ღვთის სიტყვის საუნჯე | ესთერი 1—5
ესთერი ღვთის ხალხის მხარეს დადგა
ესთერმა საოცარი რწმენა და გაბედულება გამოიჩინა ღვთის ხალხის დასაცავად
მეფის წინაშე გამოცხადება მოხმობის გარეშე სიკვდილის ტოლფასი იყო. 30 დღის განმავლობაში მეფეს ესთერი არ მოუხმია.
ახაშვეროშს, რომელიც, სავარაუდოდ, ქსერქსე I იყო, მრისხანე მეფის სახელი ჰქონდა. ერთხელ მან ბრძანა, რომ ერთი კაცი შუაზე გაეჭრათ და მისი სხეული სხვების დასაშინებლად გამოეფინათ. გარდა ამისა, მან დედოფალ ვაშთის ურჩობის გამო დედოფლობა ჩამოართვა.
ესთერს მეფისთვის უნდა გაემჟღავნებინა, რომ იუდეველი იყო, და დაერწმუნებინა იგი, რომ სანდო მრჩეველი ატყუებდა.