ღვთის სიტყვის საუნჯე | ნეემია 9—11
ერთგული თაყვანისმცემლები მხარს უჭერენ თეოკრატიულ ღონისძიებებს
ღვთის ხალხი სხვადასხვა საშუალებით სიხარულით უჭერდა მხარს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას
ისრაელი ერი სათანადოდ ემზადებოდა კარვობის დღესასწაულის აღსანიშნავად.
ხალხი ყოველდღიურად იკრიბებოდა ღვთის კანონის მოსასმენად, რაც მათ სიხარულს ჰგვრიდა.
ისინი აღიარებდნენ ცოდვებს, ლოცულობდნენ და იეჰოვას კურთხევას სთხოვდნენ.
მათ მტკიცედ გადაწყვიტეს, რომ ყოველთვის დაეჭირათ მხარი თეოკრატიული ღონისძიებებისთვის.
როგორ უჭერდნენ მხარს ისრაელები თეოკრატიულ ღონისძიებებს:
ქორწინდებოდნენ მხოლოდ იეჰოვას თაყვანისმცემლებზე
იღებდნენ ფულად შესაწირავს
იცავდნენ შაბათს
მიჰქონდათ შეშა სამსხვერპლოსთვის
იეჰოვას სწირავდნენ მოსავლის პირველ ნაყოფს და ფარის პირველმოგებულს