საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ბოაზი (I)“
  • ბოაზი (I)

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ბოაზი (I)
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • რუთი (ბიბლიის წიგნი)
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • რუთი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • უჩვეულო ქორწინება — ბოყაზი და რუთი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
  • რუთის მოკლე შინაარსი
    ბიბლია
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ბოაზი (I)“

ბოაზი (I)

[სავარაუდოდ, ძალით]

ბოაზი იყო ძვ. წ. მე-14 საუკუნეში იუდას ბეთლემში მცხოვრები მიწათმფლობელი, „ძალიან მდიდარი კაცი“ (რთ. 2:1). ის იყო სალმასა (სალმონი) და რახაბის ვაჟი და ობედის მამა (მთ. 1:5), აგრეთვე იუდადან მეშვიდე და მესიის წინაპართაგან ერთ-ერთი (1მტ. 2:3—11; ლკ. 3:32, 33). წიგნი „რუთი“ მოგვითხრობს იმ უჩვეულო მოვლენების შესახებ, რომელთა შედეგადაც ბოაზის სახელი იესოს გენეალოგიურ ნუსხაში ჩაიწერა.

ბოაზის ახლო ნათესავი ელიმელექი და მისი ორი ვაჟი უმემკვიდროდ დაიხოცნენ. ელიმელექის ვაჟებიდან ერთის ქვრივი, რუთი თავის დედამთილთან, ნაომისთან დარჩა. მკის დრო იდგა. რუთი შემთხვევით მოხვდა ბოაზის ყანაში და იქ დაცვენილი თავთავების კრეფა დაიწყო (რთ. 2:3). ღვთისმოშიში იუდეველი ბოაზი იეჰოვას ერთგული თაყვანისმცემელი იყო. ის მომკელებს მიესალმა: „იეჰოვა შეგეწიოთ“. რუთის მიერ ნაომის მიმართ გამოვლენილი ერთგულების დანახვისას ბოაზმა უთხრა მას: „იეჰოვამ გადაგიხადოს შენი საქმისამებრ და სრული საზღაური მოგეგოს ... იეჰოვასგან“ (რთ. 2:4, 12). რუთმა ყველაფერი თავის დედამთილს უამბო. ნაომიმ უთხრა: „აკურთხოს იგი იეჰოვამ ... [ის არის] ჩვენი ერთ-ერთი გამომსყიდველი“ (რთ. 2:20). მკის დამთავრების შემდეგ ნაომიმ აუხსნა რუთს, წესისამებრ როგორ უნდა გაეგებინებინა ეს ამბავი ბოაზისთვის. ბოაზს თავის კალოზე ეძინა და, როცა გაეღვიძა, ფეხებთან მწოლიარე რუთი დაინახა. რუთმა მას ელიმელექის საკუთრების გამოსყიდვა და ლევირატის წესის შესრულება სთხოვა (იხ. მაზლის ვალდებულება). რუთი ჩაანაცვლებდა ნაომის, რომელსაც შვილის გაჩენა აღარ შეეძლო. ბოაზმა დრო არ დაკარგა და დილითვე დაელაპარაკა უფრო ახლო ნათესავს, მაგრამ ამ კაცმა, რომელზეც ბიბლიაში ნათქვამია, რომ მისი სახელი სახსენებელი არ არის, უარი უთხრა ღვთის დადგენილი ღონისძიების შესრულებაზე. მისგან განსხვავებით ბოაზმა მაშინვე მოიყვანა რუთი ცოლად. იქაურმა ხალხმა მთელი გულით დალოცა ისინი. რუთსა და ბოაზს ობედი შეეძინათ, რომელიც მეფე დავითის პაპა გახდა (რთ. 3:1—4:17).

მთელ მონათხრობში (მუშების მისალმებიდან ელიმელექის გვარის შენარჩუნების პასუხისმგებლობის აღებამდე) ბოაზი წარმოჩენილია საქმის გამკეთებელ და ძალაუფლების მქონე ადამიანად, რომელიც ავლენდა თავშეკავებას, რწმენასა და ერთგულებას, ხელგაშლილობას, სიკეთეს, ზნეობრივ სიწმინდესა და იეჰოვას მცნებების მიმართ სრულ მორჩილებას.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება