საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რატომ ვესწრებით კონგრესებს?
    ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?
    • გაკვეთილი 11

      რატომ ვესწრებით კონგრესებს?

      იეჰოვას მოწმეების რეგიონული კონგრესი მექსიკაში

      მექსიკა

      გერმანიის რეგიონულ კონგრესზე გამოცემული პუბლიკაცია

      გერმანია

      იეჰოვა მოწმეები რეგიონულ კონგრესზე ბოტსვანაში

      ბოტსვანა

      ახალგაზრდა ბიჭი ინათლება ნიკარაგუაში

      ნიკარაგუა

      კოსტუმირებული დრამა რეგიონულ კონგრესზე იტალიაში

      იტალია

      რატომ არის ეს ხალხი ასე ბედნიერი? ისინი ერთ-ერთ ჩვენს კონგრესს ესწრებიან. ძველი დროის ღვთის მსახურთა მსგავსად, რომლებიც წელიწადში სამჯერ უნდა შეკრებილიყვნენ, ჩვენც მოუთმენლად ველით ასეთ შეხვედრებზე დასწრებას (კანონი 16:16). წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს სამი დიდი შეხვედრა. ესენია: ორი ერთდღიანი სარაიონო კონგრესი და სამდღიანი რეგიონული კონგრესი. რა მიზანს ემსახურება ეს კონგრესები?

      კონგრესები აძლიერებს ქრისტიანულ საძმოს. ისრაელების მსგავსად, რომლებიც „შეკრებილ ხალხში“ სიხარულით განადიდებდნენ იეჰოვას, ჩვენც სიხარულით ვცემთ მას თაყვანს და-ძმებთან ერთად კონგრესებზე (ფსალმუნი 26:12; 111:1). ასეთ შეხვედრებზე საშუალება გვეძლევა, შევხვდეთ თანამორწმუნეებს სხვა კრებებიდან და სხვა ქვეყნებიდანაც კი. შუადღით ერთად ვსადილობთ კონგრესის ჩატარების ადგილზე, რაც ამ სულიერ ღონისძიებებზე მეგობრული ატმოსფეროს შექმნას უწყობს ხელს (საქმეები 2:42). ამ კონგრესებზე იმ უდიდესი სიყვარულის მოწმენი ვხდებით, რომელიც მსოფლიოში „მთელ საძმოს“ ერთ მუშტად კრავს (1 პეტრე 2:17).

      კონგრესები სულიერ ზრდაში გვეხმარება. ძველად ისრაელები ერთად იკრიბებოდნენ, რათა ღვთის კანონის ახსნა მოესმინათ (ნეემია 8:8, 12). ჩვენც დიდად ვაფასებთ იმას, რომ კონგრესებზე ბიბლიურ რჩევა-დარიგებას ვიღებთ. პროგრამის თითოეული ნაწილი ბიბლიაზეა დაფუძნებული. წარმოდგენილი ცალკეული მოხსენებებიდან თუ მოხსენებათა სერიებიდან, აგრეთვე რეალური შემთხვევების ინსცენირებებიდან ვსწავლობთ, თუ როგორ შევასრულოთ ღვთის ნება. გარდა ამისა, გვამხნევებს იმ და-ძმების შემთხვევების მოსმენაც, რომლებმაც თავი გაართვეს სირთულეებს ქრისტიანული ცხოვრების გზაზე. რეგიონულ კონგრესებზე კოსტიუმირებული დრამები სცენაზე აცოცხლებს ბიბლიურ ეპიზოდებს და გვიჩვენებს, თუ რა შეგვიძლია ვისწავლოთ დღეს ძველი დროის მაგალითებიდან. მათ, ვისაც სურს, იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად მოინათლოს, თითოეულ კონგრესზე ამის შესაძლებლობა ეძლევა.

      • რატომ არის კონგრესები სასიხარულო მოვლენა ქრისტიანის ცხოვრებაში?

      • რაში შეიძლება დაგეხმაროთ კონგრესზე დასწრება?

      გაიგეთ მეტი

      თუ გსურთ, უკეთ გაეცნოთ ჩვენს საძმოს, დაესწარით მომდევნო კონგრესს. ვინც ბიბლიის გამოკვლევაში გეხმარებათ, კონგრესის პროგრამის ბუკლეტს გაჩვენებთ, რაც წარმოდგენას შეგიქმნით, თუ რა თემები განიხილება ასეთ კონგრესებზე. აღნიშნეთ თქვენს კალენდარზე, სად და როდის გაიმართება მომდევნო კონგრესი და შეეცადეთ, დაესწროთ მას.

  • როგორ ეწევა ორგანიზება სამქადაგებლო საქმიანობას?
    ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?
    • გაკვეთილი 12

      როგორ ეწევა ორგანიზება სამქადაგებლო საქმიანობას?

      იეჰოვას მოწმეები ქადაგებენ კარდაკარ

      ესპანეთი

      ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე პარკში ქადაგებს

      ბელორუსია

      ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე ქადაგებს ტელეფონით

      ჰონკონგი

      იეჰოვას მოწმეები ქადაგებენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას

      პერუ

      სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იესომ შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 24:14). მაგრამ როგორ შესრულდებოდა ეს საქმე ამხელა მასშტაბით? ამას მხოლოდ მაშინ შეძლებდნენ ქრისტიანები, თუ იესოს ნაკვალევს გაჰყვებოდნენ და იქადაგებდნენ (ლუკა 8:1).

      ჩვენ სახლებში ვაკითხავთ ადამიანებს. იესო თავის მოწაფეებს ასწავლიდა, სასიხარულო ცნობა კარდაკარ ექადაგათ (მათე 10:11—13; საქმეები 5:42; 20:20). პირველ საუკუნეში მქადაგებლებს სხვადასხვა ტერიტორიაზე აგზავნიდნენ საქადაგებლად (მათე 10:5, 6; 2 კორინთელები 10:13). დღესაც ჩვენს სამქადაგებლო საქმიანობას ორგანიზება ეწევა და თითოეულ კრებას თავისი სამქადაგებლო ტერიტორია აქვს გამოყოფილი. ეს საშუალებას გვაძლევს, შევასრულოთ იესოს დავალება: „ვუქადაგოთ ხალხს და საფუძვლიანად დავამოწმოთ“ (საქმეები 10:42).

      ჩვენ ხელიდან არ ვუშვებთ შესაძლებლობას და ყველგან ვქადაგებთ. იესო არ ერიდებოდა ისეთ ადგილებში ქადაგებას, სადაც ხალხი იყრიდა თავს. მაგალითად, ის ქადაგებდა ზღვის სანაპიროზე და ჭასთან. ჩვენც უნდა მივბაძოთ მას (მარკოზი 4:1; იოანე 4:5—15). ჩვენც ვესაუბრებით ადამიანებს ყველგან, სადაც შევხვდებით, იქნება ეს ქუჩებში, დაწესებულებებსა თუ სკვერებში; ვქადაგებთ ტელეფონითაც. როდესაც შესაძლებლობა გვეძლევა, ვესაუბრებით მეზობლებს, თანამშრომლებს, თანაკლასელებსა და ნათესავებს. სწორედ ასეთი მსახურების შედეგად, დღეს უკვე მთელი დედამიწის ზურგზე მილიონობით ადამიანმა მოისმინა ხსნის შესახებ სასიხარულო ცნობა (ფსალმუნი 96:2).

      ხომ არ გაგახსენდათ ვინმე, ვისაც დიდი სიამოვნებით გაუზიარებდით ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას? გიფიქრიათ, რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ ცნობას მათთვის? ნუ იფიქრებთ მხოლოდ საკუთარ თავზე და რაც შეიძლება მალე გაუზიარეთ ეს იმედი სხვებსაც!

      • რა არის „სასიხარულო ცნობა“, რომელიც უნდა ვიქადაგოთ?

      • როგორ ჰბაძავენ იეჰოვას მოწმეები იესოს მსახურებაში?

      გაიგეთ მეტი

      სთხოვეთ მას, ვინც ბიბლიის კვლევაში გეხმარებათ, გიჩვენოთ, როგორ შეიძლება ტაქტიანად გაუზიაროთ ნაცნობ-მეგობრებს ის, რაც ბიბლიიდან ისწავლეთ.

  • ვინ არიან პიონერები?
    ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?
    • გაკვეთილი 13

      ვინ არიან პიონერები?

      სრული დროით მქადაგებელი ქადაგებს ქუჩაში

      კანადა

      სრული დროით მქადაგებლები კარდაკარ მსახურებისას

      კარდაკარ მსახურება

      პიონერები ატარებენ ბიბლიის შესწავლას

      ბიბლიის შესწავლა

      პიონერი სწავლობს ბიბლიას

      პირადი შესწავლა

      სიტყვა „პიონერი“ ხშირად იმ ადამიანთან მიმართებით გამოიყენება, რომელიც ცხოვრების ამა თუ იმ სფეროსა თუ დარგში გზას უკვალავს სხვებს. იესო ნამდვილად თავისი საქმის პიონერი იყო, რადგან მოევლინა დედამიწას, იქადაგა და ამგვარად გზა გაუკვალა კაცობრიობას გადარჩენისკენ (მათე 20:28). დღეს მისი მიმდევრები ჰბაძავენ მას და მოწაფეების მომზადების საქმეს რაც შეიძლება მეტ დროს უთმობენ (მათე 28:19, 20). ზოგიერთ მათგანს საშუალება აქვს, მონაწილეობა მიიღოს მსახურების იმ სფეროში, რომელსაც პიონერულ მსახურებას ვუწოდებთ.

      პიონერი სრული დროით მქადაგებელია. იეჰოვას თითოეული მოწმე სასიხარულო ცნობის მაუწყებელია. ზოგმა კი ისე დაგეგმა თავისი ცხოვრება, რომ პიონერად მსახურობს ანუ ყოველთვიურად 70 საათს უთმობს სამქადაგებლო საქმეს. პიონერობა რომ შეძლონ, ამ მაუწყებელთაგან ბევრი ნახევარ განაკვეთზე მუშაობს. სხვები კი სპეციალურ პიონერებად ინიშნებიან იქ, სადაც სამეფოს მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილებაა და თვის მანძილზე 130 ან უფრო მეტ საათს უთმობენ ქადაგებას. პიონერები კმაყოფილდებიან მცირედით, და სჯერათ, რომ აუცილებელზე იეჰოვა იზრუნებს (მათე 6:31—33; 1 ტიმოთე 6:6—8). ისინი კი, ვისაც მდგომარეობა არ უწყობთ ხელს, რომ სრული დროით მქადაგებლები იყვნენ, დამხმარე პიონერებად მსახურობენ და თვეში 30 ან 50 საათს ქადაგებენ.

      პიონერებს ღვთისა და მოყვასის სიყვარული აღძრავთ ქადაგებისკენ. იესოს მსგავსად, ჩვენც ვხედავთ, რომ დღეს ხალხი სულიერად შიმშილობს (მარკოზი 6:34). მაგრამ ჩვენ გვაქვს ცნობა, რომელიც დღესვე ჰგვრის შვებას ადამიანებს და გულში მომავლის მტკიცე იმედს უსახავს. პიონერებს მოყვასის სიყვარული აღძრავს, არ დაიშურონ დრო და ძალ-ღონე, რათა სხვებს სულიერად დაეხმარონ (მათე 22:39; 1 თესალონიკელები 2:8). შედეგად მათი რწმენა მტკიცდება, ისინი უახლოვდებიან ღმერთს და დიდ სიხარულს გრძნობენ (საქმეები 20:35).

      • ვინ არიან პიონერები?

      • რა აღძრავს ზოგს, სრული დროით იქადაგოს?

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება