საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სკოლები პიონერებისთვის
    ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?
    • გაკვეთილი 14

      სკოლები პიონერებისთვის

      სრული დროით მსახურები ქუჩაში ქადაგებენ

      შეერთებული შტატები

      მოსწავლეები „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიურ სკოლა გალაადში
      მოსწავლეები ემზადებიან მისიონერული მსახურებისთვის

      სკოლა გალაადი, პატერსონი, ნიუ-იორკი

      მისიონერი წყვილი ქადაგებს პანამაში

      პანამა

      იეჰოვას მოწმეები უკვე დიდი ხანია, რაც თეოკრატიულ განათლებას იღებენ. ისინი, ვინც სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას სრული დროით ქადაგებენ, გადიან სპეციალურ დასწავლებას, რათა „ყოველმხრივ შეასრულონ“ თავიანთი მსახურება (2 ტიმოთე 4:5).

      პიონერული მსახურების სკოლა. პიონერებს, რომლებმაც უკვე ერთი წელი სრული დროით იმსახურეს, შეუძლიათ ექვსდღიანი სკოლის გავლა, რომელიც მათთვის უახლოეს სამეფო დარბაზში ჩატარდება. ამ სკოლის მიზანია, დაეხმაროს პიონერებს მსახურების ნებისმიერ სფეროში უფრო დახელოვნებულნი გახდნენ, უფრო დაუახლოვდნენ იეჰოვას და გააგრძელონ ერთგულად მსახურება.

      სამეფოს მახარობელთა სკოლა. ამ ორთვიან სკოლას გადიან გამოცდილი პიონერები, რომლებიც მზად არიან დატოვონ თავიანთი სახლები და გადავიდნენ იქ, სადაც მაუწყებლებზე მეტი საჭიროებაა. ფაქტობრივად, ისინი ამბობენ: „მე წავალ! მე გამგზავნე!“. ამგვარად ჰბაძავენ ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებულ მქადაგებელს, იესო ქრისტეს (ესაია 6:8; იოანე 7:29). ასეთი მსახურება მოითხოვს, შეეგუონ ცხოვრების ახალ და უბრალო წესს. მათ აგრეთვე შეიძლება მოუწიოთ ახალ კულტურასთან, კლიმატთან და საკვებთან შეგუება. შესაძლოა, ახალი ენის შესწავლაც დასჭირდეთ. ეს სკოლა ეხმარება 23-დან 65 წლამდე დაუქორწინებელ და-ძმებსა თუ დაქორწინებულ წყვილებს, განივითარონ სულიერი თვისებები და უნარი, რომლებიც დაეხმარება მათ, ახალ დანიშნულებაში სრულად მოემსახურონ იეჰოვასა და მის ორგანიზაციას.

      „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადი“. ებრაული სიტყვა „გალაადი“ ნიშნავს „მოწმობის გროვას“. 1943 წლიდან მოყოლებული 8 000-ზე მეტი მისიონერი, რომლებმაც სკოლა „გალაადი“ გაიარეს, წარმატებით ქადაგებს „დედამიწის კიდით-კიდემდე“ (საქმეები 13:47). მაგალითად, როდესაც მისიონერები პირველად ჩავიდნენ პერუში, იქ ერთი კრებაც არ იყო, ახლა კი 1 000-ზე მეტი კრებაა. როდესაც მისიონერებმა იაპონიაში დაიწყეს მსახურება, ქვეყანაში ათი მოწმეც კი არ იყო, დღეს მათი რიცხვი 200 000-ს აჭარბებს. „გალაადის“ სკოლის ხუთთვიანი კურსის განმავლობაში სტუდენტები საფუძვლიანად სწავლობენ ღვთის სიტყვას. ამ სკოლის გასავლელად იწვევენ მათ, ვინც სპეციალურ პიონერებად, მისიონერებად, ბეთელელებად ან სარაიონო ზედამხედველებად მსახურობენ. სკოლის მიზანია მსოფლიო სამქადაგებლო საქმის წინ წაწევა.

      • რა არის პიონერული მსახურების სკოლის მიზანი?

      • ვის შეუძლია სამეფოს მახარობელთა სკოლის გავლა?

  • როგორ ეხმარებიან უხუცესები კრებას?
    ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?
    • გაკვეთილი 15

      როგორ ეხმარებიან უხუცესები კრებას?

      უხუცესი კრების წევრებთან საუბრობს

      ფინეთი

      უხუცესი კრების შეხვედრაზე სხვებს ასწავლის

      დასწავლება

      უხუცესები კრების წევრებს ამხნევებენ

      დამწყემსვა

      უხუცესი კრების შეხვედრაზე სხვებს ასწავლის

      ქადაგება

      ჩვენ არ გვყავს სამღვდელოება, რომელიც გასამრჯელოს იღებს. ნაცვლად ამისა, ქრისტიანულ კრებაში ზედამხედველებად ინიშნებიან მამაკაცები, „რათა დამწყემსონ ღვთის კრება“. ეს სწორედ ისე ხდება, როგორც პირველ საუკუნეში, როცა ქრისტიანულ კრებას ჩაეყარა საფუძველი (საქმეები 20:28). ეს ზედამხედველები ანუ უხუცესები სულიერად მოწიფული მამაკაცები არიან, რომლებიც კრებას ხელმძღვანელობენ და მწყემსავენ „არა იძულებით, არამედ ხალისით, არა უპატიოსნო შემოსავლის სიყვარულით, არამედ გულმოდგინებით“ (1 პეტრე 5:1—3). რა საქმეს ასრულებენ ისინი ჩვენ სასიკეთოდ?

      ჩვენზე ზრუნავენ და გვიცავენ. უხუცესები ხელმძღვანელობენ კრებას და სულიერად იცავენ. მათ ესმით, რაოდენ საპასუხისმგებლო საქმე მიანდო ღმერთმა. ამიტომ, უხუცესები კი არ ბატონობენ ღვთის ხალხზე, არამედ ძალ-ღონეს არ იშურებენ მათი ბედნიერებისთვის (2 კორინთელები 1:24). როგორც მწყემსი ზრუნავს სათუთად თითოეულ ცხვარზე, ისე უხუცესები ცდილობენ, კრების თითოეული წევრით დაინტერესდნენ (იგავები 27:23).

      გვასწავლიან, შევასრულოთ ღვთის ნება. უხუცესები ყოველკვირა ხელმძღვანელობენ კრების შეხვედრებს, რაც ჩვენი რწმენის განმტკიცებას ემსახურება (საქმეები 15:32). ეს ერთგული მამაკაცები სამქადაგებლო საქმიანობასაც უძღვებიან, თანამშრომლობენ ჩვენთან და გვეხმარებიან, რომ მსახურების ყველა სფეროში დავიხვეწოთ.

      გვამხნევებენ. იეჰოვასთან დაახლოებაში რომ დაგვეხმარონ, კრების უხუცესები გვინახულებენ სახლში ან გვესაუბრებიან სამეფო დარბაზში და გვამხნევებენ ბიბლიის დახმარებით (იაკობი 5:14, 15).

      კრების საქმეების გარდა, უხუცესების უმეტესობა მუშაობს და ოჯახურ მოვალეობებსაც ართმევს თავს, რაც დროსა და ენერგიას მოითხოვს. ეს მძიმედ მშრომელი ძმები ნამდვილად იმსახურებენ პატივისცემას (1 თესალონიკელები 5:12, 13).

      • რა მოვალეობას ასრულებენ უხუცესები კრებაში?

      • როგორ ავლენენ უხუცესები ყურადღებას თითოეული ჩვენგანის მიმართ?

      გაიგეთ მეტი

      ვის შეუძლია იმსახუროს უხუცესად? მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ უხუცესები და მომსახურეები, ჩაწერილია 1 ტიმოთეს 3:1—10, 12-სა და ტიტეს 1:5—9-ში.

  • რა მოვალეობა აკისრიათ მომსახურეებს?
    ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?
    • გაკვეთილი 16

      რა მოვალეობა აკისრიათ მომსახურეებს?

      მომსახურე ძმა ლიტერატურას გასცემს

      მიანმა

      მომსახურე ძმა მოხსენებით გამოდის

      კრების შეხვედრა

      მომსახურე ძმა სამქადაგებლო შეხვედრას ატარებს

      სამქადაგებლო ჯგუფი

      მომსახურე ძმა სამეფო დარბაზის მოვლაში იღებს მონაწილეობას

      სამეფო დარბაზის მოვლა-პატრონობა

      ბიბლია საუბრობს მამაკაცების ორ ჯგუფზე, რომლებსაც კრებაში პასუხისმგებლობები აკისრიათ. ესენი არიან „ზედამხედველები და მომსახურეები“ (ფილიპელები 1:1). თითოეულ კრებაში არიან ძმები, რომლებიც უხუცესებად და მომსახურეებად მსახურობენ. რა დავალებებს ასრულებენ მომსახურეები კრების სასიკეთოდ?

      თანამშრომლობენ უხუცესთა საბჭოსთან. მომსახურეები სულიერად მოწიფული, სანდო და კეთილსინდისიერი მამაკაცები არიან. ისინი შეიძლება ნებისმიერი ასაკის იყვნენ. მათ სხვადასხვა პასუხისმგებლობა აკისრიათ კრებაში, იქნება ეს დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხებთან თუ ფიზიკურ შრომასთან. ეს უხუცესებს იმის საშუალებას აძლევს, რომ ძირითადი ყურადღება კრების წევრების დამოძღვრასა და დამწყემსვაზე გადაიტანონ.

      ემსახურებიან კრებას. ზოგიერთ მომსახურეს ევალება, კრების შეხვედრაზე მოსულებს მიესალმოს. სხვებს შესაძლოა დაევალოთ ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობის მართვა, ლიტერატურისა თუ სამქადაგებლო უბნების განაწილება და კრების საფინანსო ანგარიშებზე ზრუნვა. მომსახურეები აგრეთვე მონაწილეობას იღებენ სამეფო დარბაზის მოვლა-პატრონობაში. შეიძლება მათ უხუცესებმა სთხოვონ, ხანდაზმულებს აღმოუჩინონ დახმარება. ისინი სიხარულითა და მონდომებით ასრულებენ მათზე დაკისრებულ ნებისმიერ ვალდებულებას, რის გამოც კრების წევრების პატივისცემას იმსახურებენ (1 ტიმოთე 3:13).

      მისაბაძი ქრისტიანები არიან. მომსახურეებად მათ იმიტომ ნიშნავენ, რომ ქრისტიანულ თვისებებს ავლენენ. ისინი კრების პროგრამაშიც იღებენ მონაწილეობას, რითაც რწმენას გვიმტკიცებენ. მომსახურეები გულმოდგინედ ქადაგებენ და ამით კარგ მაგალითს აძლევენ კრებას. ამასთანავე, მჭიდროდ თანამშრომლობენ უხუცესთა საბჭოსთან, კრებაში სიხარული შეაქვთ და მის ერთიანობას უწყობენ ხელს (ეფესოელები 4:16). დროთა განმავლობაში ისინი შეიძლება უხუცესებადაც დაინიშნონ.

      • ვინ ინიშნება მომსახურედ?

      • როგორ ეხმარებიან ისინი კრებას?

      გაიგეთ მეტი

      ყოველთვის, როცა სამეფო დარბაზში მიხვალთ, ეცადეთ, ერთი უხუცესი ან მომსახურე მაინც გაიცნოთ. ამგვარად, ნელ-ნელა თითოეული მათგანისა და მათი ოჯახების გაცნობას შეძლებთ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება