საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwbr18 თებერვალი გვ. 1-4
  • წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
  • წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“ (2018)
  • ქვესათაურები
  • 5—11 თებერვალი
  • 12—18 თებერვალი
  • 19—25 თებერვალი
  • 26 თებერვალი — 4 მარტი
წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“ (2018)
mwbr18 თებერვალი გვ. 1-4

წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“

5—11 თებერვალი

გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები

მათ. 12:20 — nwtsty დამატებითი მასალა

„მბჟუტავი პატრუქი“: ძველ დროში ოთახის გასანათებლად იყენებდნენ თიხის ჭურჭელს, რომელსაც ზეითუნის ზეთით ავსებდნენ. მასში ჩადებული იყო სელისგან დამზადებული პატრუქი, რომელიც იწოვდა ზეთს. „მბჟუტავ პატრუქად“ ნათარგმნი ბერძნული ფრაზა შესაძლოა მიუთითებდეს მბოლავ ფითილზე, რომლის ნამწვი ჯერ კიდევ ღვივის, თუმცა ალი უკვე ჩამქრალია ან სადაცაა ჩაქრება. ესაიას 42:3-ში ნაწინასწარმეტყველები იყო, როგორი თანამგრძნობი იქნებოდა იესო; ის არასდროს ჩაუქრობდა იმედის უკანასკნელ ნაპერწკალს დაჩაგრულ და თავმდაბალ ადამიანებს.

12—18 თებერვალი

ღვთის სიტყვის საუნჯე | მათე 14, 15

მათ. 14:21 — nwtsty დამატებითი მასალა

„თუ არ ჩავთვლით ქალებსა და ბავშვებს“: მხოლოდ მათე იხსენიებს ქალებსა და ბავშვებს, როცა ამ სასწაულზე მოგვითხრობს. შესაძლებელია, სასწაულებრივად დაპურებულთა საერთო რაოდენობა 15 000-ს აჭარბებდა.

გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები

მათ. 15:7 — nwtsty დამატებითი მასალა

„თვალთმაქცები“: ბერძნულ სიტყვას, ჰიპოკრიტეს, თავდაპირველად ბერძენ, გარკვეული ხნის შემდეგ კი რომაელ მსახიობებთან მიმართებით იყენებდნენ, რომელთაც ხმის გასაძლიერებლად დიდი ნიღბები ეკეთათ. მოგვიანებით ამ სიტყვას გადატანითი მნიშვნელობით იყენებდნენ მათთან მიმართებით, ვინც მოტყუებით ან თვალთმაქცობით თავის ნამდვილ სახეს მალავდა. ამ მუხლში იესო იუდეველ რელიგიურ წინამძღოლებს თვალთმაქცებს უწოდებს (მათ. 6:5, 16).

მათ. 15:26 — nwtsty დამატებითი მასალა

„შვილები . . . და ფინიები“: ვინაიდან მოსეს კანონის თანახმად ძაღლი უწმინდურ ცხოველად ითვლებოდა, ბიბლიაში ის ხშირად უარყოფით მნიშვნელობას ატარებს (ლევ. 11:27; მათ. 7:6; ფილ. 3:2; გამოცხ. 22:15). თუმცა მარკოზის (7:27) და მათეს სახარებიდან ჩანს, რომ ამ შემთხვევაში იესომ შეარბილა სათქმელი და სიტყვა „ძაღლი“ კნინობით ფორმაში გამოიყენა, რაც გულისხმობდა „ფინიას“ ან „ოთახის ძაღლს“. სავარაუდოდ, იესომ ეს სიტყვა ისეთივე მნიშვნელობით გამოიყენა, როგორი მნიშვნელობითაც არაიუდეველები იყენებდნენ თავიანთი საყვარელი შინაური ცხოველის, ძაღლის მიმართ. ამ მუხლში იესომ უპირატესობის საჩვენებლად ისრაელები ბავშვებს შეადარა, ხოლო არაიუდეველები — ფინიებს. ცხადია, ოჯახში, სადაც ბავშვებიც იყვნენ და ძაღლებიც, მშობლები ჯერ ბავშვებს აჭმევდნენ, შემდეგ კი — ძაღლებს.

19—25 თებერვალი

გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები

მათ. 16:18 — nwtsty დამატებითი მასალა

„შენა ხარ პეტრე და მე ამ კლდეზე . . .“: მამრობითი სქესის აღმნიშვნელი ბერძნული სიტყვა პეტროს „კლდის ნატეხს“, „ქვას“ ან „ლოდს“ ნიშნავს. ამ მუხლში ის გამოყენებულია როგორც საკუთარი სახელი (პეტრე), რომელიც იესომ სიმონს შეარქვა (იოან. 1:42). მდედრობითი სქესის აღმნიშვნელი ბერძნული სიტყვა პეტრა ითარგმნება როგორც „კლდე“; ის შეიძლება აგრეთვე გულისხმობდეს „ქვენაფენ ქანს“, „ფრიალო კლდეს“ და „კლდოვან ადგილს“. ეს სიტყვა გვხვდება შემდეგ ბიბლიურ მუხლებშიც: მათ. 7:24, 25; 27:60; ლუკ. 6:48; 8:6; რომ. 9:33; 1 კორ. 10:4; 1 პეტ. 2:8. აშკარაა, რომ პეტრე არ მიიჩნევდა საკუთარ თავს იმ კლდედ, რომელზეც იესო ააშენებდა თავის კრებას. ეს კარგად ჩანს 1 პეტრეს 2:4—8-დან, სადაც მოციქული ამბობს, რომ ღვთის არჩეული, დიდი ხნის წინათ ნაწინასწარმეტყველები ქვაკუთხედი იესო იყო. მეტიც, მოციქული პავლე იესოსთან მიმართებით იყენებს სიტყვა „საძირკველს“ და „სულიერ კლდეს“ (1 კორ. 3:11; 10:4). აშკარაა, რომ იესომ სიტყვების თამაშს მიმართა, რომელსაც პეტრე ასე გაიგებდა: «შენ, ვისაც პეტრე, „კლდის ნატეხი“ შევარქვი, ჩასწვდი „ამ კლდის“ ანუ ქრისტეს ნამდვილ ვინაობას, რომელიც ქრისტიანული კრების საძირკველი იქნება».

„კრება“: აქ პირველად გვხვდება ბერძნული სიტყვა ეკკლესია. ის შედგება ორი სიტყვისგან ეკ, რაც ნიშნავს „გარეთ“ და კალეო, რაც ნიშნავს „მოხმობას“. იგი გამოიყენება კონკრეტული მიზნისა თუ საქმისთვის მოხმობილი ან ერთად შეკრებილი ადამიანების მიმართ. აქ იესო ცხებული ქრისტიანებისგან შემდგარი კრების ჩამოყალიბებას წინასწარმეტყველებდა, რომლებიც, „როგორც ცოცხალი ქვები, სულიერ სახლად“ შენდებოდნენ (1 პეტ. 2:4, 5). ეს ბერძნული სიტყვა არაერთხელ გვხვდება სეპტუაგინტაში კრებულად ნათარგმნი ებრაული სიტყვის ეკვივალენტად, რომელიც ხშირ შემთხვევაში გულისხმობს ღვთის ხალხს, როგორც ერს (კან. 23:3; 31:30). საქმეების 7:38-ში ეს სიტყვა გამოიყენება ეგვიპტიდან მოხმობილი ისრაელების მიმართ. სიბნელიდან გამოხმობილი და ქვეყნიერებისგან გამოცალკევებული ქრისტიანებიც „ღვთის კრებას“ წარმოადგენენ (1 პეტ. 2:9; იოან. 15:19; 1 კორ. 1:2).

მათ. 16:19 — nwtsty დამატებითი მასალა

„ზეციერი სამეფოს გასაღებები“: ბიბლიიდან ჩანს, რომ ზოგჯერ ვინმეს პირდაპირი გაგებით აძლევდნენ გასაღებს, ზოგჯერ კი ამას სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა, რაც გარკვეული ძალაუფლებით აღჭურვაზე მიუთითებდა (1 მატ. 9:26, 27; ეს. 22:20—22). ასე რომ, სიტყვა „გასაღები“ ძალაუფლებისა და პასუხისმგებლობის სიმბოლოდ იქცა. მოციქულმა პეტრემ მისთვის მიბარებული „გასაღებები“ იმ მიზნით გამოიყენა, რომ იუდეველებს (საქ. 2:22—41), სამარიელებსა (საქ. 8:14—17) და უცხოტომელებს (საქ. 10:34—38) წმინდა სული მიეღოთ და ამგვარად, მათ გზა გაუხსნა ზეციერ სამეფოში შესასვლელად.

26 თებერვალი — 4 მარტი

ღვთის სიტყვის საუნჯე | მათე 18, 19

მათ. 18:6, 7 — nwtsty დამატებითი მასალა

„დოლაბი“: სქოლიოს თანახმად, „დოლაბი, რომელსაც ვირი ატრიალებს“. სავარაუდოდ, ეს იყო 1,2 — 1,5 მეტრი დიამეტრის ქვა, რომელიც იმდენად მძიმე იყო, რომ მის დასატრიალებლად ვირს იყენებდნენ.

„დაბრკოლებები“: ბიბლეისტების აზრით, „დაბრკოლებად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა სკანდალონ შესაძლოა მიუთითებდეს ხაფანგზე; ზოგი მიიჩნევს, რომ მასში იგულისხმება ხაფანგის ის ნაწილი, რომელზეც სატყუარა იყო მიმაგრებული. დროთა განმავლობაში ამ სიტყვამ ფართო მნიშვნელობა შეიძინა. მასში მოიაზრებოდა ნებისმიერი რამ, რაც ვინმეს დააბრკოლებდა ან წააქცევდა. გადატანითი მნიშვნელობით მასში იგულისხმება საქციელი ან ვითარება, რომლის გამოც ადამიანი არასწორ გზას დაადგება, ზნეობრივი ნორმებიდან გადაუხვევს ან ცოდვას ჩაიდენს. მათეს 18:8, 9-ში გამოყენებული მონათესავე ზმნა სკანდალიზო გადმოტანილია როგორც „გაბრკოლებს“. ის აგრეთვე შეიძლება შემდეგნაირად ითარგმნოს: „მახედ გექცევა“ ან „ცოდვას ჩაგადენინებს“.

nwtsty მედიაფაილები

დოლაბი

დოლაბს იყენებდნენ მარცვლეულის დასაფქვავად და ზეითუნის ზეთის მისაღებად. ზოგი დოლაბი პატარა ზომის იყო და მისი დატრიალება ხელითაც შეიძლებოდა, თუმცა ზოგი იმდენად დიდი იყო, რომ პირუტყვის ძალას საჭიროებდა. შესაძლოა მსგავსი ზომის დოლაბით ფილისტიმელები სამსონს „საპყრობილეში აფქვევინებდნენ“ (მსაჯ. 16:21). საფქვავი მოწყობილობა, რომლის გამოსაყენებლად ცხოველის ძალა იყო საჭირო, გავრცელებული იყო არა მარტო ისრაელში, არამედ რომის იმპერიის უმეტეს ნაწილში.

ზედა და ქვედა დოლაბი

სურათზე ნაჩვენებ დოლაბს, როგორც წესი, შინაური ცხოველი, მაგალითად, ვირი ატრიალებდა. მას მარცვლეულის დასაფქვავად ან ზეთისხილის ნაყოფის დასაჭყლეტად იყენებდნენ. ზედა დოლაბს, რომლის დიამეტრი შეიძლება 1,5 მეტრიც კი ყოფილიყო, გაცილებით დიდი ზომის ქვედა დოლაბის ზედაპირზე ატრიალებდნენ.

მათ. 18:9 — nwtsty დამატებითი მასალა

„გეენა“: ეს სიტყვა მომდინარეობს ებრაული სიტყვებიდან გე და ჰინომ, რაც „ჰინომის ველს“ ნიშნავს. ეს ველი ძველი იერუსალიმის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობდა (იხილე sgd ნაწილი 16, რუკა „იერუსალიმი და მისი შემოგარენი“). იესოს დროს ამ ადგილას ნაგავი იწვებოდა, ამიტომ სიტყვა „გეენა“ მარადიული განადგურების შესაფერისი სიმბოლო გახდა.

nwtstg განმარტებები

გეენა

იერუსალიმის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ჰინომის ველის ბერძნული სახელწოდება (იერ. 7:31). როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, ამ ადგილზე გვამებს გადაყრიდნენ (იერ. 7:32; 19:6). არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ გეენაში ადამიანებს ან ცხოველებს ცოცხლად წვავდნენ ან აწამებდნენ. ასე რომ, შეუძლებელია, ეს ადგილი იყოს უხილავი სივრცე, სადაც ადამიანთა სულები თითქოსდა ცეცხლში მარადიულად იტანჯებიან. იესო და მისი მოწაფეები სიტყვა „გეენას“ მარადიული დასჯის, „მეორე სიკვდილის“ ანუ მარადიული განადგურების სიმბოლოდ იყენებდნენ (გამოცხ. 20:14; მათ. 5:22; 10:28).

მათ. 18:10 — nwtsty დამატებითი მასალა

„ხედავენ ჩემი ზეციერი მამის სახეს“: შეიძლება აგრეთვე ითარგმნოს: „მამასთან მისვლა შეუძლიათ“. მხოლოდ სულიერი ქმნილებები ხედავენ მამის სახეს, რადგან უშუალოდ ღვთის წინაშე წარდგომა შეუძლიათ (გამ. 33:20).

გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები

მათ. 18:22 — nwtsty დამატებითი მასალა

„სამოცდაჩვიდმეტჯერ“: სიტყვასიტყვით „სამოცდაათჯერ შვიდი“. ბერძნული გამოთქმა ორნაირად შეიძლება გავიგოთ: „სამოცდაათი და შვიდი“ (77-ჯერ) ან „შვიდჯერ სამოცდაათი“ (490-ჯერ). სეპტუაგინტაში, დაბადების 4:24-ში, იგივე გამოთქმაა გამოყენებული ებრაული სიტყვის გადმოსატანად, რომელიც ითარგმნება როგორც „სამოცდაჩვიდმეტჯერ“. აქედან გამომდინარე, მართებულია, რომ ეს ფრაზა ითარგმნოს, როგორც „სამოცდაჩვიდმეტჯერ“. ასეა თუ ისე, ეს გამოთქმა უსასრულობის ანუ იმის აღმნიშვნელი იყო, რასაც ლიმიტი არა აქვს. პეტრეს მიერ დასახელებული ციფრი 7 იესომ 77-ით ჩაანაცვლა, რითაც თავის მიმდევრებს აჩვენა, რომ არ დაედგინათ ლიმიტი პატიებისთვის. ამის საპირისპიროდ, ბაბილონურ თალმუდში ნათქვამია: „თუ ადამიანი ერთხელ, ორჯერ ან სამჯერ სჩადის დანაშაულს, ეპატიება, მაგრამ მეოთხეჯერ უკვე აღარ ეპატიება“ (იომა 86ბ).

მათ. 19:7 — nwtsty დამატებითი მასალა

„გაყრის მოწმობა“: კაცს, რომელიც ცოლთან გაყრას აპირებდა, კანონით მოეთხოვებოდა იურიდიული საბუთის მომზადება და უხუცესებისთვის რჩევის კითხვა. ვინაიდან ეს დროს მოითხოვდა, მას საშუალება ეძლეოდა, კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყო თავის გადაწყვეტილებაზე. როგორც ჩანს, ამ კანონის მიზანი იყო, ნაჩქარევად არ გაყროდნენ ცოლს და ნაწილობრივ დაცული ყოფილიყო ქალის უფლებები (კან. 24:1). თუმცა იესოს თანამედროვე რელიგიურმა წინამძღოლებმა გააადვილეს გაყრა. პირველი საუკუნის ისტორიკოსმა, ფარისეველმა იოსებ ფლავიუსმა, რომელიც თავადაც ცოლთან იყო გაშორებული, აღნიშნა, რომ გაყრა ნებადართული იყო „ნებისმიერი მიზეზით (ასეთი მიზეზი კი უამრავია)“.

nwtsty მედიაფაილი

გაყრის მოწმობა

ეს არის არამეულ ენაზე შესრულებული გაყრის მოწმობა, რომელიც ახ. წ. 71–72 წლებით თარიღდება. ის აღმოჩენილი იქნა იუდეის უდაბნოში, უადი-მურაბატის (დამშრალი ხევი) ჩრდილოეთით. მასში ნათქვამია, რომ იუდეველთა აჯანყების მეექვსე წელს იოსები, ნაქსანის ძე, რომელიც მასადაში ცხოვრობდა, გაეყარა იონათანის ქალიშვილს, მირიამს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება