ღვთის სიტყვის საუნჯე | იობი 11—15
იობს სწამდა მკვდრეთით აღდგომის
იობს სწამდა, რომ ღმერთს შეეძლო მისი მკვდრეთით აღდგენა
იობმა ხის მაგალითი მოიყვანა — შესაძლოა ზეთისხილის — რითაც ცხადყო, რომ ღმერთს შეეძლო, მკვდრეთით აღედგინა იგი.
მაშინაც კი, თუ ზეთისხილის ხეს მოჭრიან, მძლავრი ფესვების წყალობით მას შეუძლია, კვლავ ამოიყაროს. და ვიდრე ფესვები ცოცხალი ექნება, ის სიცოცხლეს არ შეწყვეტს.
როდესაც დიდ გვალვას წვიმების სეზონი ცვლის, გამხმარი ზეთისხილის კუნძს სიცოცხლე უბრუნდება — ის ფესვებიდან ისევ ამოიყრის და როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, „ტოტი ახალი ნერგივით ექნება“.