საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „დალილა“
  • დალილა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • დალილა
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • უძლიერესი კაცი
    ბიბლიური მოთხრობები
  • იეჰოვა ძალას აძლევს სამსონს
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • მიჰბაძეთ სამსონს და მიენდეთ იეჰოვას
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2023
  • სამსონი იეჰოვას ძალით იმარჯვებდა!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „დალილა“

დალილა

[შესაძლოა ნიშნავს დაკიდებულს]

სორეკის ხევში მცხოვრები ქალი, რომელიც სამსონს უყვარდა. ბიბლიაში ის სამსონის 20-წლიანი მსაჯულობის მიწურულს ჩნდება (მსჯ. 16:31).

ფილისტიმელ მთავართაგან თითოეულმა, რომელთაც სამსონის განადგურება ეწადათ, დალილას 1 100 ვერცხლი (თუ შეკელი იყო, $2 422) შესთავაზა, რათა მათთვის ეცნობებინა, რაში იყო სამსონის დიდი ძალა. ის დათანხმდა და დაიწყო სამსონის გამოკითხვა, რა შემთხვევაში გამოეცლებოდა ძალა. სამსონის პასუხს ის ატყობინებდა ფილისტიმელებს და თავის სახლში მალავდა ფილისტიმელ მეომრებს, რომლებიც მზად იყვნენ სამსონის შესაპყრობად იმ შემთხვევაში, თუ ის ძალას დაკარგავდა. სამსონმა სამჯერ მოატყუა დალილა, მაგრამ ქალი „ჩასჩიჩინებდა თავისი სიტყვებით და არ ეშვებოდა, სიცოცხლე მოაბეზრა“. მაშინ სამსონმა გაუმჟღავნა, რომ ნაზირი იყო და სამართებელი არ შეხებოდა მის თმას. დალილა მიხვდა, რომ ამჯერად სიმართლე გაიგო და შეატყობინა ფილისტიმელ მთავრებს, რომლებმაც ფული მიუტანეს. როცა სამსონს მის მუხლებზე ეძინა, მოუხმო მსახურს და შვიდივე ნაწნავი მოაჭრევინა. გაღვიძებული სამსონი მიხვდა, რომ ღვთისგან ბოძებული ძალა გამოეცალა. ჩასაფრებულმა ფილისტიმელებმა შეიპყრეს ის, თვალები დასთხარეს და საპყრობილეში ჩააგდეს (მსჯ. 16:4—21). ამის შემდეგ დალილა აღარ მოიხსენიება ბიბლიაში.

ბიბლია არ ამბობს, რომ სამსონსა და დალილას სქესობრივი ურთიერთობა ჰქონდათ ან, რომ დალილა მეძავი იყო. მსაჯულების 16:1, 2-ში მოხსენიებული მეძავი დალილა ვერ იქნებოდა, რადგან ის ღაზაში ცხოვრობდა, დალილა კი — სორეკის ხევში. დალილა რომ ისრაელი იყო და არა ფილისტიმელი, ამაზე ისიც მოწმობს, რომ ფილისტიმელმა მთავრებმა მის პატრიოტულ გრძნობებზე კი არ იმოქმედეს, არამედ დიდძალი თანხა შესთავაზეს (მსჯ. 16:5).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება