასეთ ადამიანებს იეჰოვას მოწმეთა შორის იპოვით. ამიტომ, ნუ შეწყვეტთ იეჰოვას ხალხთან ურთიერთობას რაიმე ხელის შემშლელი მიზეზის გამო.
რატომ არის ჩვენთვის კარგი კრების შეხვედრებზე თანაქრისტიანებთან ურთიერთობა?
როდის გეგმავთ, უფრო ახლოს გაიცნოთ იეჰოვას მოწმეთა კრების წევრები?
-
-
როგორ ტარდება ჩვენი შეხვედრები?ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?
-
-
გაკვეთილი 7
როგორ ტარდება ჩვენი შეხვედრები?
ახალი ზელანდია
იაპონია
უგანდა
ლიტვა
პირველი საუკუნის ქრისტიანები კრების შეხვედრებზე ღვთის განსადიდებელ სიმღერებს მღეროდნენ, ლოცულობდნენ, კითხულობდნენ და განიხილავდნენ წმინდა წერილებს. ასეთ შეხვედრებზე არანაირი რიტუალი არ სრულდებოდა (1 კორინთელები 14:26). დღეს ჩვენი კრების შეხვედრებიც მსგავსად ტარდება.
ბიბლიური დასწავლება. შაბათ-კვირას თითოეული კრება იკრიბება, რათა მოისმინოს 30-წუთიანი მოხსენება ბიბლიურ თემაზე. ამ მოხსენების დროს განხილული ბიბლიური მუხლები გვიჩვენებს, თუ რა დროში ვცხოვრობთ და როგორ შეგვიძლია ბიბლიური რჩევების გამოყენება. მომხსენებელი მოუწოდებს აუდიტორიას, ამოკითხულ ბიბლიურ მუხლებს საკუთარ წიგნებში მიადევნონ თვალი. მოხსენების შემდეგ ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ შესწავლა იწყება, რომელიც ერთ საათს გრძელდება. ამ შეხვედრის დროს კრების წევრებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ სასწავლო სტატიის განხილვაში. ასეთი განხილვა გვეხმარება, ცხოვრებაში ბიბლიური რჩევებით ვიხელმძღვანელოთ. მთელ მსოფლიოში 110 000-ზე მეტ კრებაში ერთი და იგივე მასალა შეისწავლება.
ღვთის სიტყვის სწავლების უნარის დახვეწა. შუა კვირის შეხვედრას ჰქვია „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“. კრების ეს შეხვედრა სამი ნაწილისგან შედგება და დაფუძნებულია „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრებისა და მსახურების“ ყოველთვიურ პროგრამაზე. პირველ ნაწილში, „ღვთის სიტყვის საუნჯე“, განვიხილავთ ბიბლიურ მონაკვეთებს, რომლებსაც წინასწარ ვკითხულობთ. მეორე ნაწილში, „გააუმჯობესე მსახურება“, წარმოდგენილია ინსცენირებები, რომლებიც გვეხმარება, გავხდეთ დახელოვნებული მქადაგებლები. შეხვედრის ზედამხედველი გამომსვლელებს საჭირო რჩევებს აძლევს, რათა უფრო დაიხვეწონ კითხვასა და საუბარში (1 ტიმოთე 4:13). პროგრამის ბოლო ნაწილში, „იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით“, ვსწავლობთ, როგორ გამოვიყენოთ ბიბლიური პრინციპები ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამ ნაწილში აგრეთვე კითხვა-პასუხებით განვიხილავთ მოცემულ მასალას, რაც გვეხმარება, გავიღრმავოთ ბიბლიური ცოდნა.
როდესაც ჩვენს შეხვედრებს დაესწრებით, შეუძლებელია, თქვენზე წარუშლელი კვალი არ დატოვოს იქ მოსმენილმა ბიბლიურმა სწავლებებმა (ესაია 54:13).
რის მოსმენა შეგიძლიათ იეჰოვას მოწმეების კრების შეხვედრებზე?
კრების რომელ შეხვედრაზე ისურვებდით დასწრებას?
-