საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • rs გვ. 395-გვ. 399
  • ცოდვა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ცოდვა
  • მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
  • მსგავსი მასალა
  • რა იყო თავდაპირველი ცოდვა?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • როგორ გვიხსნის იესო?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2001
  • ცოდვა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • როდესაც ცოდვა აღარ იქნება
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
იხილეთ მეტი
მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
rs გვ. 395-გვ. 399

ცოდვა

განმარტება: „ცოდვად“ ნათარგმნი ებრაული და ბერძნული სიტყვების ფუძე სიტყვასიტყვით ნიშნავს „მიზანს ააცდინო“. ღმერთი თვითონ ადგენს „მიზანს“, რომელსაც მისმა ქმნილებებმა უნდა მიაღწიონ. ამ მიზანს აცდენა არის ცოდვა, უმართლობა, უკანონობა (რომ. 3:23; 1 იოან. 5:17; 3:4). ცოდვაა ყველაფერი, რაც არ შეესაბამება ღვთის წმინდა ბუნებას, ნორმებს, პრინციპებსა და ნებას. ადამიანმა შეიძლება შესცოდოს საქმით, სიტყვით ან ფიქრით. ცოდვა შეიძლება იყოს ვალდებულების შეუსრულებლობა, არასწორი სურვილები და ეგოისტური განწყობა. ბიბლიის თანახმად, არის განსხვავება სისუსტის ან არცოდნის გამო ჩადენილ ცოდვასა და შეგნებულად ჩადენილ ცოდვას შორის; ცოდვის ჩადენის ჩვევასა და ერთხელ შეცოდებას შორის, რასაც ადამიანი ინანიებს.

რატომ შესცოდა ადამმა, თუ ის სრულყოფილი იყო?

დაბადების 1:27, 31-სა და მეორე კანონის 32:4-ში ჩაწერილი სიტყვები იმაზე მეტყველებს, რომ ადამი სრულყოფილი იყო. ფიზიკური ქმნილებების, მათ შორის ადამისა და ევას, შექმნის შემდეგ იეჰოვამ თქვა, რომ ყოველივე „ძალიან კარგი“ იყო. რას ნიშნავს ეს? იეჰოვას ყველა საქმე სრულყოფილია და თუ მან თავის ქმნილებებზე თქვა, რომ „ძალიან კარგი“ იყო, ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველივე მის სრულყოფილ ნორმებს შეესაბამებოდა.

ნიშნავდა ადამისა და ევას სრულყოფილება იმას, რომ მათ არ შეეძლოთ არასწორად მოქცევა? რობოტს ადამიანი იმ მიზნით ქმნის, რომ ყველაფერი ისე გააკეთოს, როგორც დააპროგრამებს. მაგრამ ადამიანი განსხვავდება რობოტისგან. ადამი და ევა ადამიანები იყვნენ და არა რობოტები. ღმერთმა ადამიანებს მისცა იმის უნარი, რომ თავად გადაეწყვიტათ, კარგი ეკეთებინათ თუ ცუდი, დამორჩილებოდნენ ღმერთს თუ არა. ღმერთმა ისინი არჩევნის გაკეთების უნარით შექმნა. ამიტომ სინამდვილეში არჩევნის გაკეთების უნარის არქონა (და არა არასწორი არჩევანი) იქნებოდა არასრულყოფილების მაჩვენებელი (შეადარეთ მეორე კანონის 30:19, 20; იესო ნავეს ძის 24:15).

იყო ადამისა და ევას სრულყოფილება იმის გარანტია, რომ ისინი ყოველთვის სწორად მოიქცეოდნენ? არა. ეს რომ ასე ყოფილიყო, ფაქტობრივად, მათ არ ექნებოდათ არჩევნის გაკეთების საშუალება. ღმერთს ისე არ შეუქმნია ადამი და ევა, რომ მას ავტომატურად დამორჩილებოდნენ. ღმერთმა მათ მისცა გადაწყვეტილებების მიღების უნარი. მათ გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული, ღმერთს სიყვარულით დაემორჩილებოდნენ თუ ეგოისტურ სურვილებს განივითარებდნენ და დაუმორჩილებლობას გამოავლენდნენ. რა გირჩევნიათ — ვინმემ რამე საკუთარი სურვილით გაგიკეთოთ თუ იძულებით? (შეადარეთ მეორე კანონის 11:1; 1 იოანეს 5:3).

რამ მიიყვანა სრულყოფილი ადამიანები ცოდვის ჩადენამდე? მიუხედავად იმისა, რომ სრულყოფილები იყვნენ, ჯანსაღი საკვების გარეშე მათი სრულყოფილი ფიზიკური სხეული ვერ შეძლებდა სათანადოდ ფუნქციონირებას. მსგავსად ამისა, არასწორი აზრებით გონების კვება მათ ზნეობრივ დაცემამდე მიიყვანდა. იაკობის 1:14, 15-ში ვკითხულობთ: „თითოეულს სცდის საკუთარი სურვილი, რომელიც აიყოლიებს და აცდუნებს მას. სურვილი კი, როცა განაყოფიერდება, შობს ცოდვას“. ევას არასწორი სურვილები მას შემდეგ განუვითარდა, რაც სატანა გველის მეშვეობით ელაპარაკა და მისგან მოსმენილი აზრით დაინტერესდა. ევას ადამიც შეუერთდა და მანაც ჭამა აკრძალული ნაყოფი. მათ არაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ თავიდან მოეცილებინათ არასწორი აზრები და არ განევითარებინათ ეგოისტური სურვილები. ამან კი ისინი ცოდვამდე მიიყვანა (დაბ. 3:1—6).

თავიდანვე იცოდა ღმერთმა, რომ ადამი შესცოდავდა?

იხილეთ გვერდი 34 („ადამი და ევა“) და 60 („ბედისწერა“).

ნამდვილად არსებობს „ცოდვა“?

მაგალითები: შეიძლება ავადმყოფმა თერმომეტრი გააფუჭოს და თქვას, რომ სიცხე არა აქვს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნამდვილად ასეა. ჩაითვლება ქურდი უდანაშაულოდ, თუ იტყვის, რომ არ ცნობს კანონმდებლობას? ბევრი ადამიანი საჭიროდ არ თვლის ბიბლიური ნორმებით ცხოვრებას, მაგრამ ეს არ გამორიცხავს ცოდვის არსებობას (იხილეთ 1 იოანეს 1:8).

ზოგი აკეთებს იმას, რასაც ბიბლია კრძალავს. მაგრამ ამით არ მტკიცდება ის, რომ ბიბლია არასწორ მითითებებს გვაძლევს. გალატელების 6:7, 8-ში ნათქვამია: „ნუ შეცდებით, ღვთის დაცინვა არ გამოგივათ. კაცი რასაც თესავს, იმას მოიმკის. ვინც თავისი ხორცისთვის თესავს, თავისი ხორცისგან ხრწნას მოიმკის“. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცელება, დანგრეული ოჯახებისა და სხვა პრობლემების არსებობა ადასტურებს ბიბლიური მითითებების სისწორეს. ადამიანი ღმერთმა შექმნა. მან იცის, რა მოგვიტანს ნამდვილ ბედნიერებას და ამას ბიბლიის მეშვეობით გვეუბნება. განა არ ღირს მისი რჩევების გათვალისწინება? (ღვთის არსებობის დამადასტურებელი ინფორმაციისთვის იხილეთ „ღმერთი“).

ბევრი რამ, რასაც ცოდვას ეძახიან, ადამიანისთვის ხომ ჩვეულებრივი რამ არის?

ცოდვაა სქესობრივი კავშირი? სქესობრივი ურთიერთობით შესცოდეს ადამმა და ევამ? ბიბლია არ იზიარებს ამ აზრს. დაბადების 1:28-ის თანახმად, ღმერთმა ადამსა და ევას უთხრა: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა“. ამისათვის მათ სქესობრივი ურთიერთობა უნდა ჰქონოდათ. ფსალმუნის 127:3-ში ნათქვამია: „შვილები — მემკვიდრეობა იეჰოვასგან, ჯილდოა მუცლის ნაყოფი“. უნდა აღინიშნოს, რომ ევა მარტო იყო, როცა აკრძალული ნაყოფი ჭამა. ადამმა ის მოგვიანებით შეჭამა (დაბ. 3:6). „ხე“, რომელზეც აკრძალული ნაყოფი იზრდებოდა, ნამდვილი ხე იყო. ბიბლია ცოლ-ქმარს შორის სქესობრივ ურთიერთობას კი არ კრძალავს, არამედ სიძვას, მრუშობას, ჰომოსექსუალიზმსა და ზოოფილიას. ღმერთმა კარგად იცის, როგორ ვართ შექმნილი და ამას იმიტომ გვიკრძალავს, რომ არასასურველი შედეგებისგან დაგვიცვას. ეს მის სიყვარულზე მეტყველებს.

დაბ. 1:27: „დაიწყო ღმერთმა ადამიანის [ადამის] შექმნა თავის ანარეკლად, ღვთის ანარეკლად შექმნა იგი“ (აქედან გამომდინარე, ადამისთვის ბუნებრივი, ჩვეულებრივი რამ იყო ღვთის თვისებების არეკვლა, მისი მითითებების გათვალისწინება. თუ ადამი ამას არ გააკეთებდა, მიზანს ასცდებოდა ანუ შესცოდავდა. იხილეთ რომაელების 3:23; აგრეთვე 1 პეტრეს 1:14—16).

ეფეს. 2:1—3: „თქვენ კი [ქრისტიანები] ღმერთმა გაგაცოცხლათ, თუმცა მკვდრები იყავით თქვენს დანაშაულსა და ცოდვებში, რომლებშიც ერთ დროს დადიოდით ქვეყნიერების გავლენით, იმ ჰაერის ძალაუფლების მთავრის ანუ იმ სულის გავლენით, რომელიც ახლა ურჩობის ძეებში მოქმედებს. ერთ დროს ჩვენც ყველანი მათ შორის ვიყავით და ჩვენი ხორცის სურვილებისამებრ ვიქცეოდით, ვასრულებდით ჩვენი ხორცისა და ფიქრების ნებას და სხვების მსგავსად ბუნებით რისხვის შვილები ვიყავით“ (როგორც ადამის შთამომავლები, ჩვენ დაბადებიდან ცოდვილნი ვართ და ცუდისკენ ვართ მიდრეკილნი. თუ წინააღმდეგობას არ გავუწევთ არასწორ მიდრეკილებებს, ზნეობრივი ნორმების გარეშე ცხოვრება დროთა განმავლობაში ჩვენთვის ჩვეულებრივი რამ გახდება. ეს შეიძლება „ნორმალურადაც“ მოგვეჩვენოს, რადგან უმეტესობა ასე იქცევა. ბიბლია გვეუბნება, რას მიიჩნევს ღმერთი სწორად და არასწორად იმის გათვალისწინებით, თუ როგორ და რატომ ვართ შექმნილნი. თუ დავუჯერებთ ჩვენს შემოქმედს და სიყვარულით დავემორჩილებით, აზრიანი ცხოვრება გვექნება და მომავალში მარადიულ სიცოცხლეს მივიღებთ. ბიბლიაში წერია: „იგემეთ და ნახავთ, რომ კარგია იეჰოვა“ [ფსალმ. 34:8]).

რა გავლენას ახდენს ცოდვა ღმერთთან ადამიანის ურთიერთობაზე?

1 იოან. 3:4, 8: „ვინც სცოდავს, უკანონობას სჩადის, ასე რომ, ცოდვა უკანონობაა. შემცოდველი ეშმაკისგან არის“ (ვინც შეგნებულად აგრძელებს ცოდვების ჩადენას, ღვთის თვალში დამნაშავეა და სატანის კვალს მიჰყვება).

რომ. 5:8, 10: „ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით . . . ღმერთს მისი ძის სიკვდილით შევურიგდით, როცა მტრები ვიყავით“ (ყურადღება მიაქციეთ, რომ ცოდვილებს ღვთის მტრები ეწოდებათ. ამიტომ ადამიანი ბრძნულად იქცევა, თუ იყენებს ღმერთთან შერიგების შესაძლებლობას).

1 ტიმ. 1:13: „შეწყალებული ვიქენი [ამბობს მოციქული პავლე], რადგან უცოდინარი ვიყავი და ურწმუნოებით ვიქცეოდი“ (მაგრამ პავლე სწორ გზას დაადგა, როცა უფალმა აჩვენა ეს გზა).

2 კორ. 6:1, 2: «ჩვენ, როგორც მისი თანამშრომელნი, გეხვეწებით, ისე არ მიიღოთ ღვთის წყალობა, რომ მხედველობიდან გამოგრჩეთ მისი მიზანი, რადგან ის ამბობს: „სასურველ დროს მოგისმინე და ხსნის დღეს დაგეხმარე“. აი ახლაა ყველაზე სასურველი დრო. აი ახლაა ხსნის დღე» (ახლა გვეძლევა ხსნის შესაძლებლობა. ღვთის მოთმინებას საზღვარი აქვს და ის მარადიულად არ გამოავლენს ასეთ წყალობას ცოდვილი ადამიანების მიმართ. ამიტომ სიფრთხილე გვმართებს, რომ არ ავცდეთ მიზანს, რისთვისაც ღმერთი წყალობას ავლენს).

როგორ შეგვიძლია დავაღწიოთ თავი ცოდვის მონობას?

იხილეთ „გამოსასყიდი“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება