საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ქემოში“
  • ქემოში

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ქემოში
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • მოაბი, მოაბელები
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მეშა [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ამონელები
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ფეორის ბაალი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ქემოში“

ქემოში

მოაბელთა მთავარი ღვთაება. მოაბელებს „ქემოშის ხალხს“ უწოდებდნენ (რც. 21:29; იერ. 48:46). ზოგი მეცნიერი ამ ღვთაებას ფეორის ბაალთან აიგივებს, ვინაიდან ეს უკანასკნელი მოაბელების ღმერთი იყო (რც. 25:1—3). სავარაუდოდ, მას ბავშვებს სწირავდნენ, ყოველთვის თუ არა, რთული ვითარების დროს მაინც (2მფ. 3:26, 27).

მოაბური ქვის სახელწოდებით ცნობილი შავი ბაზალტის სტელა, რომელიც მოაბის მეფე მეშამ ისრაელზე გამარჯვების აღსანიშნავად აღმართა, დამატებით ცნობებს გვაწვდის მოაბელთა ამ ღვთაების შესახებ. ამ მონუმენტის მიხედვით ქემოში ამარჯვებინებს მოაბელებს ბრძოლებში, რომლებსაც მხოლოდ მისი განკარგულებით იწყებენ. მეფე მეშა ქემოშს უმადლის ისრაელთა უღლისგან გათავისუფლებას და მიიჩნევს, რომ ისრაელის მეფე ომრის ხელში ქემოშის რისხვის გამო ჩაცვივდნენ.

იფთახი ქემოშს ამონელთა ღმერთს უწოდებს (მსჯ. 11:24). ზოგიერთი მეცნიერი ეჭვქვეშ აყენებს იფთახის ნათქვამის სისწორეს, ვინაიდან ქემოში ყოველთვის მოაბელებთან ასოცირდება. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ამონელები მრავალღმერთიანობას მისდევდნენ (მსჯ. 10:6). გარდა ამისა, ისინი მოაბელთა მეზობლები იყვნენ და მათ საერთო წინაპარი ჰყავდათ, ლოტი, აბრაამის ძმისწული. აქედან გამომდინარე, არაფერია უჩვეულო იმაში, თუ ორივე ერი ქემოშს ეთაყვანებოდა.

ქემოშის თაყვანისცემა ისრაელში სოლომონის მეფობის დროს იქნა შემოღებული. უდავოდ მოაბელი ცოლების ზეგავლენით აუგო სოლომონმა ქემოშს მაღლობი „იერუსალიმის პირდაპირ, მთაზე“ (1მფ. 11:1, 7, 8, 33). ეს მაღლობი მხოლოდ სამი საუკუნის შემდეგ, იოშიას მიერ გატარებული მასშტაბური რელიგიური რეფორმის დროს გაუქმდა (2მფ. 23:13).

წინასწარმეტყველმა იერემიამ მოაბს უბედურება უწინასწარმეტყველა და თქვა, რომ მისი მთავარი ღმერთი ქემოში თავის მღვდლებთან და მთავრებთან ერთად გადასახლებაში წავიდოდა. მოაბელებს შერცხვებოდათ თავიანთი ღვთის უძლურების გამო, როგორც ისრაელის ათტომიანი სამეფო შერცხვა ბეთელის გამო, შესაძლოა იმიტომ, რომ იქ ხბოს სცემდნენ თაყვანს (იერ. 48:7, 13, 46).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება